Connect with us

ჯანმრთელობა

პროდუქტების 7 წყვილი წონის სწრაფი კლებისთვის და მთელი სხეულის გასაჯანსაღებლად

წონაში დაკლება რომ შეძლოთ, არა მხოლოდ მიღებული პროდუქტების და კალორიების რაოდენობას უნდა მიაქციოთ ყურადღება, არამედ საკვების ხარისხს. პროდუქტების ზოგიერთი წყვილი ნივთიერებათა ცვლას ანელებს, ზოგი კი – აჩქარებს.

პროდუქტების სხვადასხვა კომპონენტები ერთმანეთში განსხვავებულად მოქმედებს, შედეგი მათ ჰარმონიულ შერწყმაზეა დამოკიდებული. გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე ეფექტურ კომბინაციას.

სწორი კვების რაციონი

1. ხორცი და შავი წიწაკა

ხორცი – ცილების წყაროა, რომელიც ორგანიზმის საშენ მასალას წარმოადგენს. სანელებლები არა მხოლოდ მის გემოს ცვლის, არამედ მას ნაკლებად სასარგებლოს ხდის.

წიწაკა ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის დარეგულირებაში მონაწილეობს. რაციონში ეს სანელებელი განსაკუთრებით მაშინ უნდა დაამატოთ, როცა სპორტით დაკავებული ხართ და ბევრ ცხიმიან ცილოვან საკვებს ღებულობთ.

2. რძე და კურკუმა

ამ სასმელს „ოქროს რძეს“ უწოდებენ – პროტეინის კოქტეილის შესანიშნავი ალტერნატივა. მის მოსამზადებლად 40 გრ კურკუმა 100 მლ წყალში გახსენით. ნარევი აადუღეთ და სქელი პასტის მიღებამდე აურიეთ. შემდეგ 1 ჩ/კ პასტა 1 ჭიქა მდუღარე რძეში გახსენით.

კურკუმა ორგანიზმში მჟავე პროცესებს აქრობს, რაც წონის დაკლებას ხელს უშლის. 1 ს/კ კურკუმა რკინის დღიური ნორმის 16%-ს და მანგანუმის დღიური ნორმის 26%-ს, უჯერ ცხიმოვან მჟავებს ომეგა 3-სა და ომეგა 6-ს შეიცავს.

3. კვერცხი და ტკბილი წიწაკა

საუზმეზე მსუბუქი ცილოვანი საკვები ბოსტნეულთან კომბინაციაში ორგანიზმზე უფრო დადებით გავლენას ახდენს, ვიდრე მძიმე ნახშირწყლები. დანაყრების შეგრძნება უფრო დიდხანს გაგყვებათ, ვიდრე პურის და მარცვლეულის ჭამის შემდეგ.

საუზმეზე ნაჭამი კვერცხი დღის განმავლობაში 18 %-ით ნაკლები კალორიის მიღებაში დაგეხმარებათ. ომლეტს ძალიან უხდება ტკბილი წიწაკა. წიწაკა ბევრ C ვიტამინს შეიცავს, რომელიც ცხიმების დამჟავებაში მონაწილეობს.

4. გრეიფრუტი და თევზი

ჭამის დაწყებამდე 15 წუთით ადრე ნახევარი გრეიფრუტი შეჭამეთ ან ნახევარი ჭიქა გრეიფრუტის წვენი დალიეთ. ასე თქვენი კუჭის მოცულობა შემცირდება მაშინაც კი, თუ მიღებული საკვების რაოდენობა იგივე დარჩება.

რაც შეეხება თევზს, ის ცილოვანი საკვების მთავარ წყაროდ შეგიძლიათ გახადოთ. ცილების გარდა, ბევრ B12 ვიტამინს შეიცავს, რომლის დაბალი დონეც ჭარბ წონას იწვევს.

5. შოკოლადი და ცხარე, წითელი წიწაკა

შავი შოკოლადი აირჩიეთ, რომლის შემადგელობაში მინიმუმ 80 % კაკაო არის. ასე, მასში რძის, კაკაოს ზეთის და შაქრის ნაკლები დანამატი იქნება. წითელ წიწაკასთან ერთად მწველი ნარევი ხდება, რომელიც ორგანიზში ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს.

6. ხაჭო და ალუბალი

ხაჭო ხილს კარგად ერწყმის. სჯობს ალუბალი აირჩიოთ. ალუბალი მდიდარია ანტოციანებით, რომლებიც ჭარბ წონას მოგაშორებთ. ალუბლის წვენი ვარჯიშის შემდეგ კუნთებს აღდგენაში ეხმარება, ანთებით პროცესებს ამშვიდებს და A და C ვიტამინებით ავსებს.

ხაჭო ღამეც შეგიძლიათ მიირთვათ. რძისმჟავას პროდუქტის ცილა, რომელიც ორგანიზმში ძილის წინ ხვდება, შიმშილს აქრობს და გვერდებში არ გროვდება.

7. კარტოფილი და პომიდვრის წვენი

საქმე ეხება ტკბილ კარტოფილს, რომელშიც ნაკლები სახამებელია, ვიდრე ჩვეულებრივში, მაგრამ კალიუმის შემცველობა ერთნაირი აქვთ. ის მდიდარია უჯრედისით, რომელიც მოხმარების შემდეგ შიმშილის გრძნობას რამდენიმე საათით აქრობს. ტკბილი კარტოფილი ლიკოპინებით მდიდარ პომიდვრის წვენს შესანიშნავად ერწყმის. თუ ამ პროდუქტებს ერთად მიიღებთ, ორგანიზმს მხოლოდ სარგებელს მოუტანთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.