Connect with us

კულინარია

მოამზადეთ დაფნის ზეთი მარტივად, რომელიც არაერთ სერიოზულ დაავადებას შველის

დაფნის ფოთოლი – ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სუნელია, რომელმაც დიდი ხნის წინ დაიკავა საპატიო ადგილი ჩვენს სამზარეულოებში. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ მარადმწვანე ხმელთაშუაზღვისპირული ხის გამოყენება მხოლოდ კერძების მომზადებით არ შემოიფარგლება.

დაფნის ხის ფოთლებისგან სამკურნალო ზეთის მომზადებაც შეიძლება, რომელსაც სასწაულმოქმედი თვისებები აქვს. დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ ამ პროდუქტის შესახებ და გასწავლით მის გამოყენებას.

დაფნის ფოთლის ზეთი

  • ამცირებს ტკივილს;
  • ამშვიდებს ნერვულ სისტემას;
  • აძლიერებს ოფლდენას;
  • ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს;
  • ასტიმულირებს ტვინის ცხოველქმედებას.

ორგანიზმისთვის სარგებლის მოტანის გარდა, დაფნის ფოთლისგან მომზადებული ზეთი მწერებსაც აფრთხობს.

რამდენადაც ეს პროდუქტი რეკომენდებულია ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და სახსრების დაავადებების სამკურნალოდ, ჩვენ გთავაზობთ მისი მომზადებისა და გამოყენების წესებს.

სახსრებისა და ვარიკოზის მკურნალობა

ზეთის მომზადება

  1. დააქუცმაცეთ 30გ დაფნის ფოთოლი და დაასხით 1 ჭიქა მცენარეული ზეთი.
  2. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას 2 კვირით.
  3. პერიოდულად შეანჯღრიეთ ჭურჭელი.
  4. 14 დღის შემდეგ გაწურეთ ზეთი მარლაში.
  5. შეინახეთ ზეთი მაცივარში.

გამოყენება

როცა ზეთი დაგჭირდებათ, გაათბეთ იგი ორთქლის აბაზანაზე. კარგად შეიზილეთ სითხე მტკივან სახსრებზე და აუცილებლად შეიხვიეთ, გაიჩერეთ სითბოში.

Advertisement

ზეთის გამოყენება ლიმფური კვანძების, თავის ტკივილებისა და ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების დროსაც შეგიძლიათ. ის ჩაანაცვლებს ასპირინს – ამცირებს სხეულის ტემპერატურას. ასევე, დაგეხმარებათ კუჭისა და ნაწლავების ტკივილის დროს, არეგულირებს თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციონირებას, აუმჯობესებს მადას. ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირების დასარეგულირებლად საკმარისია, 1 ჭიქა კეფირს რამდენიმე წვეთი ზეთი დაუმატოთ და მიირთვათ ძილის წინ.