Connect with us

ყვავილები

პომიდორი ვერ იტანს კიტრს: მცენარე-კომპანიონები მიწის ერთ ნაკვეთზე. გთავაზობთ მათი შეთავსებადობის სიას

ადამიანებმა უძველეს დროშივე შენიშნეს, რომ ბოსტნეულის მეზობლობა ერთ მცენარესთან ზრდის მოსავლიანობას, ხოლო მეორესთან – ღუპავს მას ძირფესვიანად.

მოგვიანებით მეცნიერებმა დაადინეს, თუ როგორ ეხმარებიან მცენარეები ერთმანეთს საკვები ნივთიერებების მიღებაში, სასარგებლო მწერების დასამტვერავად მოზიდვასა და მავნეებთან ბრძოლაში.

ბოსტნეულის დარგვა

მცენარეებს, რომლებიც მეგობრობენ და უკეთ იზრდებიან ერთად, მცენარე-კომპანიონებს უწოდებენ. პომიდვრებს, მაგალითად, სტაფილოსთან, კამასთან და რეჰანთან გვერდით გაზრდა მოსწონთ, კარტოფილთან მეზობლობა კი ვნებს.

რეჰანის ძლიერი არომატი აშინებს მავნე მწერებს, ხოლო სტაფილო, კამა, ოხრახუში და ძირთეთრა კი იზიდავს ღვთისმლოცველებს, ობობებსა და ჭიამაიებს. ეს მონადირე მწერები იკვებებიან ტკიპებით, რომლებიც პომიდვრებს ვნებს.

პომიდორი და კარტოფილი ძაღლყურძენასებრთა(Solanaceae) ოჯახს მიეკუთვნებიან, ამიტომაც მიდრეკილი არიან ერთი და იმავე დაავადებებისკენ, სხვა დაავადებებიც მათზე გასაოცარი სიჩქარით ვითარდება.

ბოსტნეულის სწორი რიგები თავისი ეტიკეტებით, რა თქმა უნდა, თვალისთვის სასიამოვნოა და მოსავლის აღებასაც ამარტივებს. თუმცა, ბუნებაში რიგებს ვერსად ვხედავთ და, იშვიათად შეგვხვდება ისეთი მცენარეც, რომელიც თავის თანამეოჯახე მცენარესთან ერთად იზრდება.

ბუნებრივი ბიოლოგიური მრავალფეროვნების მიბაძვა თქვენს ნაკვეთს ლამაზად ვერ აქცევს, თუმცა, დამტკიცებულია, რომ იგი ბოსტნეულს უკეთ ზრდაში ეხმარება. მცენარე-კომპანიონებთან მეგობრობა მათ მგრძნობიარეს ხდის და იცავს მწერებისა და დაავადებებისგან.

ეს, ასევე, ხსნის უჩვეულო იდეის აზრსაც: დარგოთ ბოსტნეულებს შორის ყვავილები, მაგალითად, ნარგიზელა ან დედოფლის ყვავილი. ერთი შეხედვით უსარგებლო ყვავილები იზიდავს მწერებს დასამტვერავად და ზრდის ყაბაყის, ბარდის, კიტრისა და პომიდვრების მოსავლიანობას.

დაბოლოს, ზოგიერთი მცენარე ერთად უბრალოდ ვერ წყვებიან, როცა საქმე ფესვის სივრცეს ეხება. წიწაკა და პარკოსნები გვერდი-გვერდ არ გაიხარებენ, ბარდას ხახვისგან შორს ურჩევნია ყოფნა, სალათის ფოთლებს კი ბროკოლის გვერდით ვერ მოიყვანთ.

მცენარე-კომპანიონების სია

კიტრი

  1. წარმატებული მეზობლობა
    ბოლოკი, ბარდა, ნიახური, სალათის ფოთლები, კომბოსტო, პომიდორი, მზესუმზირა, სიმინდი, ნარგიზელა.
  2. წარუმატებელი
    სალბი, კამა, პიტნა, ცერეცო.

პომიდორი

  1. წარმატებული მეზობლობა
    ნიორი, რეჰანი, სტაფილო, ხახვი, ოხრახუში, ბარდა, სალბი, კომბოსტო, ნარგიზელა, ისპანახი, სალათის ფოთლები.
  2. წარუმატებელი
    კარტოფილი, ცერეცო.

წიწაკა

  1. წარმატებული მეზობლობა
    რეჰანი, სტაფილო, მაიორანი, ხახვი, ნარგიზელა, ქინძი, დედოფლის ყვავილი.
  2. წარუმატებელი
    ცერეცო, კოლრაბი, ლობიო

ბადრიჯანი

  1. წარმატებული მეზობლობა
    ბარდა, ლობიო, სალათის ფოთლები, რეჰანი, ბეგქონდარა, აბზინდა.
  2. წარუმატებელი
    კარტოფილი და პომიდორი.

ბარდა

  1. წარმატებული მეზობლობა
    სტაფილო, სიმინდი, კიტრი, ბადრიჯანი, სალათი, ბოლოკი, ისპანახი, პომიდორი, კარტოფილი.
  2. წარუმატებელი
    ხახვი და ნიორი.

ყაბაყი

  1. წარმატებული მეზობლობა
    ლობიო, სიმინდი, პიტნა, დედოფლის ყვავილი, ბოლოკი.
  2. წარუმატებელი
    კარტოფილი.

კომბოსტო

  1. წარმატებული მეზობლობა
    ლობიო, ჭარხალი, ნიახური, გვირილა, კამა, პიტნა, დედოფლის ყვავილი, ხახვი, კარტოფილი, სალბი.
  2. წარუმატებელი
    მარწყვი, პომიდორი.

კარტოფილი

  1. წარმატებული მეზობლობა
    ლობიო, კომბოსტო, სიმინდი, სალათი, ხახვი, ნარგიზელა, ბოლოკი, ქინძი, დედოფლის ყვავილი, სელი.
  2. წარუმატებელი
    პომიდორი, კიტრი, მზესუმზირა, გოგრა.

სიმინდი

  1. წარმატებული მეზობლობა
    ბარდა, გოგრა, ნესვი, ლობიო, სოიო, მზესუმზირა, ლუპინი.
  2. წარუმატებელი
    ნიახური და ბოლოკი.

ხახვი

  1. წარმატებული მეზობლობა
    კომბოსტო, კარტოფილი, მარწყვი, სტაფილო, სალათი, ჭარხალი, პომიდორი.
  2. წარმატებული
    ბარდა, ლობიო, სალბი.

სტაფილო

  1. წარმატებული მეზობლობა
    ხახვი, ნიორი, პომიდორი, ლობიო, ბოლოკი, ბარდა, სალბი.
  2. წარუმატებელი
    ანისულა, კამა.

ბოლოკი

  1. წარმატებული მეზობლობა
    კიტრი, ლობიო, ბარდა, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, სალათი, გოგრა, პომიდორი, სტაფილო, ხახვი, აბზინდა.
  2. წარუმატებელი
    ავრანი.

ჭარხალი

  1. წარმატებული მეზობლობა
    კომბოსტო, კოლრაბი, ხახვი, პიტნა, კატაბალახა.
  2. წარუმატებელი
    ხვეული ლობიო.

გოგრა

  1. წარმატებული მეზობლობა
    სიმინდი, ლობიო, მზესუმზირა, ბარდა, პომიდორი, ბოლოკი, დედოფლის ყვავილი, პიტნა.
  2. წარუმატებელი
    კარტოფილი.

ლობიო

  1. წარმატებული მეზობლობა
    სიმინდი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ჭარხალი, გოგრა, სტაფილო, პომიდორი, მარწყვი, დედოფლის ყვავილი, კიტრი, ნარგიზელა.
  2. წარუმატებელი
    ცერეცო, ნიორი, ხახვი-პორეი.

ნიორი

  1. წარმატებული მეზობლობა
    პომიდორი, სტაფილო, ბადრიჯანი, კომბოსტო.
  2. წარუმატებელი
    ბარდა, ლობიო.

საზამთრო და ნესვი

  1. წარმატებული მეზობლობა
    სიმინდი, ბარდა, ბოლოკი, ჭარხალი, მზესუმზირა.
  2. წარუმატებელი
    კიტრი.

ახლა უკვე იცით, სად და როგორ უნდა დარგოთ ბოსტნეული. მოსავლიან სეზონს გისურვებთ!