Connect with us

ჯანმრთელობა

მენოპაუზა: რა უნდა იცოდეს ნებისმიერმა ქალმა

მენოპაუზა მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტასა და ნაყოფიერების შეჩერებას ნიშნავს. ეს პერიოდი ძალიან ნელა მიმდინარეობს და თან ერთვის სხვადასხვა სიმპტომები. თუ ქალბატონს 1 წლის განმავლობაში მენსტრუაცია საერთოდ არ აქვს, ნიშნავს, რომ მენოპაუზა დასრულებულია. ამ სტატიაში გაიგებთ როგორ უნდა მიხვდეთ, რომ მენოპაუზა გაქვთ და რა საშუალებებით უნდა შეამსუბუქოთ სიმპტომები.

ქალის ორგანიზმში ცვლილებები როგორც წესი 40 წლიდან იწყება, ჩვეულებრივ ამ ასაკიდან ორგანზმში ქალის ჰორმონის – ესტროგენის დონე მცირდება.

მენოპაუზის სიმპტომები

მენოპაუზის დაწყების ძირითად სიმპტომებად ითვლება:

  • ვაგინის სიმშრალე
  • შარდის შეუკავებლობა
  • სხეულის პერიოდული წამოხურება
  • ყურადღების კონცენტრირების პრობლემა
  • ტკივილი სახსრებსა და კუნთებში
  • დაღლილობა
  • ხასიათის ხშირი ცვალებადობა, გაღიზიანება და დეპრესია
  • უძილობა

ყოველ ქალს სიმპტომები შეიძლება სხვადასხვანაირად ჰქონდეს გამოვლენილი. ზოგიერთი სულ ვერ გრძნობს დისკომფორტს, ხოლო ზოგს კი ხელოვნური ჰორმონების მიღება უწევთ.

მენოპაუზა ქალებს არა მარტო ასაკობრივად, არამედ ადრეულ ასაკში საკვერცხეების მოცილების ან ქიმიოთერაპიის შემდეგაც შეიძლება გამოუვლინდეს. ადრეული მენოპაუზა უფრო რთული სიმპტომებით ხასიათდება და ხშირ შემთხვევაში ჰორმონალურ თერაპიას საჭიროებს.

როგორ შევამციროთ მენოპაუზიოს სიმპტომები:

თუ სიმპტომები რთულ ფორმებშია რ არის გამოხატული და დისკომფორტს არ იწვევს, ჰორმონალური თერაპია აუცილებელი არ არის და მდგომარეობის შემსუბუქება ბუნებრივი მეთოდებითა და მინიმალური რისკიტაც შეიძლება. ორგანიზმში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილებები იოლად გადაიტანება თუ ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობთ. ქალბატონებმა მენოპაუზის პერიოდში შემდეგი რჩევები უნდა გამოიყენონ:

  1. რეგულარულად დაკავდნენ სპორტით, სასურველია კვირაში არანაკლებ 3-ჯერ
  2. უნდა იქონიონ აქტიური სექსუალური ცხოვრება. სექსი დადებითად მოქმედებს ქალის ჰორმონალურ ფონზე, საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ ვაგინალური კუნთების ტონუსი და მოახდინოთ შეხურებების მინიმუმამდე დაყვანა.
  3. გააკეთეთ კეგელის სავარჯიშოები, განსაკუთრებით თუ შარდის შეუკავებლობა გაქვთ. სავარჯიშო გულისხმობს ვაგინალური კუნთების იძულებით შეკუმშვას დღეში 10-დან 100-მდე რაოდენობით.
  4. ყურადღება მიაქციეთ კვებას – რაციონში მეტი ახალი ბოსტნეული და მარცვლეული ჩართეთ.
  5. რაციონში ჩართეთ ცხიმიანი თევზის სახეობები, რომლებიც ომეგა 3-ს შეიცავენ.
  6. რაციონსი ჩართეთ სელის მარცვლები, რადგან მათ ესტროგენის ანალოგიური თვისებები გააჩნიათ.
  7. მიიღეთ E ვიტამინი, რომელიც არა მხოლოდ მენოპაუზის სიმპტომებს შეგიმცირებთ არამედ გულისა და თავის ტვინის მუშაობის ნორმალიზებასაც მოახდენს.
  8. D ვიტამინის, კალციუმისა და კალიუმის დანამატები

ბალახეული მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქებისთვის

არანაკლებ ეფექტურია ბალახებით მკურნალობა. მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას ჟენშენის, ანგელოზასა და ხეპილპილას გამოყენება. არსებობს სამკურნალო მცენარეების რამდენიმე კატეგორია, ამიტომ სიმპტომებიდან გამომდინარე, ყოველმა ქალმა მისთვის შესაფერისი ვარიანტი უნდა აირჩიოს:

  1. ბალახეული ფიტოესტროგენებით (ხეპილპილა, ჟენშენი, სამყურა) – ახდენს ჰორმონების დონის ნორმალიზაბას და აიოლებს სტრესის გადატანას
  2. ბალახები რომლებიც თირკმელზედა ჯირკვლის მუშაობას უწყობენ ხელს (ციმბირული ჟენშენი, (Rehmannia glutinosa), მგლის კენკრა) – გეხმარებიან დაღლილობასთან ბრძოლაში და გიმსუბუქებენ ოფლის გამოდევნას.
  3. მომადუნებელი ბალახეული (კალიფორნიული ყაყაჩო, ვალერიანი, ცაცხვი, სვია) – ხელს უწყობს ძილის ნორმალიზებას
  4. ბალახეული ხასიათი გაუმჯობესებისთვის (გინგკო და კრაზანა) – აუმჯობესებს ტვინისთვის სისხლის მიწოდებას და ემოციურ ფონს.
  5. სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებისთვის (ჟენშენი, ანგელოზა, ჭინჭარი და მჟაუნა) – აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას, მისი მეშვეობით კი სიმშრალისკენ მიდრეკილი ქსოვილები საჭირო საკვებ ნივთიერებებსა და ჟანგბადს იღებენ.
  6. შავბალახა, ანგელოზა და ჟოლოს ფოთლები – ამაგრებენ საშვილოსნოს ქსოვილებს.
  7. შარდის გამომყოფი გზებისთვის, ტუხტის ფესვი და ჭინჭარი გამოგადგებათ. ისინი ხელს უწყობენ შარდის ბუშტისა და მისი ქსოვილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
  8. მცენარეები შეხურების სიმტპომისას – ცხრატყავა, ფარსმანდუკი, ცაცხვის ყვავილი და ანწლის ყვავილი დაგეხმარებათ. ისინი სეხურების დროს მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ.

აჯობებს ბალახეულით მკურნალობა მენოპაუზის დასაწყისშივე დაიწყოთ, მაშინ როდესაც პირველი სიმპტომები ჩნდება. სპეციალისტები გვირჩევენ მცირე დოზებით დავიწყოთ და ნელ-ნელა გავზარდოთ. ხოლო მოხმარების მეორე თვიდან კი ჰორმონალურ ტერაპიაზე გადახვიდეთ (საჭიროების შემთხვევაში).

Advertisement
თავის მოვლა10 hours ago

გლიცერინი + E ვიტამინი = ჯადოსნური საშუალება კანისთვის

ჯანმრთელობა10 hours ago

ბუნებრივი ასპირინი: ნატურალური ტკივილგამაყუჩებელი

სხვა10 hours ago

7 ნიშანი სამყაროსგან

ჯანმრთელობა10 hours ago

რატომ უნდა შეწყვიტოთ ვაზელინის გამოყენება

ტესტები14 hours ago

აირჩიეთ ყვავილი და ნახეთ, რას გეუბნებათ შინაგანი ხმა

თავის მოვლა1 day ago

როგორ გავისწოროთ თმა გაცხელებისა და ქიმიური საშუალებების გარეშე

ვიდეო1 day ago

ცხელ ნახერხში კიტრის დარგვის მეთოდი საუცხოო მოსავლის მისაღებად

ყვავილები1 day ago

როგორ მივიღოთ ჟოლოს უხვი მოსავალი

სახლი და დიზაინი1 day ago

როგორ მოვაშოროთ ჟანგი თუნდაც ძველ თუჯის ტაფებს საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენების გარეშე

ჯანმრთელობა1 day ago

5 რამ, რაც საკუთარ მკერდზე არ უნდა გააკეთოთ

ჯანმრთელობა1 week ago

იოდის რგოლი: მარტივი მეთოდი წნევის დასარეგულირებლად

სხვა2 weeks ago

ლიმონის გამოყენების გზები რომელთა შესახებ არაფერი იცოდით

ჯანმრთელობა2 weeks ago

კლიმაქსის პირველი სიმპტომები ქალებში

ჰოროსკოპი1 week ago

1-7 აპრილის პერიოდში ზოდიაქოს სამ ნიშანს საბედისწერო ცვლილებები ელოდება

ჯანმრთელობა2 weeks ago

გიცდიათ ფრჩხილებზე კბილის პასტის წასმა?! აი რატომ უნდა გააკეთოთ ეს…

ჯანმრთელობა2 weeks ago

მადლობა ექიმს ამ რეცეპტისთვის: ახლა ვიცი, როგორ ვუმკურნალო გულს, სისხლძარღვებს და წნევას

ტესტები1 week ago

მთვარე, რომელსაც აირჩევთ, თქვენს ფარულ ფიქრებსა და სურვილებს გაამხელს

ჰოროსკოპი1 week ago

8 აპრილის სუპერ მთვარე ყველა ზოდიაქოზე მოახდენს გავლენას, განსაკუთრებით კი ამ ხუთეულზე

ჰოროსკოპი4 weeks ago

ასტროლოგები მარტის ბოლო დღეს 2 ზოდიაქოს ნიშანს აუარებელ პრობლემებს პირდებიან

ჯანმრთელობა4 weeks ago

რატომ წვება კატა ადამიანის მტკივნეულ ადგილას?

ტრენდული