თავის მოვლა
მშრალი შამპუნი საკუთარი ხელით სულ რამდენიმე წუთში. გიხსნით ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი
მრავალი ათწლეულის მანძილზე ქალებს ერთი კითხვა აწუხებდათ: როდის უნდა დავიბანოთ თმა – დილით თუ საღამოს? სინამდვილეში, ეს პრობლემა ბევრად უფრო ღრმაა, რადგან სპეციალისტები კვირაში მხოლოდ 2-3-ჯერ დაბანას გირჩევენ მაშინ, როცა კვირაში 7 დღეა და ჩვენ ყოველდღე ბზინვარება გვსურს.
კოსმეტიკურმა ინდუსტრიამ მომხმარებლების მოთხოვნილებები არ წაიყრუა და პრეისტორიული ხრიკი ბავშვის ფხვნილით ნამდვილი ჰიტი გახდა. მშრალი შამპუნი არის საშუალება, რომელიც ჭუჭყს სწრაფად და ეფექტურად აქრობს. საჭიროა თმის კანზე წაისვათ და რაც შეიძლება კარგად ჩამოივარცხნოთ. ეფექტი ფხვნილზე ბევრად უფრო უკეთესი იქნება, მაგრამ საკუთარი მინუსიც გააჩნია. გირჩევთ, მშრალი შამპუნი თავად მოამზადოთ.
მშრალი შამპუნი სახლის პირობებში
თმა ბზინვარე, აბრეშუმივით ნაზი და სურნელოვანი მხოლოდ 5 წუთში გახდება და ამისთვის წყლით დასველება საჭირო არაა. მაცდურად ჟღერს, მაგრამ ნაყიდი მშრალი შამპუნის გამოყენების დროს ფრთხილად უნდა იყოთ. დიდი რაოდენობით ქიმია, ასევე ფორების დახშობა – ამ საშუალების ორი დიდი მინუსია. მესამე მინუსი, რა თქმა უნდა, ფასია: ხარისხიანი პროდუქტი ყოველთვის ძვირი ღირს.
მშრალი შამპუნის რეცეპტი ისეთივე მარტივია, როგორც ბალახების ჩაის დაყენება უკვე მომზადებული ინგრედიენტებისგან. ნატურალური და პრაქტიკულად ნულოვანი ღირებულების პროდუქტი აუცილებლად გაგახარებთ.
გთავაზობთ შამპუნის სამ რეცეპტს: ქეთა თმისთვის, წაბლისფერი და შავი თმისთვის.
მშრალი შამპუნი ღია ფერის თმისთვის
თქვენ დაგჭირდებათ:
- 4 ს/კ სახამებელი
- 0,2 ჩ/კ კურკუმა
- 6 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
წაბლისფერი თმისთვის
თქვენ დაგჭირდებათ:
- 4 ს/კ სახამებელი
- 1 ს/კ კაკაო
- 1 ჩ/კ დარიჩინი
- 0,5 ჩ/კ კურკუმა
- 6 წვეთი როზმარინის ეთერზეთი
შავი თმისთვის
თქვენ დაგჭირდებათ:
- 4 ს/კ სახამებელი
- 1,5 ს/კ კაკაო
- 1 ჩ/კ დარიჩინი
- 1 ჩ/კ აქტივირებული ნახშირი
- 0,5 ჩ/კ კურკუმა
- 6 წვეთი ლავანდას ეთერზეთი
შერჩეული ინგრედიენტები თავის როლს ასრულებს. სახამებელი კანის ცხიმს იწოვს, კაკაო თმას სასიამოვნო არომატს ანიჭებს, კურკუმა ბუნებრივი ანტისეპტიკია.
ეთერზეთი თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ გამოიყენოთ. ლიმონის ზეთი კონდიციონერია, ლავანდა – დამატენიანებელი და დამასწორებელი ეფექტი აქვს, როზმარინი კი თმის ზრდას ხელს უწყობს. ნატურალური მშრალი შამპუნის მოსამზადებლად ინგრედიენტები კარგად აურიეთ.
ფხვნილის ბოთლში მშრალი შამპუნის შენახვა საკმაოდ კომფორტულია. გამოყენების წესი კიდევ უფრო მარტივია: ნარევი თმის ძირებზე წაისვით, კანი დაიმასაჟეთ და რაც შეიძლება კარგად თმა დაივარცხნეთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!