Connect with us

ჯანმრთელობა

მოიშორეთ უძილობა, ვარიკოზი და საჭმლის მონელების პრობლემები ამ სანელებლის დახმარებით

მუსკატის კაკალი – ეს ის სანელებელია, რომელიც აუცილებლად უნდა ინახებოდეს ყველა სამზარეულოში. იგი უნივერსალურია: უხდება როგორც თევზის, ქათმის კერძებს, რძისა და ყველის სხვადასხვა სოუსს, ასევე, დესერტების ცომსა და შიგთავსს, განსაკუთრებით, ვაშლს, მსხალს, გოგრასა და მოხარშულ კრემს.
გარდა ფართო კულინარიული გამოყენებისა, მუსკატის კაკალი აქტიურად გამოიყენება აიუვერდაშიც. იგი მოქმედებს ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე, იყენებენ პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემების წინააღმდეგაც. იგი მოქმედებს როგორც ცალკეულ კომპონენტად, ისე სხვა პროდუქტებთან კომბინაციაშიც.

მუსკატის კაკლის სარგებელი

დიარეის დროს თანაბარი პროპორციით უნდა შეურიოთ დაფქული სანელებელი, ჟოლოს, ტუხტისა და ქერიფქლას ფოთლებს, მათგან კი ნახარში მოამზადოთ. შეგიძლიათ, სანელებელი უბრალოდ მაწონს ან ბანანის პიურეს დაუმატოთ – ეს განსაკუთრებით აქტუალურია დიეტის დროს.

კაკალი შეუცვლელია საჭმლის მონელების სხვა დარღვევების დროსაც. იგი ხსნის ნაწლავურ სპაზმებს, მუცლის შებერილობასა და გულისრევას. ეფექტურია მალაბსორბციის მკურნალობის დროს, როგორც დამხმარე საშუალება.

ამ სანელებელს ამოსახველებელი თვისებები აქვს. მას უმატებენ ჩაის ან ამზადებენ რძიან ნახარშს ბრონქიტის, პნევმონიისა და სასუნთქი გზების სხვა დაავადებების დროს.

რძიანი ნახარში დადებითად მოქმედებს ნერვულ სიტემაზეც, ამიტომ მისი გამოყენება დამამშვიდებელი, ძილისმომგვრელი საშუალების სახითად შეგიძლიათ.

მუსკატის კაკალი სასარგებლოა დისმენორეისა და პმს-ის დროსაც. მოამზადეთ რძიანი ნახარში კაკლისა და კურკუმის თანაბარი რაოდენობით და მიირთვით პირველივე სიმპტომების გაჩენისას.

მუსკატის კაკლის შემცველი სასმლის მიღება ჰიპერტონიის დროსაც რეკომენდებულია. იგი ამცირებს სისხლში შაქრისა და მავნე ქოლესტერინის დონეს.

ვარიკოზის დროს მოამზადეთ ასეთი ნაყენი: აიღეთ 50 გ კაკალი(იდეალში – ახლადდახეხილი) და დაასხით 1 ჭიქა ხარისხიანი არაყი. დააყენეთ 10-12 დღით და მიირთვით ყოველდღე 1ს.კ. ოდენობით, დაატკბეთ თაფლით.

ახლა უკვე იცით, როგორ გამოიყენოთ ეს სანელებელი სამზარეულოს გარეთაც. აუცილებლად გაუზიარეთ ჩვენი რჩევები მას, ვისაც ეს ესაჭიროება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement