Connect with us

ჯანმრთელობა

მე 50 წლის ვარ და ექიმის რჩევით, ყოველდღიურად წითელ კომბოსტოს მივირთმევ ან მის წვენს ვსვამ.

50 წლის ქალებს სპეციალისტმა წითელი კომბოსტოს სასმელის დალევა ურჩია

წითელი კომბოსტო, თეთრი კომბოსტოს სახეობას წარმოადგენს და ხალხში ცნობილია, როგორც იისფერი. მისი უჩვეულო შეფერილობა განსაკუთრებული პიგმენტის, ანტოციანის მაღალი შემცველობით არის გამოწვეული.

წითელი კომბოსტო არა მხოლოდ ფერით, არამედ უფრო მეტი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. დღეს გიამბობთ, რა სასარგებლო თვისებებია დამახასიათებელი წითელი კომბოსტოსთვის და რატომ იყენებდნენ მას სამკურნალო მიზნით ძველი რომაელი ექიმები.

წითელი კომბოსტო

მისი გემო ოდნავ მომშრალოა, მაგრამ თეთრ კომბოსტოსთან შედარებით, უფრო მეტ ვიტამინს და მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს.

ანტოციანი, რომელიც კომბოსტოს უჩვეულო ფერს ანიჭებს, ადამიანს რადიაციის ზემოქმედებისგან იცავს. პროდუქტში შემავალი მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, ფერმენტები და ფიტონციდები კომბოსტოს კიდევ უფრო სასარგებლოს ხდის. მაგალითად, ფიტონციდები ორგანიზმს ტუბერკულოზის ჩხირებისგან იცავს.

ჯერ კიდევ ძველი რომაელები ფილტვების და ბრონქების მწვავე დაავადებებს წითელი კომბოსტოთი მკურნალობდნენ. დღეს ამ პროდუქტს რაციონში ჰიპერტონიკები რთავენ, რადგან მას არტერიული წნევის შემცირება შეუძლია.

უზარმაზარი სასარგებლო ნივთიერებების წყალობით, კომბოსტოს წვენს სილამაზის და ჯანმრთელობის წყაროდ მიიჩნევენ. განსაკუთრებით დაფასებული ის ქალებშია. დამტკიცებულია, რომ წითელი კომბოსტოს წვენის რეგულარული მოხმარება მკერდის სიმსივნით დაავადების რისკს 2-ჯერ ამცირებს. ამ სითხეს ორგანიზმიდან ტოქსინები გამოაქვს, ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს, ფრჩხილებს აძლიერებს, ღვიძლს წმენდს.

გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელ, მაგრამ ძალიან სასარგებლო წითელი კომბოსტოს წვენს. უბრალოდ 300 გრ კომბოსტო, მწვანე ვაშლი, ცოტა პიტნა და ბაზილიკა აიღეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად დააბლენდერეთ. დღეში 2 ჭიქა დალიეთ – 1 ჭიქა საკვების მიღების წინ. დადებით ეფექტს უკვე 5 დღიანი პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ.

წითელი კომბოსტო ისეთივე პოპულარული არაა, როგორც თეთრი. საქმე იმაშია, რომ ბევრ ადამიანს ანტოციანის ჭარბი რაოდენობით გამოწვეული მისი სპეციფიკური ცხარე გემო არ მოსწონს.

როგორც ხედავთ, წითელი კომბოსტო მართლაც ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ამარაგებს ჩვენს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!