Connect with us

ჰოროსკოპი

პაველ გლობის ჰოროსკოპი 2020 წლის ნოემბრისთვის

ასტროლოგ პაველ გლობის პროგნოზები ათასობით ადამიანს კარგი განწყობის და წარმატების შენარჩუნებაში ეხმარება.

ვარსკვლავები ნოემბერში შედარებით კეთილგანწყობილნი იქნებიან და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ ცხოვრებაში არ გიმართლებთ, უნდა გახსოვდეთ, რომ უსიამოვნებებს ენერგეტიკული მიზეზები აქვთ. შესაძლოა, თქვენს ენერგიას და ძალას არასწორად ანაწილებთ ან ვინმე „გპარავთ“. ნოემბერში შეძლებთ გაიგოთ, თუ რა გიშლით ხელს წარმატების მოპოვებაში.

ვერძი

ნოემბერში ვერძს ძალიან გაუმართლებს. სასურველია მავნე ჩვევები მოიშოროთ, რომლებიც სიცოცხლეს ანადგურებს. ძალიან ხელსაყრელი პერიოდი დგება, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები არ გადადოთ. ახლა შესანიშნავი დროა დიდი შესაძლებლობებით. თქვენს მოვალეობებს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. სამსახურში ახალი პროექტები დაიწყეთ, ძვირადღირებული ნივთები შეიძინეთ. თვის მეორე ნახევარი მოგზაურობისთვის სასარგებლო იქნება.

კურო

კუროს კონკურენტების, არაკეთილმოსურნეების და კოლეგების სახით ძლიერ ოპოზიციასთან შეჯახება მოუწევს. შემოსავალი პირდაპირ ეშმაკობასა და მონდომებაზე იქნება დამოკიდებული. სიყვარულში ცოტა ეშმაკობა უნდა გამოიყენოთ. საპირისპირო სქესი კუროს ინტელექტით, ქარიზმით და მომხიბვლელობით გაოცებული იქნება. თუ უკვე ურთიერთობაში იმყოფებით, ეგოიზმის გამოხატვით არ გარისკოთ. საყვარელ ადამიანთან და ბავშვებთან უფრო მეტი დრო გაატარეთ. საინფორმაციო ველის გაწმენდა და საშინაო საქმეების მნიშვნელობა არ დაივიწყოთ.

ტყუპები

თვის პირველი დეკადი შემოქმედებითი აღორძინების პერიოდი იქნება. უფრო ბეჯითად შრომა მოგიწევთ, რაც სწრაფად დაგღლით. შეგიძლიათ გამოიყენოთ მედიტაცია ღრმა მოდუნებისა და სტრესისგან გასათავისუფლებლად. კარგი დრო იქნება მათთვის, ვინც მეორე ნახევრის პოვნაზე სერიოზულად ფიქრობს. ნოემბრის მე–2 და მე–3 დეკადში წარმატება გაუღიმებთ. რომანტიკა და პაემანი იდეალური იქნება საღამოს გასატარებლად, საქმისგან დასასვენებლად.

კირჩხიბი

კირჩხიბს ვარსკვლავები იშვიათად, მაგრამ ძლიერ დაეხმარებიან. წარმატება უფრო ხშირად რომ გეწვიოთ, სიყვარულზე, წარმატებასა და ფულზე რიტუალები უნდა შეასრულოთ. წარმატებამ დიდხანს რომ არ მიგატოვოთ, სახლში და სამსახურში სისუფთავე შეინარჩუნეთ. ასე ენერგეტიკული ნაკადის სტაბილიზაციას ხელს შეუწყობთ. ნოემბერში მოსალოდნელია საბედისწერო ნაცნობობა და შეხვედრები. სასურველია, ინტუიციას ხშირად ენდოთ და მომავლისკენ გაიხედოთ.

ლომი

ლომმა ტოქსიკურ ადამიანებთან, ენერგო ვამპირებთან კომუნიკაციას თავი უნდა აარიდონ. დიდი ალბათობით გზაზე სასიამოვნო ხალხს შეხვდებით, მაგრამ იმის დადგენა, თუ ვინ არის კარგი და ვინ ცუდი გაგიჭირდებათ. მტრები საკუთარი სურვილების და განზრახვების შენიღბვას შეძლებენ. ლომი სჯობს განმარტოვდეს და პრობლემებს თავად გაუმკლავდეს. ფულის სესხება, „უფასო“ დახმარებაზე თანხმობა არ ღირს. უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია.

ქალწული

ქალწული ნოემბერში ცხოვრების რადიკალურად შეცვლას შეძლებს, ამასთან პლანეტების და ვარსკვლავების დახმარების გარეშე. მნიშვნელოვანი ნივთები თვის მეორე ნახევარში შეიძინეთ. თითქმის მთელი თვის განმავლობაში ქალწულს დიდი სასიყვარულო წარმატება გაუღიმებს. ის ოჯახური სირთულეების გადალახვას ან მეორე ნახევრის პოვნას შეძლებს.

სასწორი

დროა პატიება სთხოვოთ ახლობლებს, რომლებსაც წარსულში აწყენინეთ. ასევე უნდა აპატიოთ მათ, ვინც ადრე გაწყენინათ. ნეგატიური ემოციების დაგროვება არ შეიძლება. თუ მარტოხელა ხართ, ფლირტისთვის შესანიშნავი დროა. წვრილმანებზე არ იდარდოთ – სპეციალური პრაქტიკა და რჩევები დაგეხმარებათ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლდეთ.

მორიელი

მორიელმა მომავალზე კონცენტრირება უნდა მოახდინოს. სიტყვების და ფიქრების ძალა არსებული რეალობის და ხვალინდელი დღის შეცვლაში დაგეხმარებათ. ნებისმიერი პოზიტიური ფიქრი, ოპტიმისტური განწყობა სასარგებლო იქნება. ამას ბევრი შეამჩნევს და თავადაც უფრო წარმატებული და პროდუქტიული გახდებიან. ნოემბრის მე–2 და მე–3 დეკადი მორიელს ბევრ წარმატებას და ახალ შესაძლებლობებს მოუტანს. სავარაუდოდ, მისი სამყარო შეიცვლება, თან სწრაფად და შეუქცევადად.

მშვილდოსანი

დრო მოვიდა, საქმეს ხელი მოკიდოთ. არაფერი თვითნებაზე არ მიუშვათ: ასეთი მიდგომა დესტრუქციული და არასწორი იქნება. არსებობს ხრიკები, რომელთა დახმარებით ეს მოტივირებული და ძლიერი ადამიანები ცხოვრების მოვლენების ფორმირებას შეძლებენ. ვარსკვლავებს და პლანეტებს სურთ, რომ მშვილდოსანი სათავეში იყოს. თვის მე–2 ნახევარი ცოდნის მისაღებად კარგი იქნება, მეორე – მათ პრაქტიკაში გამოსაყენებლად.

თხის რქა

შემოდგომის ბოლოს ბევრი საქმე დასასრულებელი გექნებათ. ნოემბერში მოსალოდნელია ნაცნობების გაზრდა. ადამიანის ფსიქოლოგიურ პორტრეტზე ტაროს კარტის გაშლა დაგეხმარებათ წინასწარ გაიგოთ, თუ რას უნდა ელოდოთ კონკრეტული ადამიანისგან. ჭორებს არ მოუსმინოთ და სასურველი სინამდვილედ არ მიიღოთ. დრო მოვიდა, თვალები გაახილოთ და რეალობა ობიექტურად აღიქვათ. დასვენება და გარემოს შეცვლა არ დაგავიწყდეთ. ეს შეიძლება იყოს მოგზაურობა, მივლინება, გენერალური დალაგება, რემონტი.

მერწყული

მერწყული ყველაზე აქტიურ და ენერგიულ ზოდიაქოს ნიშნებს შორისაა. ნოემბრის პირველ დეკადში ვარსკვლავები ამ ხალხის ძალების მარაგს ოდნავ შეამცირებენ, მაგრამ მე–11–12 რიცხვებში ძლიერი და შესამჩნევი ენერგეტიკული ზრდა დაიწყება. მერწყული მიზნების მიღწევაში საკუთარ თავს და ახლობლებს დაეხმარებიან. ცდუნებას არ აჰყვეთ და პრობლემის გადასაჭრელად მარტივ გზას ძებნა არ დაუწყოთ. თუ გეჩვენებათ, რომ წარმატებისკენ მიმავალი სწრაფი გზა არსებობს, ეს მხოლოდ ხაფანგია, რომელშიც არ უნდა გაებათ.

თევზები

თევზებს ხშირად ყველაზე გულწრფელ ზოდიაქოს ნიშნებს უწოდებენ. ისინი სხვებს გულს ხშირად უშლიან და ამბობენ იმას, რაც აწუხებთ. ნოემბერში ეს უცხო ხალხთან სჯობს არ გააკეთოთ. ოჯახში გულითადი საუბარი აქტუალური იქნება. განწყობის ამაღლებასა და ძალების აღდგენაში ზომიერი შოპინგი, სპორტი და უბრალოდ სუფთა ჰაერზე სეირნობა დაგეხმარებათ. ამ თვის მთავარი რჩევა – რამდენიმე საქმეს ერთდროულად ხელი არ მოკიდოთ.