Connect with us

ჯანმრთელობა

ნივთიერებათა ცვლა ისეთივე ჩქარი რომ იყოს, როგორც ახალგაზრდობაში, დაიცავით სტაფილოს დიეტა

ისეთი მეტაბოლიზმი რომ გქონდეთ, როგორც ახალგაზრდობაში, საჭიროა... ამ ბოსტნეულის წყალობით ჭარბი ცხიმი გაქრება

მოხდენილი ფიგურა ყველა ქალის თავის ტკივილია. სტრესი, ჰორმონები, ტკბილეულის სიყვარული, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი და მშობიარობა ჩამოწელილი მუცლისა და გვერდებზე ცხიმების დაგროვების მთავრი მიზეზია.

ექსპრეს დიეტა გასახდომად შესანიშნავი მეთოდია, თუ მნიშვნელოვანი წვეულების ან თბილი სეზონისთვის ფორმაში ჩადგომა გსურთ. ორგანიზმს ზიანი რომ არ მიაყენოთ, პროდუქტები სწორად უნდა შეარჩიოთ.

სტაფილო არა მხოლოდ სასარგებლო პროდუქტია ჩვენი მხედველობისა და კანისთვის, არამედ ის წონის სწრაფად დაკლებაში გვიწყობს ხელს და ორგანიზმს სხვადასხვა საჭირო და აუცილებელი  საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. 100 გრ ნედლი სტაფილო 35 კალორიას შეიცავს, ხოლო მოხარშული 30-ზე ნაკლებს. სტაფილოზე დაფუძნებული არაერთი ძალიან ეფექტური დიეტა არსებობს.

სტაფილოს დიეტა

თუ რეკომენდაციებს ზუსტად დაიცავთ, 3 დღეში 3-4 კგ-ის დაკლებას შეძლებთ. შესაბამისად , თუ დიეტას 10 დღით დაიცავთ, დაახლოებით 5-7 ზედმეტი კილოგრამის მოშორება გარანტირებული იქნება. თუ დღის წესრიგს კარდიო ვარჯიშს დაუმატებთ, არა მხოლოდ წონაში დაიკლებთ, არამედ სხეულის დაჭიმვასაც შეძლებთ. ამ მონოდიეტის შემადგენლობაში, ძირითადად, სტაფილოს კერძებია: წვენი, სალათები, ფაფა. სწორედ ამიტომ 10 დღეზე მეტხანს მისი დაცვა რეკომენდებული არაა.

გაითვალისწინეთ, სტაფილო კარგად უნდა დაღეჭოთ, რომ კუჭის გაღიზიანება არ გამოიწვიოთ. 10 დღე დიეტის დაცვა საჭირო არაა, თუ სასურველ შედეგს უფრო მალე მიაღწევთ. დიეტის დაწყება და გამოსვლა თანდათანობით უნდა მოხდეს და არა მყისიერად.

სტაფილოს 3 დღიანი დიეტა

8:00, 11:00, 14:00, 17:00 სტაფილოს სალათი მიირთვით. მის მოსამზადებლად დღეში 1 კგ ბოსტნეული დაგჭირდებათ.

სტაფილო გახეხეთ და 1 ხილის სახეობა (ვაშლი, გრეიფრუტი, ფორთოხალი) ან ბროწეულის მარცვლები, ან 2 კივი დაუმატეთ. ხილიც წვრილ სახეხზე გახეხეთ ან წვრილად დაჭერით. აუცილებლად სოუსი მოასხით: 1 ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ ნატურალური თაფლი და 1 ს/კ ზეითუნის ზეთი ერთმანეთს აურიეთ.

19:00 საათზე ახალ დაწურული სტაფილოს ან სტაფილო-ვაშლის წვენი დალიეთ. დღის განმავლობაში წყალი ან უშაქრო მწვანე ჩაი დალიეთ. წასახემსებლად ნედლი სტაფილო შეჭამეთ.

სტაფილოს 10 დღიანი დიეტა

1. საუზმე: 1 თეფში სტაფილოს სალათი (იგივე რეცეპტი, ოღონდ მოსართავად 1-2 ჩ/კ დაბალი ცხიმის მქონე არაჟანი გამოიყენეთ).

2. წახემსება: ახალ დაწურული სტაფილო-ვაშლის ფრეში.

3. სადილი: 1 თეფში სტაფილოს სალათი

4. სამხარი: 1 ჭიქა სტაფილოს წვენი.

5. ვახშამი: მოხარშული სტაფილოს ფაფა თბილი სახით.

სტაფილოს დიეტა უკუ ჩვენებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ექსკრეტორული სისტემის დაავადების, ქრონიკული დაავადების გამწვავების პერიოდში და ვირუსული ინფექციების დროს. ბევრი მიმოხილვის თანახმად, დიეტა წონაში დაკლებას ნამდვილად ხელს უწყობს და, როგორც წესი, მწვავე შიმშილის გრძნობა არ ახლავს.

რაც მთავარია, არა მხოლოდ წონაში დაიკლებთ, არამედ კანის მდგომარეობას, მხედველობას და სასუნთქი სისტემის მუშაობას გააუმჯობესებთ.

სტაფილოს დიეტის შესახებ მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!

Advertisement