Connect with us

ჯანმრთელობა

მეცნიერებამ დაამტკიცა: ტვინის გადასარჩენად შოკოლადი ყოველდღე უნდა ჭამოთ

შესანიშნავი სიახლე ტკბილეულის მოყვარულებისთვის: შოკოლადი ტვინზე დადებით გავლენას ახდენს.

ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ შოკოლადის რეგულარულ მიღებასა და კოგნიტური შესაძლებლობების გაზრდას შორის კავშირი აღმოაჩინა. ტესტში 968 ზრდასრულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაც სხვადასხვა ამოცანების შესრულება სთხოვეს.

ისინი, ვინც შოკოლადს რეგულარულად მიირთმევდნენ, მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის ტესტებში უკეთესს შედეგებს აჩვენებდნენ.

კვლევის წამყვანი ავტორი, ჯორჯინა კრაიტონი ამბობს, რომ ამას შოკოლადში აღმოჩენილი ფლავონოლები და მეთილქსანტინები იწვევენ.

უფრო ადრეულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ნივთიერებები ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენენ.

მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში 90 ხანდაზმული ადამიანი მონაწილეობდა. ისინი სამ ჯგუფად დაანაწილეს: ერთ ჯგუფს ყოველდღე ფლავონოლის დაბალ დონეს (48 მგ) აძლევდნენ, მეორეს საშუალო დოზას (520 მგ), ხოლო მესამეს მაღალ დოზას (993 მგ).

მეორე და მესამე ჯგუფმა მეხსიერების და კოგნიტური შესაძლებლობების უფრო მეტი გაუმჯობესება აჩვენეს, ვიდრე პირველმა ჯგუფმა.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არსებობს: ყველა შოკოლადი სასარგებლო არაა.

„შოკოლადის დასამზადებლად გამოყენებული კაკაოს რაოდენობა მწარმოებელზეა დამოკიდებული. ფლავონოლები შოკოლადის წარმოების დროს ხშირად ნადგურდება. მუქი შოკოლადი უფრო მეტ კაკაოს და ფლავონოლს შეიცავს, ვიდრე რძიანი შოკოლადი“ – ამბობს ჰეიდი გოდმანი, ჯანმრთელობის შესახებ ჟურნალის ერთ-ერთი რედაქტორი ჰარვარდში.

გარდა ამისა, შოკოლადი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ მუქი შოკოლადის მიღება ადამიანის ფსიქიკაზე პროფილაქტიკურ ზემოქმედებას ახდენს.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ შოკოლადი ყველა უსიამოვნების პანაცეაა!

თუ ძალიან ბევრ შოკოლადს შეჭამთ, წონაში მოიმატებთ. სწორედ ამიტომ, სჯობს დღის პირველ ნახევარში მხოლოდ რამდენიმე კუბი შოკოლადი შეჭამოთ.

Advertisement