Connect with us

ვიდეო

მკურნალობის 6 ბუნებრივი მეთოდი, რომელიც წინა მენსტრუაციულ სინდრომს შეამსუბუქებს

ხშირად ეს სიმპტომები ყოველდღიური ცხოვრების ამა თუ იმ ემოციურ და ფიზიკურ ასპექტს ხელს უშლის.  ყველა ქალს ერთნაირი წინა მენსტრუაციული მდგომარეობა არ აქვს. ამასთან ერთსა და იმავე ადამიანს ყოველთვის ერთი და იმავე სიმპტომები არ აწუხებს.

რა იწვევს წინა მენსტრუაციულ სინდრომს?

დღემდე ზუსტად ცნობილი არაა, თუ ამ სიმპტომებს რა მიზეზი იწვევს, თუმცა ბევრი ჰიპოთეზა არსებობს. ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ ეს სინდომი ესტროგენებსა და პროგესტერონებს შორის დისბალანსით, მეტწილად ესტროგენის გაზრდით არის გამოწვეული.

ესტროგენი და პროგესტერონი ქალის სასქესო ჰორმონებია და სხვა მრავალ ფუნქციებს შორის პასუხისმგებელია ქალის მეორადი სიმპტომების განვითარებაზე, ორსულობისთვის სხეულის მომზადებასა და მენსტრუაციული ციკლის გაკონტროლებაზე.

ამ მხრივ ქალის სასქესო ჰორმონების დისბალანსმა შეიძლება წყლის და ნატრიუმის შეკავება, წონის ზრდა და შეშუპება გამოიწვიოს. ეს კი ზემოთ მოცემული სიმპტომების უმეტესი ნაწილის მიზეზი ხდება.

ამასთან, ფსიქოლოგიური კომპონენტიც არსებობს, რადგან მაღალი ემოციური ზეწოლის მქონე ქალში წინა მენსტრუაციული სინდრომი უფრო მწვავე ვლინდება.

სხვა თეორია:

  • ორგანიზმის პათოლოგიური პასუხი ნერვულ ნეიროტრანსმიტერებზე, როგორიცაა ენდორფინები.
  • კვება
  • B6 ვიტამინის დეფიციტი
  • ჰიპოგლიკემია

არ არსებობს ჰიპოთეზა, რომელიც წინა მენსტრუაციული სინდრომის მიზეზებს თავისთავად ახსნის. უფრო მეტად, ეს სხვადასხვა ფაქტორების კომბინაციას უკავშირდება.

მკურნალობის 6 ბუნებრივი მეთოდი, რომ წინა მენსტრუაციული სინდრომი შეამსუბუქოთ

დღეს ბევრი ბუნებრივი და ფარმაცევტური საშუალება არსებობს, რომელიც წინა მენსტრუაციული სინდრომის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. ზოგიერთი მათგანი მეტნაკლებად უფრო ცნობილი, ზოგი უფრო ეფექტურია. ბევრი რამ თითოეულ ქალზეა დამოკიდებული.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაა. ამის გარდა, სხვა ძალიან მარტივი მეთოდები არსებობს, რომლებიც ამ სინდრომის ეფექტურად შემცირებაში დაგეხმარებათ.

1. სითბო

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშუალება ქალებში, რომელთაც წინა მენსტრუაციული ტკივილები აწუხებთ. სითბომ შეიძლება მენსტრუაციული ციკლი გაზარდოს, მაგრამ მისი გამოყენება ტკივილს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ამ ადგილას სითბოს მოსახვედრად შეგიძლიათ ცხელ წყალში გამოყენებული ქსოვილი ან წყლით სავსე ტომრები გამოიყენოთ. ასევე მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებული თესლით სავსე ტომრები, ასევე საბანი გაათბეთ.

2. ნემსით ჩხვლეტა

ბუნებრივ მედიცინაში ხშირად გამოყენებული მეთოდი, რომელიც სინდრომის ეფექტურად დამშვიდებას ხელს უწყობს. ტკივილის შესამცირებლად მეთოდი პატარა ნემსების გარკვეულ ადგილას ჩხვლეტას გულისხმობს.

ეს ტექნიკა მხოლოდ სპეციალისტმა უნდა შეასრულოს. ყოველ ჯერზე, როცა ექიმთან კონსულტაციას გაივლით, ექიმს გამოყენებული აკუპუნქტურის მეთოდზე უნდა უამბოთ.

3. დარიჩინი და კოჭა

კოჭა ერთ-ერთ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას წარმოადგენს, რომელიც შეგიძლიათ კრემებს ან ნაყენებს დაუმატოთ.

დარიჩინი კიდევ ერთი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც წინა მენსტრუაციულ ტკივილს შეამსუბუქებს.

4. ნატურალური პროგესტერონი

როგორც ცნობილია, პროგესტერონი ქალის სასქესო ჰორმონია, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივი გზით იწარმოება და სხვადასხვა სასიცოცხლო ფუნქციისთვის მნიშვნელოვანია. სხვა ფუნქციებთან ერთად ჰორმონი ესტროგენის დონეს აკონტროლებს.

ბუნებრივი პროგესტერონი ესტროგენის დონეს დააბალანსებს, რაც სინდრომის დამშვიდებასა და მესტრუაციული ციკლის დარეგულირებაში დაგეხმარებათ.

5. გვირილა

გვირილას ჩაი გლიცინის დონეს ზრდის, რომელიც კუნთოვან სპაზმებს ამშვიდებს. გლიცინი ნერვულ დამაშვიდებელ საშუალებას წარმოადგენს, რითაც სტრესის და შფოთვის დროს გვირილას ეფექტურობა აიხსნება.

ტრადიციულად, გვირილას ჩაი წინა მენსტრუაციული სინდრომის დროს სპაზმების მოსაშორებლად არის რეკომენდებული.

6. დიდი კამას თესლი

დიდი კამას თესლის ექსტრაქტი წინა მენსტრუაციულ სინდრომს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ქალები, რომლებიც დიდი კამას თესლის ექსტრაქტს სვამდნენ, პერიოდამდე 3 დღით ადრე და მენსტრუაციის დროს 3 დღე ნაკლებ დეპრესიას და კარგ განწყობას აღნიშნავდნენ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.

Advertisement