Connect with us

ჯანმრთელობა

მარტივი საშუალება, რომელიც მინიმალურ დროში წმენდს ფილტვებს ლორწონსგან და ტოქსინებისგან.

ჩვენი სასუნთქი გზები მუდმივად დიდ დატვირთვას განიცდის, განსაკუთრებით კი წელიწადის ცივ დროს. ინფექციური და ვირუსული დაავადებები ხშირად ყველაფრის ხალისს გვიკარგავს. მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად, როგორც წესი, ჩვენ დაუყონებლივ აფთიაქს მივმართავთ და მის აღმოფხვრას სხვადასხვა პრეპარატებით, აბებით ვცდილობთ.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ასეთ დროს ხალხური, ნატურალური საშუალებები არავის ახსენდება. მიუხედავად აბების არაერთი გვერდითი მოვლენისა და უკუჩვენებისა, არჩევანს სწორედ მათზე ვაჩერებთ. სინამდვილეში, არსებობს არაერთი ეფექტური ნატურალური საშუალება, რომელიც პრობლემას გაცილებით ეფექტურად უმკლავდება, თანაც არ მოაქვს ზიანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, როგორ გაიწმინდოთ ფილტვები სახლის პირობებში მხოლოდ სტაფილოს სიროფის დახმარებით. ეს საშუალება ეფექტურად დაგეხმარებათ სასუნთქი გზებიდან ზედმეტი ლორწოსა და ტოქსინების გამოდევნაში.

ფილტვების წმენდა

ამ მარტივ რეცეპტში უმთავრესი როლი სწორედ სტაფილოს ენიჭება. ნარინჯისფერი ბოსტნეული არა მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მინერალების საკმაოდ დიდი ბუნებრივი წყაროა, არამედ გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტით. მისი დახმარებით თქვენ მინიმალურ დროში შეძლებთ სასუნთქი გზების გაწმენდასა და ფილტვების გაჯანსაღებას. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით სასარგებლო სწორედ მწეველებისთვის იქნება, რომლებიც ქრონიკული ხველისგან იტანჯებიან.

ინგრედიენტები: 

  • 500 გრამი სტაფილო
  • 4 ს.კ. თაფლი
  • 3 ჩაის ჭიქა წყალი

მომზადება:

1. გაასუფთავეთ სტაფილო კანისგან, დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად, დაასხით მოცემული რაოდენობით წყალი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე.

2. კარგად მოხარშული სტაფილოსგან მოამზადეთ ფაფისებრი მასა ბლენდერის გამოყენებით. ჩაამატეთ თაფლი და კარგად გადაურიეთ.

3. მზა საშუალება მიიღეთ დღეში 4 სუფრის კოვზის ოდენობით. ასე ეფექტურად შეზლებთ ფილტვებისა და სასუნთქი გზების გაწმენდას დაგროვებული ტოქსინებისგან და ლორწოსგან.

სტაფილოს ამ სიროფს, გარდა ფილტვების გაწმენდისა, ორგანიმზე კიდევ არაერთი სასარგებლო გავლენა აქვს: ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, იცავს გულს და ორგანიზმს ონკოლოგიური დაავადებებისგან.

ვიტამინების მაღალი შემცველობის ხარჯზე, მოცემული საშუალება აძლიერებს ძვლებსა და კბილებს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. გარდა ყოველივე თქმულისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სტაფილოს საოცრად დადებითი გავლენა აქვს ჩვენს მხედველობაზეც.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement