Connect with us

საკითხავი

ნებისმიერი სახის დაბინძურებას ფილებიდან უკვალოდ გააქრობს. ამ მარტივ და იაფ საშუალებას ვერცერთი ქიმია შეედრება

ძალიან მიყვარს, როცა სახლში ყველაფერი კაშკაშებს და ბრწყინავს. როგორც ნებისმიერი დიასახლისი სახლის დალაგებას ნორმალურად ვუყურებ, მაგრამ არის რაღაც, რისი გაკეთებაც ძალიან არ მომწონს. სწორედ ამ კატეგორიას დაბინძურებული ფილების გაწმენდა მიეკუთვნება.

კერამიკის, მარმარილოს და გრანიტის ზედაპირების გამოყენება არა პრეტენზიულია და განსაკუთრებულ ყურადღებას არ მოითხოვს. თუმცა იდეალური სისუფთავის შესანარჩუნებლად ფიზიკური ძალისხმევა გაწევა საჭიროა.

ჩემ შემთვევაში სახლის დალაგების სიძულვილი ბევრ სარეცხ საშუალებაზე ალერგიული რეაქციით არის გამოწვეული.

როგორ გავრეცხოთ ფილები

კაფელიდან ცხიმის იდეალურად მოსაშორებლად ბევრი საშუალება არსებობს. სამზარეულოსა და სააბაზანოს კედლებზე კაფელის გარეცხვაში სხვადასხვა საწმენდი საშუალება დაგეხმარებათ, რომლებიც კერამიკული ზედაპირებიდან ცხიმის მოშორებისთვის არიან განკუთვნილი.

თქვენ შეგიძლიათ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური წარმოების ნებისმიერი პროდუქტი გამოიყენოთ, რომლებიც მაღაზიებში იყიდება.

რა უნდა გავაკეთოთ, თუ ასეთი საშუალება ხელის კანზე და შედეგად, მთელ ორგანიზმზე ცუდ გავლენას ახდენს?

ბუნებრივია, ჭუჭყთან ბრძოლის ალტერნატიული საშუალებებიც არსებობს, რომლებიც უფრო იაფი, უსაფრთხო და კარგი შედეგის მომცემია. გთავაზობთ მარტივ მეთოდს, თუ როგორ გაწმინდოთ დაბინძურებული ფილები ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.

ეს რეცეპტი ბებიამ მასწავლა. საშუალების შექმნა დიდ დანახარჯს არ მოითხოვს, ეფექტურობით კი ბევრ საწმენდ საშუალებას კონკურენციას გაუწევს.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 5 ლ წყალი
  • 1/2 ჭიქა საკვები სოდა
  • 1/3 ჭიქა ლიმონის წვენი
  • 1/4 ჭიქა თეთრი ძმარი

მომზადება და გამოყენება

1. წყლით სავსე ჭურჭელს სოდა დაუმატეთ და სრულ გახსნამდე აურიეთ.

2. მიღებულ სითხეში ლიმონის წვენი ჩაასხით, შემდეგ კარგად აურიეთ და ძმრის ხსნარი დაუმატეთ. ქაფის წარმოქმნის შემდეგ საშუალება სპრეი ბოთლში გადაასხით. ასე საშუალების გამოყენება უფრო კომფორტული გახდება.

3. გასაწმენდად დაბინძურებულ ადგილს საშუალება შეასხით. ნახევარი საათით გააჩერეთ, შემდეგ ჯაგრისის ან ღრუბლის დახმარებით დაბინძურებული ზედაპირი გაწმინდეთ.

4. მთელი სიბინძურე უკვალოდ გაქრება, ხოლო ფილები ახალივით იბრწყინებს!

ასევე ეს საწმენდი საშუალება შეგიძლიათ დეზინფექციის მიზნით იატაკის საწმენდად გამოიყენოთ.

საშუალების შედეგს იმწამსვე დაინახავთ – იდეალური სისუფთავე გარანტირებულია!

გამოცდილმა დიასახლისებმა იციან: კაფელის გაწმენდა წარმატების ნახევარია, მთავარია გაწმენდის შემდეგ ფილები კარგად გაამშრალოთ. ქსოვილი სისველეს კარგად უნდა იწოვდეს და კვალს არ უნდა ტოვებდეს. ამ შემთხვევაში იდეალური იქნება მოჰერის, მიკროფიბრის ან ბამბუკის ჩვარი.

პროცედურის დროს შერჩეული მეთოდის მიუხედავად აუცილებლად რეზინის ხელთათმანები უნდა გაიკეთოთ. ასევე გახსოვდეთ: კაფელი ქვემოდან უნდა გაწმინდოთ, ხოლო გამშრალება ზემოდან უნდა დაიწყოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.