Connect with us

ჯანმრთელობა

მშობიარობის შემდგომი დეპრესია: რა გავაკეთოთ? ფსიქოლოგის რჩევები

და აი, სასწაული მოხდა, ის დაიბადა. ასეთი პატარა, წითელი თავით, პატარა თითებით და პაწაწინა ფრჩხილებით და ეს უკბილი პირი და პაწაწინა ცხვირი. ახალი ლამაზი ტანსაცმელი, ნამდვილად თოჯინასთვისაა. ყველა გილოცავთ და გეუბნებიან, რომ ლამაზი ბავშვი გყავთ. და ყველაფერი ისეთი საყვარელია… მაშინ რატომ ხართ მოწყენილი, განწყობა არ გაქვთ და მარტოობას გრძნობთ?

ადრე, მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე, ორგანიზმის და ზოგადად ცხოვრების ცვლილებებთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბარი მიღებული არ იყო. თითქოსდა ეს „დედების“ საიდუმლო კლუბი იყო, სადაც შესვლამდე წესების და პირობების შესახებ არავინ საუბრობდა. წესები კი მარტივია – თქვენ ახლა დედა ხართ და არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ შვილზეც პასუხისმგებელი ხართ. ძველი ხუმრობა „რა განსხვავებაა დედასა და ცხენს შორის? დედა არ იღლება“ მოულოდნელად სასაცილო აღარაა.

როგორ ვებრძოლოთ მშობიარობის შემდგომ დეპრესიას?

რატომ არც ერთმა დაქალმა არ გითხრათ, რომ ეს ასეთი რთულია? მოულოდნელად გასაგები ხდება, თუ დაქალები, რომლებმაც თქვენამდე იმშობიარეს, წვულებებზე ყოველთვის რატომ არ დადიოდნენ ან რატომ ეცვათ უცნაური ტანსაცმელი. რატომ უყურებს მეუღლე ორი დღის დაუბანელ თმას უცნაურად? რატომ გინდათ სულ ძილი და ტირილი? ტირილი და ძილი? აქვე აღმოაჩინეთ, რომ თქვენს საყვარელ ვიწრო ქვედაკაბაში ვეღარ ეტევით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სადღაც მოისროლეთ და მათ ნაცვლად ჩუსტები, ბოტასები გაჩნდა. ტანსაცმლის არჩევანი მინიმუმამდე შემცირდა – სპორტული შარვლები რძის ლაქებით ან სპორტული შარვლები ხილის ლაქებით?

გამარჯობა დეპრესიავ, გამარჯობა მარტოობის გრძნობავ და მოთხოვნილებების ნაკლებობამ. ერთი შეხედვით, ახლა დროა დატკბეთ იმით, თუ ჩვილს რამდენად სჭირდებათ, მის ცხოვრებაში რამდენად მნიშვნელოვანი ხართ, მაგრამ კოგნიტურ და გონებრივ მდგომარეობას შორის განსხვავება იქმნება. და თქვენ ხვდებით, რომ სამსახური, ანგარიშის სწრაფად ჩაბარება, დილის ყავა თანამშრომლებთან ერთად და უფროსებთან ურთიერთობაც კი გენატრებათ. ნაცნობია? მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „კლუბში“.

მშობიარობის შემდგომი დეპრესია ახირება არაა, არამედ სამედიცინო ტერმინია. ჰორმონალური ბალანსის ცვლილება, რომელიც მშობიარობას და მშობიარობის შემდგომ ორგანიზმის მდგომარეობას უკავშირდება. ასე ცხოვრების მკვეთრი ცვლილებაც არ დაგავიწყდეთ. ალბათ ქალები, რომლებიც აქტიური ცხოვრების წესს, წესრიგს და მკაფიო დაგეგმვას მიჩვეულნი არიან, ამას უფრო მწვავედ განიცდიან. თქვენ ხომ მოულოდნელად ისეთ სიტუაციაში ხვდებით, სადაც გაკონტროლება შეუძლებელია. ამასთან, მშობიარობის შემდგომი დეპრესია შეიძლება სეზონურ სევდას და აპათიას დაემთხვეს.

ერთი მხრივ ეს გარდაუვალი მდგომარეობაა, მეორე მხრივ მასთან ბრძოლა უნდა სცადოთ. პირადი და პროფესიონალური გამოცდილებიდან რამდენიმე რჩევას გიზიარებთ.

1. არ შეგეშინდეთ იმის თქმის, რომ ვერ მოასწარით, ვერ გააკეთეთ ან უბრალოდ სახლის საქმეებით დაკავება არ გსურდათ. მხოლოდ საკუთარი თავის და ბავშვის საქმეებით შემოიფარგლეთ. სხვებს დახმარება სთხოვეთ, მაგალითად მშობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს. ჩართეთ ყველა მანამ, სანამ თქვენ „საკუთარ თავს“ არ დაუბრუნდებით.

2. ბავშვი მამასთან დატოვეთ, რომ მეგობრებს შეხვდეთ, მაღაზიებში გახვიდეთ, სპორტის გაკვეთილებს დაესწროთ ან უბრალოდ წიგნი წაიკითხოთ. ბავშვს ხომ ორი მშობელი ჰყავს? და მასზე ორივე პასუხისმგებელია.

და მაშინაც კი, თუ მამა პირველ ჯერზე ჩვილს პამპერსს კარგად ვერ გაუკეთებს, მომავალში აუცილებლად ისწავლის. უბრალოდ კიდევ ერთხელ აჩვენეთ და არ ინერვიულოთ, არამედ მშვიდად აუხსენით. თქვენც ხომ თავიდან არ გამოგდიოდათ?

მეუღლეს ღამით ძუძუთი კვება გაუზიარეთ, თუ ჩვილი რძეს რამდენჯერმე ბოთლიდან დალევს (თუ ძუძუთი კვებაზე გყავთ), ამით თქვენ მიმართ სიყვარული არ განელდება. ასე დღის განმავლობაში ძალების შენარჩუნებას შეძლებთ.

3. საქმეების სია შეადგინეთ, გრძელი სია არა, არამედ რეალური ამოცანებით. და ყოველ ჯერზე, შესრულებული საქმეები გადახაზეთ.

4. საკუთარი თავი არ დაივიწყოთ. თუ გაქვთ საქმე ან ნივთი, რომელიც განწყობას გიმაღლებთ, მისით დაკავდით. მაშინაც კი, თუ უკვე გვიანია ან ძიძისთვის ფულის დამატება გჭირდებათ.

გახსოვდეთ, ბავშვს მორალურად ჯანმრთელი დედა სჭირდება. თუ საკუთარი თავისთვის დრო არ გრჩებათ, სიტუაცია უფრო გაიწელება და მისგან გამოსვლა უფრო გაგიჭირდებათ.

5. ყველაფერი, რასაც ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, უბრალო გამვლელები და გულისხმიერი ხალხი გეუბნებათ, თქვენ და თქვენს პატარას არ უხდება. განსაზღვრეთ ნივთები და სიტუაციები, რომლებიც სახიფათოა (მაგალითად, ეტლში ბავშვს უსაფრთხოების ღვედი გაუკეთეთ, ავტომობილში მოძრაობის დროს არ გამოკვებოთ, დანარჩენი კი თქვენზეა დამოკიდებულია. არ შეგეშინდეთ უთხრათ მეზობელს (მეგობარს, დედამთილს), რომ ბავშვის აყვანამდე ხელები დაიბანონ.

6. საკუთარ ინტუიციას და ინსტინქტებს ენდეთ! თუ გეჩვენებათ, რომ ვინმესთან ურთიერთობის შემდეგ ბავშვს ცუდად ძინავს ან ნერვიულობს, მასთან კონტაქტს მოერიდეთ, ყველა რჩევა თქვენთვის შესაფერისი არაა.

ოქროს წესები არ არსებობს, ამიტომ საკუთარი ინდივიდუალური მიდგომა მოიძიეთ და შეარჩიეთ.

7. თუ ღამის ძილი არ გყოფნით, გამოიყენეთ ის დრო, როცა ბავშვს დილით ძინავს. თუნდაც ჭურჭელი გასარეცხი დაგრჩეთ, მთავარია, რომ ბავშვის მოსავლელად საკმარისი ძალები გქონდეთ.

8. რაც შეიძლება ბევრ ისეირნეთ. ეტლით და მის გარეშე (ბავშვი „კენგურუში“ ჩასვით და გზას გაუდექით!

9. მეგობრებთან დარეკვა და წუწუნი არ მოგერიდოთ. სიტუაციაზე საუბარი, სიახლეების გაცვლა და უბრალოდ „ცარიელი ლაყბობა“ განტვირთვაში დაგეხმარებათ.

თუ ამჩნევთ, რომ ცუდი განწყობა გაქვთ, ხშირად ტირით და ცხოვრებაში არაფერი გახარებთ, არ შეგეშინდეთ და სპეციალისტს მიმართეთ. ზოგჯერ ანტიდეპრესანტების კურსი ან ფსიქოთერაპევტთან შეხვედრას მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ და სიტუაციას შეცვლის.

გახსოვდეთ, რომ თქვენ დედა ხართ, ეს კი ურთულესი სამსახურია! ამ სამსახურში დასვენების დღეები არ გაქვთ და პენსიაზე ვერ გახვალთ. ეს რთული სამსახურია, რომელიც მეორე, მესამე და ღამის ცვლას მოითხოვს და ყველაფერი ნებაყოფლობითია. თუმცა ამან თქვენი ცხოვრება არ უნდა შეაჩეროს. შეცვლა კი, მაგრამ არ შეჩერება! დროთა განმავლობაში ჯილდოს ნამდვილად მიიღებთ – უკბილო ღიმილის, პირველი ნაბიჯების და პირველი სიტყვის „დედა“ სახით.

Advertisement
საკითხავი17 hours ago

ჩრჩილი ეკოლოგიური საშუალებებით მოიშორეთ

თავის მოვლა17 hours ago

ვაშლის ძმრის ბალზამი თმისთვის. შეუდარებელი ეფექტი!!!

ჯანმრთელობა18 hours ago

კარავაევის სამკურნალო ტუტე ნაკრები, რომელიც 24 ბალახისგან შედგება

სხვა18 hours ago

როგორ მოვახდინოთ ბალიშისა და მატრასის სწორი დეზინფექცია

ჰოროსკოპი20 hours ago

8 აპრილის სუპერ მთვარე ყველა ზოდიაქოზე მოახდენს გავლენას, განსაკუთრებით კი ამ ხუთეულზე

ჯანმრთელობა20 hours ago

იოდის რგოლი: მარტივი მეთოდი წნევის დასარეგულირებლად

თავის მოვლა24 hours ago

ეს ტესტი 1 წამში გიჩვენებთ ჯანსაღი თმა გაქვთ თუ არა

ყვავილები24 hours ago

ეს 9 წესი დაიცავით და თქვენი ორქიდეა მთელი წელი იყვავილებს

ჯანმრთელობა2 days ago

ღვიძლის გაწმენდა ლიმონის წვენით

ტესტები2 days ago

მთვარე, რომელსაც აირჩევთ, თქვენს ფარულ ფიქრებსა და სურვილებს გაამხელს

ჯანმრთელობა4 weeks ago

აიღეთ ბრინჯი კოვზით – დაწვით და თუ ამას დაინახავთ – მისი ჭამა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება

ჯანმრთელობა3 weeks ago

ეს ჰორმონი გახდომის საშუალებას არ გაძლევთ. აი, როგორ უნდა მოაგვაროთ პრობლემა

ჯანმრთელობა3 weeks ago

თაფლიანი წყალი: რას კურნავს და როგორ მივიღოთ

ჯანმრთელობა3 weeks ago

დაივიწყეთ ხველა, სისველე, გრიპი: ფილტვები ამ საშუალებით გაიწმინდეთ

ჯანმრთელობა4 weeks ago

ქუსლებზე იოდი წაისვით და ჯანმრთელად იყავით

ჯანმრთელობა4 weeks ago

1 მიზეზი, რატომ უნდა გააჩინოთ ბავშვი 35 წლის შემდეგ

ჯანმრთელობა3 weeks ago

კარტოფილის სამკურნალო თვისებები: ყველაზე შოკისმომგვრელი და სასარგებლო ინფორმაცია

სხვა6 days ago

ლიმონის გამოყენების გზები რომელთა შესახებ არაფერი იცოდით

ჯანმრთელობა7 days ago

კლიმაქსის პირველი სიმპტომები ქალებში

ჯანმრთელობა1 week ago

გიცდიათ ფრჩხილებზე კბილის პასტის წასმა?! აი რატომ უნდა გააკეთოთ ეს…

ტრენდული