Connect with us

საკითხავი

პეტრესა და პავლეს დღე: ტრადიცია და ლოცვა

ქრისტიანული კალენდარი 12 ივლისს აღნიშნავს პეტრესა და პავლეს დღეს. ან, თუ დღესასწაულს სწორად ვუწოდებთ, წმინდათა თავთა პეტრესა და პავლეს დღე. ისინი იყვნენ ქრისტეს ყველაზე ბეჯითი მოსწავლეები, გულმოდგინედ ქადაგებდნენ სწავლებებს, მოგვიანებით კი რწმენას სიცოცხლეც შესწირეს. დღესასწაულს აღნიშნავენ და პატივს სცემენ მთელი მსოფლიოს მორწმუნეები, და ეს დღე სავსეა ტრადიციებით, რიტუალებითა და აკრძალვებითაც.

ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რა შეიძლება და არ შეიძლება ამ წმინდა დღესასწაულზე, რა სახის აკრძალვები უნდა დავიცვათ და რომელი ლოცვები წარმოვთქვათ.

პეტრესა და პავლეს დღე

დღესასწაულს ქრისტიანული ეკლესია 12 ივლისს აღნიშნავს. ითვლება, რომ ესაა 258 წელს წმინდანთა ნაშთების წმინდა სებასტიანის კატაკომბში გადატანის დღე. თუმცა, ახლა 12 ივლისი ითვლება დღედ, როცა ორივე აპოსტოლმა მიიღო მარტვილობა.

დღემდე არაა ცნობილი, გარდაიცვალა თუ არა ორივე აპოსტოლი ერთსა და იმავე დღეს, თუ პავლე დასაჯეს პეტრეს გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ მოციქულებს იმპერატორი ნერონის მმართველობის დროს სიკვდილით დასჯა მიესაჯათ. წმინდანების თაყვანისცემა მათი გარდაცვალებისთანავე დაიწყეს. 324 წელს ეკლესიების გაჩენასთან ერთად კი, ეს დღესასწაული ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემად იქცა ქრისტიანებს შორის.

ამ დღეს სრულდება პეტრეს მარხვა, თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი დეტალი: თუ დღესასწაული ემთხვევა ოთხშაბათს ან პარასკებს, მარხვა გრძელლდება. 2019 წელს პეტრე-პავლობის დღე პარასკევს ემთხვევა, ამიტომ საკვებისგან თავშეკავება გრძელდება.

რა თქმა უნდა, ამ დღესასწაულს მთელი მსოფლიოს მორწმუნეები გარკვეული ტრადიციებით ხვდებიან. როგორც ნებისმიერ რელიგიურ სხვა დღესასწაულზე, პეტრე-პავლობის დღეს მიღებულია ეკლესიაში წასვლა. ადამიანები აპოსტოლებისთვის ლოცულობენ, ანთებენ სანთლებს და ეხმარებიან შეჭირვებულებს.

არსებობს კიდევ ერთი შესანიშნავი რიტუალი – მზის ამოსვლის შეხვედრა ამ დღეს. ეს ტრადიცია უყვარდათ ახალგაზრდებს, ისინი გადიოდნენ მინდორზე და ელოდებოდნენ მზის ამოსვლას ჰორიზონტზე. ითვლებოდა, რომ ამ დილას მზე ცისარტყელას ყველა ფერით ანათებდა. ხალხში სჯეროდათ, რომ ის, ვინც ამ მოვლენას დაინახავდა, ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებას ეღირსებოდა.

მზის ამოსვლის შემდეგ იწყებოდა დღესასწაული: ადამიანები ცეკვავდნენ, მღეროდნენ. აუცილებლად ეწყობოდა დიდი ბაზარი. მიღებული იყო, ასევე, წყაროს წყლით დაბანა. ასე ადამიანები თავისუფლდებოდნენ დაავადებებისა და უბედურებებისგან. ცრურწმენამ რომ იმუშავოს, სამ წყაროზე უნდა დაიბანოთ.

აღნიშვნის წესები

  1. ამ დღეს იკრძალება მუშაობა. არ მიიღება ფიზიკური შრომა: არ შეიძლება დალაგება, რეცხვა ან დაუთოება. ამიტომ დღესასწაულზე წინასწარ ემზადებიან.
  2. მნიშვნელოვანია მოერიდოთ კამათსა და კონფლიქტებს. პეტრ-პავლობის დღე კარგი მიზეზია, პატიება სთხოვოთ მათ, ვისაც აწყენინეთ.
  3. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ამ დღეს წყალზე დასვენება არ შეიძლება. პეტრე მეთევზეების მფარველად ითვლებოდა, ამიტომ ისინი ლოცულობდნენ, აკურთხებდნენ წყალს და იბანდნენ წყაროებზე, თუმცა არასდროს ბანაობდნენ, რათა წყალს ისინი მსხვერპლად არ წაეღოთ.
  4. არ შეიძლება ამ დღეს ქსოვა, კერვა და ქარგვა.
  5. აკრძალულია ნიშნობა.
  6. მართალია, პეტრეს მარხვა სრულდება, თუმცა ეკლესია მაინც კრძალავს ალკოჰოლის მოხმარებას. არ შეიძლება ღრეობა.
  7. უძველესი ტრადიციების მიხედვით, აკრძალულია ამ დღეს ვახშმის შემდეგ საკვების ალაგება მაგიდიდან. ითვლებოდა, რომ საკვები გარდაცვლილი ნათესავებისთვის უნდა დარჩეს. თუ ამ წესს არღვევდნენ, უნდა წასულიყვნენ ეკლესიაში და გარდაცვლილთათვის სანთლები დაენთოთ.

განსაკუთრებული ლოცვა

“ჰოი, ყოვლადდიდებულნო მოციქულნო პეტრე და პავლე, რომელთა სულნი ქრისტესთვის წარიწყმიდენით და სისხლითა თქუენითა აგარაკი მისი განაპოხიერენით! შეიწირეთ ვედრებანი და ამოოხრვანი, გულითა შემუსრვილითა აწ მიძღუანებულნი თქუენდა. რამეთუ უსჯულოებითა დაბნელებულვართ და ამისთვისცა განსაცდელთა, ვითარცა ღრუბელთა, გარემოუცავთ, ზეთისაგან კეთილისა ცხორებისა დაცარიელებულვართ ფრიად და ვერშემძლებელვართ წინააღდგომად მგელთა მტაცებელთა, რომელნიცა მიტაცებად სამკვიდრებელსა ღმრთისასა სილაღით ისწრაფვიან. ჰოი ძლიერნო! თავს იდეთ უძლურებანი ჩუენნი, სულითა ნუ განგუეშორებით ჩუენ და ნუ განვეშორებით სიყუარულსა ღმრთისასა, არამედ შემწეობითა თქუენითა დაგვიფარენით ჩუენ, ჰოი, შეგვიწყალეთ ჩუენ ყოველნი, ლოცუათა თქუენთა გამო, ეგრეთ განხეთქოს ხელითწერილი აურაცხელთა ცოდვათა ჩუენთანი, და ღირსგუყვნეს ყოველთა წმიდათა თანა სუფევასა სანატრელსა და ქორწილსა კრავისა თვისისასა, რომელსა ჰშუენის პატივი და დიდება და მადლობა და თაყუანისცემა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.”

Advertisement
ჯანმრთელობა9 hours ago

როდის გვჭირდება ანტიბიოტიკები – სასარგებლო დაფა ექიმი კომაროვსკისგან

საკითხავი2 days ago

ჯანსაღ ადამიანს გათხოვება არ სურს. ფსიქოლოგ მიხაილ ლაბკოვსკის 20 მკაცრი ციტატა

თავის მოვლა2 days ago

„ოქროს ვარსკვლავი“ სტრიებს მოგაშორებთ

საკითხავი2 days ago

რისგან შედგება კარტოფილი ფრი? გაიგეთ სიმართლე!

ჯანმრთელობა2 days ago

კალენდულა: ბუნებრივი საოჯახო საშუალება ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და ანთების დროს

ჯანმრთელობა2 days ago

სახლში დამზადებული მალამო სისხლჩაქცევებისა და სილურჯეებისთვის

ჰოროსკოპი2 days ago

როგორ გამოვთვალოთ იღბალი. 7 ძირითადი სასიცოცხლო ციკლი

თავის მოვლა2 days ago

თმის სიკაშკაშე, ფერი და სიძლიერე  შინაური, ბალახეული შამპუნების მეშვეობით!

საკითხავი3 days ago

ამ მეთოდის დახმარებით ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნს მოიშორებთ

ჰოროსკოპი3 days ago

როგორი იქნება 2020 წელი?! აღმოსავლური ჰოროსკოპი დაბადების წლის მიხედვით

ჯანმრთელობა3 weeks ago

როგორც აღმოჩნდა, ხურმის ჭამა ყველასთვის არ შეიძლება! აი, ვისთვის არის კატეგორიულად აკრძალული

ჯანმრთელობა3 weeks ago

კვირაში ერთხელ ფეხები ძმარში ჩააწყვეთ – თქვენი ყველა დაავადება გაქრება

სხვა1 week ago

ჩემი სარეცხი მანქანა უკვე 12 წელია მემსახურება – 3 ოქროს წესი რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

ჯანმრთელობა1 week ago

სიმსივნის საწინააღმდეგო რეცეპტი, რომელიც მოხუცმა ბაბუამ მომცა. ღირებული მეთოდი მთელ სხეულს კურნავს

ჯანმრთელობა3 weeks ago

იოდის ასეთი სარგებლის შესახებ ნამდვილად არ გეცოდინებათ

საკითხავი4 weeks ago

სარეცხი მანქანის გაწმენდის ბიუჯეტური მეთოდი

სხვა3 weeks ago

სიროფი რომელიც თქვენს მხედველობას, სმენას და მეხსიერებას დაეხმარება, ასევე მუცელსაც გაათავისუფლებს ცხიმისგან!

ჯანმრთელობა3 days ago

ნაწლავში პარაზიტების არსებობაზე მიმანიშნებელი სიმფტომები

კულინარია5 days ago

თავად ვერ მივხვდებოდი: გასაოცარი მეთოდი, როგორ მოვაშოროთ ჩამჯდარი ცხიმი ნებისმიერ ზედაპირს იდეალურად

ჯანმრთელობა2 weeks ago

იაპონელი გასტროენტეროლოგი “შეწყვიტეთ ტონობით აბების მიღება, კარგი ჯანმრთელობისთვის ეს სულაც არ არის საჭირო”

ტრენდული