Connect with us

კულინარია

მოხარშული ცომი ეკლერებისთვის: ვინც არ იცის – ვურევ მიქსერით, მხოლოდ ერთი მიმართულებით

მოხარშული ცომი ტკბილ ნამცხვართან – ჰაეროვან და არომატულ ეკლერებთან ასოცირდება. საცხობში ნაყიდი ეკლერი ფუფუნებაა, ხოლო მისი შინ მომზადება ძალიან რთული გვგონია. დღეს დარწმუნდებით, რომ მოხარშული ცომის მომზადებაში რთული არაფერია და გემრიელი ნამცხვრების მომზადება რამდენიმე დღით ადრეც შეგიძლიათ.

მოხარშული ცომის მომზადება

ეკლერი რომ გემრიელი გამოგივიდეთ, ცომი სწორად უნდა მოამზადოთ. ვერავითარი შიგთავსი ვერ უშველის ცუდ ცომს, თუმცა წინასწარ ნუ მოიწყენთ. ჩვენი რედაქცია გასწავლით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ მოხარშული ცომი საშინაო პირობებში.

ინგრედიენტები

  • 150 მლ წყალი
  • 150 მლ რძე
  • 200 გ ფქვილი
  • 120 გ კარაქი
  • 5 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება

1. შეურიეთ წყალი და რძე სქელკედლიან ქვაბში.

2. დუმატეთ დაჭრილი კარაქი, შაქარი და მარილი.

3. აადუღეთ მასა და ჩაყარეთ მთელი ფქვილი ქვაბში. იგი წინასწარ უნდა გაცრათ.

4. ცეცხლიდან აუღებლად, ათქვიფეთ ცომი მიქსერით, სანამ რბილი და ერთგვაროვანი არ გახდება. ცომი მზად მაშინ იქნება, როცა ქვაბის კედლებს აღარ მიეკვრობა.

5. ცომი დაამრგვალეთ და გადადეთ თასში.

6. შეათქვიფეთ ცომს 1 კვერცხი და კარგად მოურიეთ მიქსერით, გაიმეორეთ პროცედურა დანარჩენი კვერცხებისთვისაც სათითაოდ. ცომი არ უნდა წვეთავდეს ზემოთ წამოწევისას.

7. მოათავსეთ მზა ცომი საკონდიტრო დგუშში და მოამზადეთ ეკლერის ფორმები.

შეგიძლიათ, პირდაპირ გამოაცხოთ ეკლერები ან გაყინოთ და შეინახოთ საყინულეში, მომზადებამდე 20 წუთით ადრე კი გამოიღეთ. გამოაცხვეთ იგი ფქვილმოყრილ პერგამენტის ქაღალდზე.

ასეთი ცომით, ეკლერები მაქსიმალურად გემრიელი გამოდის, შინ მომზადებულ ტკბილეულს ხომ არაფერი სჯობს. გემრიელად მიირთვით!

Advertisement