Connect with us

ჯანმრთელობა

მენტეკ ჩიას 3 ოქროს ტანვარჯიში, რომელიც აჯანსაღებს ხერხემალს, თირკემელებს და აახალგაზრდავებს მთელ ორგანიზმზს

ჯანმრთელი ხერხემალი და თირკმლები მთელი ორგანიზმის ახალგაზრდობის წინაპირობაა. შინაგანი ორგანოები ნორმალურად ვერ ფუნქციონირებს სხეულის არასწორი მდგომარეობის გამო. ამის მიზეზი მჯდომარე სამსახური, უძრავი ცხოვრების წესი და იშვიათი ფიზიკური აქტივობაა. განსაკუთრებით მწვავედ ეხება ეს პრობლემა ჭარბწონიან ადამიანებს. ამიტომ, ბევრს აინტერესებს, თუ როგორ უნდა გამოასწორონ სხეულის მდგომარეობა.

დაოელი მასწავლებელი, ციგუნის ოსტატი და “დაოს სამკურნალო სისტემის” შემქმნელი მანტეკ ჩია ამტკიცებს, რომ ხერხემლის გასამაგრებელი სავარჯიშოები გაცილებით უკეთ მოქმედებს ორგანიზმზე, ვიდრე ჩვენ გვგონია. ისინი აძლიერებს წელის მონაკვეთს და აახალგაზრდავებს თირკმლებს, აუმჯობესებს სხეულისა და კანის მდგომარეობას.

სხეულის მდგომარეობის კორექცია

მანტეკ ჩიას სავარჯიშოები ძალიან მარტივია და დიდ დროსსაც არ მოითხოვს. სამაგიეროდ, დაგეხმარებათ ფილტვების მოცულობის გაზრდაში, ღვიძლის, თირკმლების, კუჭისა და ნაწლავების ფუნქციონირების გაუმჯობესებაში. კომპლექსშო სულ 3, საკმაოდ ხანმოკლე სავარჯიშოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი შესრულება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ.

1. თირკმლებისა და წელის გაძლიერება

ეს სავარჯიშო აძლიერებს წელის კუნთებს, აჯანსაღებს თირკმლებს, გეხმარებათ სხეულის დაბალანსებაში.

შესრულების ტექნიკა: დადექით სწორად, ტერფები ერთად დაალაგეთ. დაიხარეთ წინ და ქვემოთ, არ მოხაროთ მუხლები. იყურეთ ზემოთ, ეცადეთ, ხელის თითებით მისწვდეთ იატაკს. იგრძენით, როგორ იჭიმება წელის კუნთები. გაჩერდით ასე 10 წამით, შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას და გაიმეორეთ ექვსჯერ.

2. ზურგის გასწორება

ასწორებს სხეულის პოზიციას, უზრუნველყოფს თვალების სრულყოფილ კვებას, გაახალგაზრდავებას, აძლიერებს და ასწორებს ზურგს, ხსნის გულ-მკერდის არეს, აუმჯობესებს ჟანგბადის ცირკულაციას სისხლში.

შესრულების ტექნიკა: დადექით სწორად, გაასწორეთ ზურგი და ნელა გადაწიეთ თავი უკან. გაჩერდით ასე 15 წამით, ისუნთქეთ ღრმად, თანაბრად და მშვიდად. შეასრულეთ დღეში რამდენჯერმე, მოსახერხებელ დროს.

3. ხერხემლის დაჭიმვა

ზრდის ფილტვების მოცულობას და ამარტივებს სუნთქვას, აუმჯობესებს თირკმლების, ღვიძლის, კუჭის, ნაწლავების ფუნქციონირებას, ასტიმულირებს თვალებში სისხლის მიწოდებას, სასქესო ორგანოების ფუნქციას, ჭიმავს მუცელს, ხსნის დაღლილობას და გაძლევთ ენერგიას.

შესრულების ტექნიკა: დადექით სწორად, ფეხები ერთმანეთისგან 30 სმ-ს დაშორებით უნდა იყოს. ხელის თითები შეაერთეთ. ჩაისუნთქეთ ნელა, წამოწიეთ ხელები თავს ზემოთ, ხელისგულებით ჭერისკენ. ეცადეთ, დადგეთ ცერებზე. იყურეთ წინ ან ზემოთ. ამოსუნთქვისას ჩამოუშვით ხელები. გაიმეორეთ ექვსჯერ.

სხეულის მდგომარეობის კორექცია მანტეკ ჩიას გამაახალგაზრდავებელი პრაქტიკის დახმარებით მარტივი და ეფექტური საშუალებაა, ჩაანაცვლოთ უარყოფითი ენერგია დადებითით, გაათავისუფლოთ სხეული მტკივნეული დაძაბულობისგან, გააძლიეროთ შინაგანი ორგანოები.

გახსოვდეთ, რომ ცხოვრების მჯდომარე წესი საუკეთესო საშუალებაა დაბერებისა და მთელი ორგანიზმის დამახინჯებისთვის!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement