თავის მოვლა
ნამდვილი შხამი ნაოჭებისთვის! მხოლოდ 2 წუთიანი პროცედურა ნაოჭების მარაოს მოგაშორებთ და კანს გამოკვებავს
კარაქის ნიღაბი კანს ახალგაზრდობას და ელასტიურობას დაუბრუნებს. თუ თქვენ მშრალი, აქერცლილი, ნაოჭებიანი კანი გაქვთ, კარაქის ნიღბის გამოყენებას გირჩევთ.
კარაქის ნიღაბი სახისთვის
კარაქის და მანის ბურღულის ნარევი ნამდვილად სიცოცხლის მომნიჭებელი კომბინაციაა. მანანის ბურღული სახამებელს, მცენარეულ ცილებს, უჯრედესის შეიცავს, რომლებიც კანისთვის შეუფასებელ მკვებავ ნივთიერებებს წარმოადგენენ. ასეთი ნიღბის მხოლოდ ერთხელ გაკეთებაც შეუდარებელ ეფექტს მოგცემთ. რა თქმა უნდა, უმჯობესია თუ გამაახალგაზრდავებელი პროცედურის კურსს 7 დღის განმავლობაში ჩაიტარებთ.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ კარაქი
- 0,5 ჩ/კ მანის ბურღული
მომზადება:
1. ნიღბის მოსამზადებლად ახალი და ხარისხიანი კარაქი გამოიყენეთ, რომლის ცხიმიანობა 80 %-ია. კარაქი დასრისეთ და მანის ბურღულს აურიეთ.
2. ნიღაბი სუფთა სახის კანზე 15 წუთით წაისვით. ეს ძალიან სწრაფად უნდა გააკეთოთ, რადგან მანანის ბურღული ტენს წამიერად იწოვს და ფუვდება.
3. ნიღაბი ჯერ თბილი წყლით, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
ასეთი პროცედურის შემდეგ კანი ძალიან ნაზი, გლუვი, სწორი ხდება. ნიღბის შემდეგ არანაირი კრემის გამოყენება საჭირო არაა…
ცოტამ თუ იცის, რომ კარაქის შემადგენლობაში შედის რეტინოლი, რომელიც კოლაგენის ნაწილაკების წარმოებას ხელს უწყობს. რეტინოლი ტონუსს ამაღლებს, სახის ფერს გლუვს და თანაბარს ხდის. კარაქი ასევე რიბოფლავინს შეიცავს, რომელიც ჟანგბადის უჯრედებში ღრმად შეღწევას და განახლების პროცესის დაჩქარებას ხელს უწყობს.
მის შემადგენლობაშია ასევე ფოლიუმის მჟავა. ის მშრალ და შემჭიდროებულ კანს დაარბილებს, აქერცლილ კანს მოგაშორებთ. რძის ცხიმებით მდიდარი პროდუქტი შეიცავს კალციუმს, რომელიც კანს უბრალოდ განააახლებს: კანის ზედაპირი გასწორდება, წვრილი ნაკლი გაქრება და სახე ხავერდოვანი გახდება. სახლის პირობებში კარაქის გამოყენების ეფექტი თამამად შეიძლება ისეთ სალონურ პროცედურებს შევადაროთ, როგორიცაა ნაოჭების შესავსები ნემსები.
თვალის ირგვლივ კანისთვის კარაქი უბრალოდ საგანძურია. პრობლემურ ადგილზე თხელ ფენად ძილის წინ წაისვით და მალე განახლებას შეამჩნევთ. ქალები, რომლებმაც ეს მეთოდი სცადეს, ქუთუთოს კანის მოვლის სხვა კოსმეტიკურ საშუალებებზე უარს ამბობენ. არანაირი ნაოჭების მარაო აღარ შეგაწუხებთ, ყველაფერი გაქრება!
კარაქი ქუსლის ბზარებს მოგაშორებთ და ტერფებს უფრო გლუვს გახდის. უბრალოდ, ძილის წინ ქუსლებზე წაისვით და ზემოდან ნატურალური ბამბის წინდა ჩაიცვით. რამდენიმე პროცედურის შემდეგ მიღებული შედგით გაოცებული დარჩებით.