Connect with us

ჯანმრთელობა

ნივრისა და თაფლის ნარევი უზმოზე 7 დღე დალიეთ – თქვენს ორგანიზმში სასწაულს მოახდენს

ნიორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნატურალური ინგრედიენტი და მსოფლიოს ძალიან ბევრი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. უნიკალური გემოს მიუხედავად ნიორი სხვადახვა დაავადების სამკურნალოდ ძალიან ეფექტურია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მას ნედლი სახით მიიღებთ.

ითვლება, რომ ნიორი ყველა დაავადებისა პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით ეფექტურია. ის ათეროსკლეროზს, გულის შეტევას, გულის იშემიურ დაავადებას აფერხებს, ასევე ქოლესტერინის დონეს და სისხლის წნევას ამცირებს.

ნიორი კურნავს მცირე უსიამოვნებას, როგორიცაა მწერების ნაკბენი, გაციება, გრიპი, ცხელება, სოკოვანი ინფექცია და მოგზაურთა დიარეა. ნიორი დიაბეტის, გაზრდილი პროსტატის და ოსტეოართრიტის ნიშნებს შესანიშნავად აკონტროლებს. ნივრის ტოქსინების აღმოფხვრისა და იმუნური სისტემის გაძლიერების თვისებები ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია.

კოჭასთან და ხახვთან ერთად ნიორი ორგანიზმს ქიმიოთერაპიის შემდეგაც კი წმენდს.

საუკეთესო შედეგის მისაღწევად ნიორი ნედლი სახით გამოიყენეთ, რადგან სითბო ალიცინს, მის აქტიურ ნივთიერებას, ანეიტრალებს. თქვენ უბრალოდ უნდა დაჭყლიტოთ ან დააქუცმაცოთ, 15 წუთით გააჩეროთ, შემდეგ კი საკვებს დაუმატოთ.

გარდა ამისა, სავსე კუჭს ნივრის ყველა მკვებავი ნივთიერების ათვისება არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, სჯობს ცარიელ კუჭზე მიიღოთ, სანამ წყალს დალევთ ან რამეს შეჭამთ.

იმუნიტეტის და ჯანმრთელობის გასაძლიერებლად თაფლის და ნივრის ნარევი რეგულარულად უნდა გამოიყენოთ.

თაფლისა და ნედლი ნივრის რეცეპტი

აიღეთ 2-3 კბილი ნიორი, წვრილად დაჭერით და 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ. ყოველდღე მიიღეთ და შედეგს უახლოეს მომავალში დაინახავთ!

Advertisement

ქვემოთ მოცემული გრიპის რეცეპტი იმუნიტეტს გააძლიერებს, ყელის ტკივილს გააქრობს, გრიპს და სურდოს ნიშნებს მოგაშორებთ. ეს ძლიერი ბუნებრივი საშუალებაა. აი, როგორ უნდა მოამზადოთ:

ინგრედიენტები:

  • 5 კბილი მსხვილად დაჭრილი ნიორი
  • 1 ს/კ დაჭრილი კოჭა
  • გაუფილტრავი ვაშლის ძმარი
  • 1 წვნიანი ლიმონი
  • 2 მსხვილად დაჭრილი წითელი წიწაკა

მომზადება:

თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, დარწმუნდით რომ მომზადების დროს ხელთათმანებს იყენებთ, რადგან ინგრედიენტების ნატურალურმა ზეთმა შეიძლება დამწვრობა ან ანთება გამოიწვიოს.

350-500 მლ მოცულობის მინის ქილა აიღეთ და დაჭრილი ხახვი ერთ ფენად ჩაყარეთ, შემდეგ დაქუცმაცებული ნიორი, ცხარე წიწაკა თესლებიანად. შემდეგ კოჭა დაუმატეთ. ლიმონის წვენი და ბოლოს ორგანული ვაშლის ძმარი დაასხით.

ქილას მჭიდროდ დაახურეთ და საკუჭნაოში შეინახეთ. საშუალება რეგულარულად გამოიყენეთ, რომ დაავადებები თავიდან აიცილოთ ან მათი ნიშნები აღმოფხვრათ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.