Connect with us

ჯანმრთელობა

მწიკვი საჭმელი სოდა ყოველ დილას: აუცილებელი რიტუალია სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

საჭმელი სოდა – უნივერსალური პროდუქტი, რომელიც აბსოლიტურად ყველა დიასახლისის სამზარეულოში მოიპოვება. ის ხშირად გამოიყენება არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ ხალხურ, ალტერნატიულ მედიცინაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი სერიოზული პრობლემის დასამარცხებლად. დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ საჭმელი სოდის გასაოცარი სამკურნალო თვისებების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის გამოსადეგარი აღმოჩნდება.

სოდის თვისებები

1. მჟავა-ტუტოტვანი ბალანსის აღდგენა

ცხოვრების არაჯანსაღი სტილისა და არასწორი კვების შედეგად ადამიანების უმრავლოსაბს აციდოზი აღენიშნება – მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა, რის შედეგადაც თავი შეიძლება იჩინოს მრავალმა სერიოზულმა დაავადებამ. როდესაც pH ბალანსი ირღვევა და ორგანიზმში მჟავა გარემო წარმოიქმნება, თავს იჩენს გულძმარვა, გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულვოანი დაავადებები და ა.შ. გარდა ამისა, მჟავა გარემო ხელსაყრელი პირობაა სხვადასხვა მავნე ბაქტერიების, პარაზიტებისა და მიკროორგანიზმების ზრდა-გამრავლებისთვის. დილით, უზმომზე მირთმეული სოდის წყალხსნარი თავიდან აგარიდებთ ამ უსიამოვნო მოვლენებს და დაარეგულრებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს ორგანიზმში.

2. მოაწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს

საჭმელი სოდა არაჩვეულებრივად წმენდს მსხვილ ნაწლავს, გამოდევნის ტოქსინებსა და წიდებს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. სოდის წყალობით, ქსოვილებს უკეთ მიეწოდება ჟანგბადი, რაც სასარგებლოდ ისახება ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.

3. ხელს გვიწყობს წონის დაკლებაში

თუ თქვენ ჭარბი წონის წინააღმდეგ იბრძვით, აუცილებლად მიმართეთ დახმარებისთვის უბრალო საჭმელ სოდას. სოდის წყალხსნარის რეგულარულად მიღებით თქვენ შეძლებთ მადის შემცირებას და ცხიმოვანი ფენების დაშლას. მოცემული პროდუქტი ეფექტურად გამოდევნის ორგანიზმიდან დაგროვებულ ტოქსინებს, რაც წონის კლებისკენ გადაგმული საკმაოდ დიდი ნაბიჯია. სუფთა, პარაზიტებისგან და მავნე მიკროორგანიზმებისგან თავისუფალი ორგანიზმი გაცილებით უკეთ გადაამუშავებს საკვებსაც.

4. თავიდან გვარიდებს ონკოლოგიურ დავადებებს

მოცემული პროდუქტი ააქტიურებს ორგანიზმის თავდაცვით ძალებს და მინიმუმამდე ამცირებს ახალწარმონაქმნების გაჩენის რისკს. ეს თეორია ეკუთვნის ერთ-ერთ ცნობილ იტალიელ ექიმს, რომლის მტკიცებითაც, ამ უბრალო თეთრი ფხვნილის დახმარებით ონკოლოგიური დაავადებების თავიდან არიდება მარტივად არის შესაძლებელი.

5. აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას

ნატრიუმის ჰიდროკარბონატის წყალხსნარის რეგულარულად მიღება სასარგებლოა მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის. მას სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ლიმფურ სისტემაზე და იმუნიტეტზე. ხანმოკლე კურსის ჩატარებით თქვენ მარტივად შეძლებთ ორგანიზმის გათავისუფლებას დაგროვებული მავნე ნივთიერებებისგან და მისი თავდაცვითი ძალების ამაღლებას.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა შედეგის მისაღებად თქვენ ყოველ დილას, საუზმობამდე 20-30 წუთით ადრე უნდა მიირთვათ 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. აუცილებელია სიფრთხილისა და ზომიერების გამოჩენა, რათა არ დავიზიანოთ ჯანმრთელობა. რეკომენდებულია 3 დღიანი კურსის ჩატარება და შემდეგ 3 დღით დასვენების გაკეთება.

რატომ უნდა მივირთვათ ეს სასმელი უზმოზე? საჭმელი სოდა ამსუბუქებს ძლიერი მჟავების მოქმედებას, რომელთაც კუჭი საკვების მიღების შემდეგ გამოიმუშავებს.

ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.