Connect with us

ჯანმრთელობა

ნატურალური საშუალება, რომელიც ყელის ღიტინს და ხველას მინიმალურ დროში მოგაშორებთ

ყელის ღიტინი და მშრალი ხველა აღარ შეგაწუხებთ, თუ ბანანს გასრესთ და ამას დაუმატებთ

ყელის ღიტინი და მშრალი ხველა დიდ დისკომფორტს გვიქმნის და ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა აქვს.  ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ბევრი მედიკამენტი არსებობს.  რა საჭიროა ორგანიზმი მორიგი ქიმიური ნივთიერებებით მოწამლოთ და საფულე დააცარიელოთ, თუ ხელმისაწვდომი ნატურალური საშუალება არსებობს?  ბანანი არა მხოლოდ გემრიელი დელიკატესია, არამედ მისგან ხველის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალების მომზადებას შეძლებთ.

ხველების და ყელის ღიტინის საწინააღმდეგო ეს საშუალება გულის ამრევ მდუღარე რძის, კარაქის და თაფლის ნარევს ჩაანაცვლებს. მისი ინგრედიენტები ერთდროულად გემრიელი და სამკურნალოა.

ყელის მკურნალობა სახლის პირობებში

ბანანის რბილობი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მათ შორისაა: ბეტა-კაროტინი, პექტინი, B1, B2, B6, C, PP ვიტამინები, ასევე კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ფთორი, ფოსფორი, ნატრიუმი, ფრუქტოზა და უჯრედისი. ბანანის მოხმარება გულის კუნთების მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს, ასევე ყელის და ბრონქების დაავადებებს კურნავს.

ბანანზე დაფუძნებული საშუალების დახმარებით ბრონქიტსაც მკურნალობენ. რეცეპტი ჩაიწერეთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ბანანი
  • 1 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 1 ჭიქა რძე

მომზადება და გამოყენება

ბანანი გაასუფთავეთ და გაჭყლიტეთ. პიურეს კაკაოს ფხვნილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. რძე აადუღეთ და მას ბანანის მასა დაუმატეთ. ხველების მოსაშორებლად ცხელი კოქტეილი ძილის წინ, 3-5 დღის განმავლობაში დალიეთ. ყელის ღიტინი კი პირველივე მიღების შემდეგ გაქრება.

ამ სასმელით ბავშვების მკურნალობაც შეიძლება. სასიამოვნო გემო გულისრევის შეგრძნებას არ გამოიწვევს.

ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.