Connect with us

ჯანმრთელობა

პირშუშხა სისხლძარღვებს წმენდს, სტენოკარდიას, იშემიურ და ჰიპერტონიულ დაავადებას კურნავს

რა თქმა უნდა, პირშუშხას მიღება რეკომენდებული არაა ამ დაავადებების მწვავე და რთული ფორმების დროს, განსაკუთრებით თირკმლების დაავადების დროს, თუმცა პირშუშხა შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (სტენოკარდია, იშემია, ანემია) პირშუშხათი მკურნალობის მეთოდი უძველესი დროიდან ცნობილია.

სტენოკარდიისა და ანემიის მკურნალობა

ამისთვის ახალი პირშუშხა (1 ჩ/კ) აიღეთ და თაფლი დაუმატეთ ისე, რომ პირშუშხას და თაფლის მთლიანი რაოდენობა 1 ს/კ-ს არ აღემატებოდეს.

ეს ნარევი უზმოზე, ჭამამდე 1 საათით ადრე უნდა მიიღოთ. მკურნალობის კურსი – მაქსიმუმ 30 დღე. უსიამოვნო შეგრძნების დროს პირშუშხას დოზა შეამცირეთ, შემდეგ ნელ-ნელა 1 ჩ/კ-მდე დაიყვანეთ.

მკურნალობის დროს მკაცრი რეჟიმი უნდა დაიცვათ: აკრძალულია მოწევა, ალკოჰოლი, გადატვირთვა – გონებრივი და ფიზიკური, სხეულის გაყინვა, გახურება. რეკომენდებულია 5-6 თვიანი კურსი 3 წლის განმავლობაში.

ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა

რეკომენდებულია პირშუშხას ნაყენის გამოყენება: 100 გრ გახეხილ ფესვებს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და დაბალ ცეცხლზე 20 წუთით თავდახურული ხარშეთ. გააგრილეთ და გადაწურეთ. ნახევარი ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

ახალი გახეხილი ფესვებისა (1 ს/კ ) და არაჟნის (1 ჭიქა) ნარევს მსგავსი მოქმედება აქვს. საშუალება თავდახურულ ჭურჭელში მაცივარში კარგად ინახება. 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე მიიღეთ. ამ სამკურნალო საშუალების გემო არც ისეთი მწარეა, როგორც წინა რეცეპტის შემთხვევაში.

ჰიპერტონიული დაავადება

1 ს/კ თაფლი, 1 ს/კ ჭარხლის წვენი, 1 ს/კ სტაფილოს წვენი, 1 ჭიქა პირშუშხას წვენი (გახეხილი პირშუშხა წინასწარ წყალში 36 საათით დაალბეთ) და 1 ლიმონის წვენი. ყველაფერი აურიეთ, 1 ს/კ ნარევი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი 1,5 თვე.

ხალხურ მედიცინაში გვხვდება ნარევები თაფლთან ერთად, რომელსაც ჰიპერტონიული დაავადების დროს არტერიული წნევის შესამცირებლად იყენებენ.

1-ელი რეცეპტი: თითო ჭიქა სტაფილოს წვენი, პირშუშხას წვენი და თაფლი 1 ლიმონის წვენს აურიეთ. მინის ქილაში მჭიდროდ თავდახურული გრილ ადგილას შეინახეთ. 1-2 ჩ/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ დალიეთ.

მე-2 რეცეპტი: პირველი რეცეპტის შემადგენლობას 1 ჭია ჭარხლის წვენი ემატება. 1 ს/კ ნარევი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ დალიეთ. მკურნალობის კურსი – 1,5 – 2 თვე.

გულ-სისხლძარღვთა დაავადება

ახალი პირშუშხა გახეხეთ, 1 ჩ/კ მიღებული ფაფა იმდენ თაფლს აურიეთ, რომ თაფლის და ფაფის რაოდენობა 1 ს/კოვზს არ აჭარბებდეს. ეს ნარევი უზმოზე, ჭამამდე 1 საათით ადრე შეჭამეთ.

ეს უძველესი რეცეპტი ახლაც თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ. უნდა გაითვალისწინოთ, რომ პირშუშხას გამოყენება ზედიზედ 30 დღეზე მეტხანს არ შეიძლება.

უსიამოვნო შეგრძნების შემთხვევაში პირშუშხას დოზა აუცილებლად შეამცირეთ, შემდეგ კვლავ 1 ჩ/კ დაიყვანეთ. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეგიძლიათ გააგრძელოთ, ოღონდ მხოლოდ 2 თვიანი შესვენების შემდეგ.

მკურნალობის დროს მოწევა, ალკოჰოლის მიღება და გადატვირთვა არ შეიძლება. რეკომენდებულია 3 წლის განმავლობაში 5-6 თვიანი მკურნალობის კურსი გაიაროთ.

უკუჩვენება

როგორც ნებისმიერი სამკურნალო საშუალება, პირშუშხას უკუჩვენებები გააჩნია.

კუჭ-ნაწლავში მწვავე ანთებითი პროცესების დროს მისი მიღება არ შეიძლება. პირშუშხას დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება არტერიული წნევის ზრდა გამოიწვიოს.

გაზრდილი მჟავიანობის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა ანთებითი დაავადების, ასევე თირკმლებისა და ღვიძლის დაავადების დროს პირშუშხას მიღება არა მხოლოდ სამკურნალო მიზნით, არამედ საკვებადაც არ შეიძლება.

თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, პირშუშხათი მკურნალობის დაწყებამდე ექიმთან კონსულტანცია უნდა გაიაროთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.