Connect with us

მოდა და სტილი

მან ჩაიარა, როგორც კარაველამ ყვავილების ტალღაზე: სუნამო შლეიფით – რომელი ავირჩიოთ?

სუნამოების შლეიფი შემადგენლობაში შემავალი აქროლადი ნივთიერებების წყალობით იქმნება. რაც უფრო მეტი ასეთი ნივთიერებაა პარფიუმში, მით უფრო გაჯერებული არომატი აქვს და მით უფრო დიდ მანძილზე იგრძნობა. შლეიფი – არომატი, რომელსაც ვგრძნობთ, როცა პარფიუმის მფლობელი შენობიდან გადის, ხოლო სუნამოს სუნი რჩება. შლეიფი საწყის და შუა ნოტებზეა პასუხისმგებელი. არომატის არჩევისას სწორად მათ უნდა მიაქციოთ ყურადღება.

Incensum, Mizensir, 700 ლარი

ეს არომატი იაპონურ ცერემონიას Kōdō ეძღვნება, როცა პარფიუმერები მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ და წარმოდგენილი არომატების გამოცნობას ცდილობდნენ. ალბერტო მორიასი არომატში Incensum ქმნის თავის Kōdō–ს – რამდენიმე ძვირფასი ხის და ეგზოტიკური სანელებლების არომატული ნარევი, რთული და ამავდროულად ნაზი. კომპოზიციის შლეიფი იშლება კოჭით და ტყავით – ეს ნოტები ასოცირდება სიმდიდრესთან, თავდაჯერებულობასა და ძალაუფლებასთან. ეს არომატი თამამად აირჩიეთ, თუ საქმიანი და ძლიერი ქალის შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ.

Orange Bitters, Jo Malone, 400 ლარი

ახალი წლის მოლოდინში ეს არომატი განსაკუთრებით აქტუალურია – სხეულზე წვნიანი მანდარინივით იფრქვევა და ფორთოხლის შლეიფს ტოვებს. დამტკიცებულია, რომ ციტრუსი განწყობას ამაღლებს და სეროტონინის წარმოებას ზრდის – ყველასთვის აქტუალურია. აირჩიეთ ციტრუსის ზედა ნოტების მქონე არომატი, როცა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის ემზადებით და პოზიტიურ ტალღაზე საუბარი გსურთ.

Splendida Jasmin Noir, BVLGARI, 505 ლარი

ჟასმინი ამ არომატის მთავარი შლეიფია. ის სინაზესთან, ამავდროულად ურყევ ძალასთან ასოცირდება. ეს შეუძლიათ მხოლოდ ქალებს, რომლებიც ღიმილიანი სახით ნებისმიერ კამათში იმარჯვებენ. Jasmin Noir შესანიშნავად შეავსებს საღამოს შავი ხავერდის კაბას – ასევე ელეგანტურს და ამაღელვებელს.

Concorde, Salle Privee, 700 ლარი

ოდა მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ულტრახმოვანი სამგზავრო თვითმფრინავის შესახებ. კონკორდმა პირველი ფრენა 1969 წელს შეასრულა და მისი მგზავრები იყვნენ კინოს ვარსკვლავები, სამეფო ოჯახის წევრები, მთავრობის პირები, ამიტომ თვითმფრინავი ნამდვილი მდიდრული ცხოვრების სიმბოლო გახდა. არომატის შლეიფი ამ ფილოსოფიას შეესაბამება – ვისკი, ქაშმირი, თამბაქო და ზაფრანა. მოკლედ, არომატს სიმდიდრის და ფუფუნების სუნი აქვს.

Ashore, Amouage, 1100 ლარი

აღმოსავლური არომატი მათთვის, ვინც ამ ცხოვრების აღსანიშნად მოვიდა. მაჯაზე Ashore-ს პკურებით ჟასმისნის, ვარდის და ილის ტკბილ კვალს იგრძნობთ. ის მაქსიმალურად ქალური, ნაზი და ამაღელვებელია, როგორც აღმოსავლელი ლამაზმანის ჩახუტება. პირველ პაემანზე თან წაიღეთ, რომ მომავალ პაემანზე მოწვევა მიიღოთ.

Caleche, Hermes, 530 ლარი

Caleche–ს კომპოზიცია, რომელიც გაი რობერმა 1961 წელს შექმნა, ჰერმესის სახლის პირველი ქალის არომატი გახდა. ეს ძალიან ქალური ყვავილოვან–ხის შიპრის არომატია, რომლის სახელიც შეგახსენებთ გადაბმას, რომელიც სახლის ემბლემას წარმოადგენს. პირველ წუთებში კაშკაშა ციტრუსით თავბრუს გვახვევს, მაგრამ შემდეგ ხის, შიპრის და ირისის ნამდვილ ხასიათს ავლენს.

Bitter Peach, Tom Ford, 1160 ლარი

თუ ტკბილი არომატები გიყვართ, ზამთარი თქვენი სეზონია. ასეთი არომატები ყინვაში ძალიან გაჯერებული და ინტენსიური არ მოგეჩვენებათ. იდეალური ვარიანტი – ხილის ნოტების ნარევი, როგორიცაა Tom Ford–ის ახალი არომატი Bitter Peach. ის იშლება მწარე აბზინდის, კონიაკის და რომის არომატით და მოულოდნელად ჩნდება ტკბილი ატამი და ფორთოხალი – სწორედ ამ ნოტებს გრძნობენ გარშემომყოფები.

Advertisement
ჯანმრთელობა1 hour ago

თუთიის გავლენა ორგანიზმზე: 9 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემთხვევა

ჰოროსკოპი1 hour ago

რომელ ზოდიაქოს ნიშანს მოუწევს ოცნებებთან შესახვედრად ტანკივით გზის გაკაფვა

საკითხავი1 hour ago

რით ჩავანაცვლოთ თეთრეულის კონდიციონერი, თუ სახლში მარილი გვაქვს

საკითხავი1 hour ago

როგორ შევაგროვოთ ნაკურთხი წყალი სწორად, რომ მთელი წელი დაცული ვიყოთ

ყვავილები1 day ago

აივნის სასწაული: ოთახის პომიდორი, რომელიც კარგ მოსავალს მოგცემთ

საკითხავი1 day ago

ანგელოზი კატები: 5 რეალური შემთხვევა, როცა კატებმა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინეს

ჰოროსკოპი1 day ago

მე, ჩემი: ვინ არის ყველაზე ეგოისტი ზოდიაქოს ნიშანი

ჯანმრთელობა1 day ago

შაქარი, ცხიმი თუ ნახშირწყლები: რის გამო სუქდებიან სხვადასხვა სხეულის ფორმის ტიპები

სახლი და დიზაინი2 days ago

ღობე მეზობლებს შორის: რატომ არ არსებობს ევროპაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს

ჰოროსკოპი2 days ago

რატომ თხოვდებიან ზოდიაქოს ნიშნები?

ჰოროსკოპი4 weeks ago

2021 წლის ზუსტი ჰოროსკოპი: მორიელო, ოცნებები აისრულეთ, თევზებო, ბედს მიენდეთ

ჰოროსკოპი3 weeks ago

2021 წლის ასტროპროგნოზი: რას უნდა ელოდოს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი

ჰოროსკოპი2 weeks ago

რომელ ქალს ელოდება კორიდა პირად ცხოვრებაში 2021 წელს

ტესტები2 weeks ago

სწრაფი ტესტი: გაიგეთ, რით გაგახარებთ ბედი

ჰოროსკოპი3 days ago

რას მოგიტანთ თეთრი ხარი: 2021 წლის დიდი აღმოსავლური ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი4 weeks ago

2021 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ტესტები2 weeks ago

აირჩიეთ კრისტალი და გეტყვით, ცხოვრების რომელ ეტაპზე იმყოფებით ახლა

ჰოროსკოპი2 weeks ago

საიდუმლოებების ჰოროსკოპი: რას მალავენ ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა4 days ago

რა გვჭირდება, რომ გულმა ნებისმიერ ასაკში უპრობლემოდ იმუშაოს

ჰოროსკოპი6 days ago

ყველაზე გულწრფელი აღმოსავლური ჰოროსკოპი

ტრენდული