თავის მოვლა
მამადა იოშიკო: მოგიყვებით, როგორ გადაიჭიმოთ სახე დღეში მხოლოდ 10 წამიანი რუტინით. უბრალოდ დადექით სარკის წინ
გასაოცარია, რომ ჩვენ, ქალები, სავარჯიშო დარბაზში საკუთარ თავს „ვინადგურებთ“ და საათობით ვარჯიშობთ, რომ დუნდულები დავჭიმოთ, მკერდის კუნთები გავაძლიეროთ და ფეხები დავკუნთოთ, განსაკუთრებით ზღვის სეზონის წინ, მაგრამ სახის კუნთების ვარჯიშზე მხოლოდ ერთეულები ფიქრობენ. არ იცით, რისთვის არის საჭირო მათი ვარჯიში? მომისმინეთ, ეს ხომ სილამაზის ნამდვილი ნემსებია ნემსების და ფულის დახარჯვის გარეშე!
აზიის მოსახლეობამ ყველაზე უკეთ იცის თუ სილამაზე და ახალგაზრდობა დიდხანს როგორ შეინარჩუნოს. სახლის პირობებში მამადა იოშიკოს მიერ შემოთავაზებული სახის ლიფტინგი თავისი სიმარტივით და შედეგით გაოცებას იწვევს. ქალები წარმოუდგენლად იცვლებიან. სხვათა შორის, ამ მეთოდის ავტორი 45 წლის არის, თუმცა ახალგაზრდა გოგოსავით გამოიყურება.
ვარჯიში ძვირადღირებულ კოსმეტოლოგიურ პროცედურებზე ცუდად არ მუშაობს! „საფეთქლების აწევა“ სახის ჩამოწელვას აფერხებს და მის კონტურებს წევს, ცხვირ-ტუჩის ნაკეცს უფრო გამოხატულს ხდის, ასევე ორმაგ ნიკაპს აშორებს. აღმოჩენა არის მათთვის, ვისაც ნაოჭების გაჩენისგან თავის დაცვა სურს და მათთვის, ვისაც ასაკობრივი ცვლილებები აწუხებს.
სახის დაჭიმვა სახლის პირობებში
მამადა იოშიკო იაპონური ფეისბილდინგის გურუ და ბევრი მეთოდის ავტორია, რომლებიც ასაკობრივი ცვლილებებს ქირურგიული ჩარევის და ძვირადღირებული ინექციების გარეშე ებრძვის. ყველაფერი, რაც გჭირდებათ – დღეში რამდენიმე თავისუფალი წუთი და ლამაზად ყოფნის სურვილი.
ვარჯიში „საფეთქლების აწევა“ ბევრ კუნთს ააქტიურებს, მაგრამ რაც მთავარია – საფეთქლების კუნთებს, რომლის ტონუსის შემცირებაც სახის ზედა ნაწილის კონტურის მოხაზულობაზე გავლენას ახდენს.
ვარჯიში „საფეთქლების აწევა“
ნაბიჯი 1-ელი
სარკის წინ დადექით. მარჯვენა ხელი მარცხენა საფეთქელს ისე დაადეთ, რომ თითები თვალის და წარბების გარე კუთხეებს ეხებოდეს. ოდნავ დააჭირეთ და ზემოთ ასწიეთ. ამასთან თავი წინ არ უნდა გადასწიოთ.
ნაბიჯი მე-2
ამ მდგომაროებაში გაჩერდით, თავის ნელ-ნელა მარჯვნივ გადახრა დაიწყეთ, კისერი ფრთხილად დაჭიმეთ. მხრები ადგილზე, უმოძრაოდ უნდა დარჩეს.
ნაბიჯი მე-3
ისეთი პოზა შეინარჩუნეთ, როგორც მე-2 პუნქტში, თავის დახრის მიმართულებით ენის დაჭიმვა დაიწყეთ. ამასთან ერთად ამოისუნთქეთ და წარმოთქვით „ჰა“. ცხვირიდან შეისუნთქეთ. ასეთ პოზაში გაჩერდით და კიდევ 4-5 სუნთქვის ციკლი შეასრულეთ და ენის გაჭიმვა გააგრძელეთ.
ნაბიჯი მე-4
ენა პირის ღრუში დააბრუნეთ, კუნთები მოადუნეთ და საწყის პოზას დაუბრუნდით. იგივე მანიპულაცია თავის მეორე მხარეს ჩაატარეთ.
მამადა იოშიკოს ტექნიკით სახის დაჭიმვა ოპერაციის გარეშე ყველა ასაკის ქალისთვის ნამდვილი აღმოჩენაა! ასეთი მარტივი ვარჯიში ყოველდღე შეასრულეთ და მალე შედეგი გაგაოცებთ. კანი დაჭიმული გახდება, ხოლო საფეთქლების არე გლუვი გახდება, შუბლზე წვრილი ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახდება, ხოლო გამოხედვა უფრო გამოხატული იქნება. ასე რომ, რატომ არ უნდა სცადოთ?
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.