Connect with us

ჯანმრთელობა

მე შაქრიანი დიაბეტი მაწუხებს. მდგომარეობას მარტივად ვიმსუბუქებ სამი უბრალო პროდუქტით.

სამწუხაროდ, ჩვენს დროში შქრიანი დიაბეტი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ინსულინის უკმარისობითაა გამოწვეული და მისთვის დამახასიათებელია სისხლში გლუკოზის დონის მატება. საკმაოდ ხშირად შაქრიანი დიაბეტის განვითარების მთავარ მიზეზს არასწორი კვება წარმოადგენს. რა თქმა უნდა, როდესაც დაავადება ქრონიკულ ფორმას იძენს, მხოლოდ კვების რაციონში ცვლილებების შეტანით პრობლემას ვერ ვუმკურნალებთ, თუმცა შევძლებთ მდგომარეობის საგრძნობლად შემსუბუქებასა და  გაუმჯობესებას.

როგორ შევამციროთ შაქრის დონე სისხლში

ყველა გამოცდილი ექიმი საკუთარ პაციენტებს, რომელთაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებთ, კვების რაციონის ამ 3 ნატურალური პროდუქტით გამდიდრებას ურჩევს. არაერთი სამედიცინო კვლევით დადასტურებულია, რომ მოცემული პროდუქტები ეფექტურად ამცირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არაფერი გაწუხებთ, პროფილაქტიკური მიზნებისთვის რეკომენდებულია კვებაში გარკვეული ცვლილებების შეტანა და მოცემული პროდუქტებისთვის უპირატესობის მინიჭება.

1. დარიჩინი – ერთი შეხედვით ეს უბრალო, არაფრით გამორჩეული სანელებელია, რომელსაც სხვადასხვა კერძებში იყენებენ გემოს გაუმჯობესების მიზნით. სინამდვილეში, გარდა საჭმელებისთვის საოცარი არომატის მინიჭებისა, დარიჩინი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგნაიზმისთვის. მოცემული პროდუქტი მდიდარია ისეთი სასარგებლო მიკროელემეტებით, რომლებიც არეგულირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს, თავიდან გვარიდებს თრომბების ფორმირებას, გვიცავს ინფარქტის, ათეროსკლეროზისა და ინსულტის განვითარებისგან.

მიანიჭეთ უპირატესობა პროდუქტს, რომელიც ჩხირების სახით იყიდება და თავად მოამზადეთ მისგან ფხვნილი. პირველ ეტაპზე, დაიწყეთ ნატურალური დარიჩინის მიღება დღეში 1 ჩაის კოვზის ოდენობით. ჩაამატეთ ის მაწონში, რძეში, იოგურტში, ფაფებში ან სალათებში.

2. მოცვი – შაქრიანი დიაბეტისას პაციენტის მდგომარეობის გაუარესების ხშირი მიზეზი ოქსიდანტური სტრსია. ორგანიზმში გროვდება დიდი რაოდენობით თავისუფალი რადიკალები, რომლებიც ანადგურებს სისხლძარღვების კედლებს და აფერხებს სისხლის მიწოდებას სხვადასხვა ორგანოებისთვის და ქსოვილებისთვის.

მოცვი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამორჩეული ნატურალური პროდუქტია, რომელიც წარმოადგენს ანტოციანებისა და ფლავანოიდების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს. მოცემული ნივთიერებები აღადგენს რეცეპტორების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ. რეკომენდებულია მოცვის მიღება დღეში 200 გრამის ოდენობით, რათა ეფექტურად შევიმციროთ სისხლში შაქრის დონე და გავიჯანსაღოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემა.

3. ძმარი – შაქრის დონის დასარეგულირებლად არაჩვეულებრივია ვაშლის ან ღვინის ძმარი. ორივე პროდუქტი ანტიგლიკემიური თვისებებით გამოირჩევა და ეფექტურია სისხლში გლუკოზის დონის დასარეგულირებლად.

აცეტილის მჟავა, რომელსაც ჭარბად შეიცავს ძმარი, ამცირებს იმ ფერმენტების აქტიურობას, რომლებიც ნახშირწყლების გადამუშავებაში იღებს მონაწილეობას. ამ ფაქტის გამო, გლუკოზა, რომელიც რთული ნახშირწყლების შემადგენლობაში შედის, გაცილებით ნელა შეიწოვება სისხლში. შეაზავეთ სალათები 1 სუფრის კოვზი ძმრით და გმერიელად მიირთვით!

თუ ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, ხანმოკლე დროში მდგომარეობის გაუმჯობესებას შენიშნავთ. გაამდიდრეთ კვების რაციონი სტატიაში წარმოდგენილი 3 პროდუქტით, რათა დაირეგულიროთ სისხლში შაქრის დონე და გაიუმჯობესოთ საერთო ჯანმრთელობა. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!