Connect with us

ჯანმრთელობა

მზად იყავით, ერთ კვირაში ერთი ზომით პატარა ტანსაცმელი მოისინჯოთ. კეფირის სასმელი წონის დასაკლებად

მზად იყავით, ერთ კვირაში ერთი ზომით პატარა ტანსაცმლის შეძენა მოგიწევთ

ცოტა ხნის წინ წონაში სწრაფად დასაკლები მეთოდის ძიება დავიწყე, რომელიც ორგანიზმს ზიანს არ მიაყენებდა. დიეტები არ მიყვარს, მაგრამ ეს სხვა საქმეა! ყველაფერი იმიტომ, რომ კუჭის გაწმენდაში, წიდებისა და ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნაში მეხმარება და, რა თქმა უნდა, სწრაფად გახდომას ხელს უწყობს.

გარდა ამისა, კეფირის დიეტა ჭარხალთან ერთად, ყველაზე მარტივი და ეკონომიური საშუალებაა!

როგორ მივიღოთ კეფირი გასახდომად

3 დღეში 3 კგ-ის დაკლება ალბათ ლამაზი სქესის ყველა წარმომადგენლის ოცნებაა. სწორედ ასეთი ეფექტი აქვს ჭარხლის და კეფირის დიეტას.

იცით თუ არა, რომ დაბალანსებული დიეტური რაციონი ძირითადად კეფირს შეიცავს? ეს გასაკვირი სულაც არააა! კეფირს მინიმალური რაოდენობით კალორიას შეიცვას და მდიდარია ცილებით, რომელიც ჩვენი ორგანიზმის ყველა უჯრედის შენებაში მონაწილეობს, ვიტამინებით, რომლებიც ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს, პრობიოტიკებით, რომლებიც ნაწლავების მიკროფლორას აღადგენს და ა.შ.

კეფირი წონაში დასაკლებად იდეალური საშუალებაა, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ რაციონის არა მთავარ, არამედ შემავსებელ პროდუქტს წარმოადგენს.

ყურადღება მიაქციეთ, რომ მისი სასარგებლო თვისებების მიუხედავად, კეფირის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება ძალიან უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს. კეფირის დიეტა გამოირჩევა მსუბუქი საფაღარათო ეფექტით, ჭარხალი კი ამ ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს, რაც ორგანიზმის გაწმენდაში და ნაწლავების დაცლაში გვიწყობს ხელს.

ჭარხლის ზომიერი მოხმარება ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს. გაფრთხილებთ, რომ ჭარხალს ძლიერი მომადუნებელი და შარდმდენი ეფექტი აქვს.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ჭარხალი და კეფირი ნაწლავების პერისტალტიკას აწესრიგებს, ამიტომ ტუალეტს ვერ მოშორდებით. ბევრი დიეტოლოგი ამ მეთოდის გამოყენებას დასვენების დღეს ან შვებულებაში ყოფნის დროს გირჩევთ, როცა სახლში მთელი დღე დარჩენას შეძლებთ.

გთავაზობთ კეფირის და ჭარხლის დიეტის შესანიშნავ რეცეპტს, რომელიც მინიმალურ ვადაში სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. დიეტის მაქსიმალური ხანგრძლივობა – 7 დღე, რის შემდეგაც აუცილებელია გარკვეული პერიოდით შესვენების აღება.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1-1,5 ლ კეფირი
  • 1 კგ ჭარხალი
  • 1,5 ლ მინერალური წყალი

გამოყენება:

1. ამ სასმელის მოსამზადებლად მოხარშული ჭარხალი კეფირთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

2. ასეთი სასმელი 3-7 დღის განმავლობაში მიიღეთ, მინერალური წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ.

სამდღიანი კეფირის და ჭარხლის დიეტაც კი 4-დან 7 კგ-ის დაკლებაში დაგეხმარებათ. როგორც ხედავთ, მსგავსი დიეტა წონის სწრაფად დაკლებას ხელს უწყობს, მუცლის მოცულობას და წნევას ამცირებს. დიეტის ერთ-ერთ დადებით მხარეს პროდუქტების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. მათ შეძენას ნებისმიერ სუპერმარკეტში შეძლებთ.

ზემოთ ჩამოთვლილი დადებით მხარეების გარდა,  კეფირის და ჭარხლის დიეტას შეიძლება უკუჩვენებაც ჰქონდეს. ამ დიეტის დაცვა შაქრიანი დიაბეტის, ასევე კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობის დროს არ შეიძლება. წონაში დასაკლებად ამ მეთოდის გამოყენება უკუჩვენებითია, თუ ნაღვლის ბუშტში ქვები გაქვთ ან თირკმლების უკმარისობა გაწუხებთ.

დაიწყეთ კეფირისა და ჭარხლის სასმელი მიღება დღეიდანვე და ხანმოკლე დროში თქვენი სადღესასწაულო კაბა იდეალურად მოგერგებათ. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!

Advertisement