Connect with us

თავის მოვლა

ნივრის ფურცლებს არ ვყრი, არამედ ქილაში ვინახავ! ბებიის რეცეპტი ასაკობრივი ცვლილებების საწინააღმდეგოდ

ჩვენ სანაგვე ყუთში კვერცხის ნაჭუჭს, ციტრუსის ქერქს, ხახვის ფურცლებს ისე მარტივად ვყრით, რომ ეჭვიც არ გვეპარება, თუ რა სასარგებლო თვისებებს ფლობენ პროდუქტების ე.წ. „გარსი“. მაგალითად, ნიორი, სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმალური რაოდენობა მხოლოდ მის რბილობშია? ნივრის ფურცლების ნაყენი უძველესი დროიდან ცნობილია, როგორც კანის ასაკობრივი ცვლილებების საწინააღმდეგო ნომერ პირველი საშუალება.

დღეს ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი საშუალება არა მხოლოდ იმუნიტეტს აძლიერებს, არამედ ორგანიზმს ტოქსინებისა და შლაკებისგან ათავისუფლებს, აახალგაზრდავებს, მეტაბოლიზმს აუმჯობესებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს აფერხებს. დღეს ნივრის ფურცლების კანის მდგომარეობაზე გავლენის შესახებ გიამბობთ.  სახის ტონიკი სახლის პირობებში მოამზადეთ.

ნივრის ფურცლების სარგებელი

ასეთი მარტივი პროდუქტი დიდი რაოდენობით ბიოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელსაც ძლიერი ანტიასაკობრივი ეფექტი აქვს. ეს ნივთიერებაა ბიოფლავონოიდ კვერცეტინი.

ნივრის ფურცლები ამ ნივთიერების შემცველობით მეორე ადგილზე იმყოფება და პირველ ადგილს მხოლოდ წიწიბურას მარცვლებს უთმობს. ბიოფლავონოიდ კვერცეტინი ნივთიერებათა ცვლას უჯრედულ დონეზე აჩქარებს, ქსოვილების რეგენერაციას აძლიერებს და ზედაპირს გარე გამაღიზიანებლისგან იცავს. როგორ უნდა მოვამზადოთ სახის ტონიკი სახლის პირობებში?

სახის ნატურალური ტონიკი

თეთრი ნივრის ფურცლები ყავის საფქვავში დაფქვით. 2 ჩ/კ ნივრის ფურცლების ფხვნილს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 15 წუთით ადუღეთ.

მთელი ღამე გააჩერეთ, დილით ნაყენი გადაწურეთ. ამ ნაყენით სუფთა სახის კანი დილა-საღამოს გაიწმინდეთ. საშუალება ყველაზე ხარისხიან ტონიკს ჩაანაცვლებს და ძვირადღირებული ანტიასაკობრივი კრემების გამოყენება აღარ დაგჭირდებათ.

სახლის პირობებში მომზადებულ სახის ტონიკი კანის გამონაყარს, მათ შორის ალერგიულს, კურნავს. უბრალოდ 1,5 ს/კ ნივრის ფურცლების ფხვნილს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 10 წუთით ადუღეთ. 8 საათით დააყენეთ, შემდეგ კი კანის დაზიანებული ნაწილი ამ ნარევით გაიწმინდეთ.

საშუალება თავის კანსაც კურნავს და ქერტლს აქრობს. ეს საშუალება თავის დაბანამდე 15 წუთით ადრე კვირაში 3-ჯერ წაისვით, რომ პირველი შედეგი უკვე 1 თვეში დაინახოთ.

თუ სტატია თქვენთვის ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.