მოდა და სტილი
მარადიული მოდა: მოდური ვარცხნილობები, რომლებიც ყოველთვის ტრენდული იქნება

ტრენდული რომ იყოთ, საკმარისია ქვემოთ მოცემული ვარცხნილობებიდან ერთ–ერთი აირჩიოთ, რომლებიც უკვე ათეული წლებია აქტუალურობას არ კარგავენ.
1. კლასიკური ვარცხნილობა – პიქსი
როცა ტვიგი სტილის ხატი იყო, სიტყვა „პიქსი“ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, მაგრამ არსი არ იცვლება: ულტრამოკლე ვარცხნილობა აჩეხილი ბოლოებით. ძალიან მოდური და სექსუალურია.
2. შეგი
სხვადასხვა სიგრძის თმა უსწორმასწორო ხვეულებით გაფორმებული – ვარცხნილობა მარადიულად ითვლება, რადგან დავარცხნა არ სჭირდება, ნებისმიერი ტიპის თმას უხდება და როგორც გრძელ, ასევე მოკლე თმაზე კარგად გამოიყურება.
3. მირეი მატიეს ხელმძღვანელობით
თმის ფერი „ყორანის ფრთები“ და გრძელი ჩოლკის უზადოდ სწორი ხაზი შეგიძლიათ კონად შეიკრათ, ნიჟარასავით დაიხვიოთ ან კარესავით შეიჭრათ.
4. ბობი
უნივერსალურ ვარცხნილობას იმდენი ვარიაცია აქვს, რომ თვალები გაგვირბის. მთავარი მომენტი – სიგრძე ნიკაპამდე, უსწორმასწოროდ აჭრილი ბოლოები და გვერდზე გაყოფილი თმა.
5. გადაპარსული
რადიკალური მეთოდი, რომელიც ყველას არ უხდება, მაგრამ დემი მურის, სიგურნი უივერის და უკვე კარა დელევინის წყალობით ვერავინ იტყვის, რომ ეს ქალური არაა. გარდა ამისა, თუ შეღებვით და დავარცხნით წლები ექსპერიმენტობდით, კარგი მეთოდი იქნება ყველაფერი თავიდან, ჯანსაღი თმით დაიწყოთ.
6. უბრალოდ გრძელი თმა
არაფერია უფრო ბუნებრივი და ლამაზი, ვიდრე გრძელი, ჯანსაღი და ბზინვარე მოვლილი თმა.
7. ბუნებრივი ხვეულები
თუ ბუნებით ხვეული თმა გაქვთ, ყველაზე მოდური რაც შეგიძლიათ გააკეთოთ იდეალური ვარცხნილობისთვის – თმა დაიბანოთ და ბუნებრივი გზით გაიშროთ.

-
ჰოროსკოპი4 weeks ago
2021 წლის ასტროპროგნოზი: რას უნდა ელოდოს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი
-
ჰოროსკოპი1 week ago
რას მოგიტანთ თეთრი ხარი: 2021 წლის დიდი აღმოსავლური ჰოროსკოპი
-
სახლი და დიზაინი1 week ago
ღობე მეზობლებს შორის: რატომ არ არსებობს ევროპაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს
-
ჰოროსკოპი3 weeks ago
რომელ ქალს ელოდება კორიდა პირად ცხოვრებაში 2021 წელს
-
ტესტები3 weeks ago
სწრაფი ტესტი: გაიგეთ, რით გაგახარებთ ბედი
-
ტესტები3 weeks ago
აირჩიეთ კრისტალი და გეტყვით, ცხოვრების რომელ ეტაპზე იმყოფებით ახლა
-
ჰოროსკოპი3 weeks ago
საიდუმლოებების ჰოროსკოპი: რას მალავენ ზოდიაქოს ნიშნები
-
ჯანმრთელობა2 weeks ago
რა გვჭირდება, რომ გულმა ნებისმიერ ასაკში უპრობლემოდ იმუშაოს