Connect with us

ჯანმრთელობა

კურნავს კუჭს, ნაწლავებსა და არა მხოლოდ… ნაცნობი ექიმის დაჟინებული თხოვნით, პროპოლისს რეგულარულად ვიღებ

ადამიანი ათასობით წელია მეფუტკრეობით ტყუილად დაკავებული არაა. სწორედ ამ შესანიშნავი მწერების დახმარებით გავიგეთ, თუ რა არის თაფლი, ცვილი, ფუტკრის რძე და, რა თქმა უნდა, პროპოლისი. თითოეულ ამ ნივთიერებას უამრავ სფეროში იყენებენ და სასარგებლო თვისებების კუთხით ანალოგი არ აქვს.

დღეს გიამბობთ პროპოლისის (ფუტკრის წებო) ზოგიერთ სასარგებლო თვისებებზე გიამბობთ და გასწავლით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ პროპოლისის ნაყენი სწორად, რომ კუჭის და ნაწლავების უსიამოვნო პრობლემები თავიდან აიცილოთ.

როგორ გამოვიყენოთ პროპოლისის ნაყენი

ფუტკრის წებო არის წებოვანი სუბსტანცია, რომელსაც ფუტკრები სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ამოცანების შესასრულებლად აწარმოებენ. თუ სკაში ნახვრეტი გაჩნება, ფუტკრებს სიცივე არ შეაწუხებთ, არამედ ამ ხვრელს პროპოლისისთ ამოავსებენ. თუ სკაში რაიმე უცხო ობიექტი აღმოჩნდა, ფუტკრები მას პროპოლისის ფენით დაფარავენ და საცხოვრებელი სივრცე სტერილური დარჩება.

პროპოლისს ბუნებრივ ანტიბიოტიკს უწოდებენ. მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ იპოვეს ბაქტერიები, რომლებიც ფუტკრის წებოსთან შეხების შემდეგ გადარჩნენ. მისი ნივთიერება ვირუსებსა და სოკოს კლავს. გასაოცარი არაა, რომ პროპოლისს ხალხურ მედიცინაში საპატიო ადგილი უკავია.

როგორ გამოვიყენოთ პროპოლისის კუჭის სამკურნალოდ

1. წყლულის დროს

20 %-იანი პროპოლისის ხსნარის 30 – 50 წვეთი (ინდივიდუალურად) ერთ ჭიქა თბილ რძეში გახსენით. ეს საშუალება დღეში 3-ჯერ, ყოველი საკვების მიღების წინ მიიღეთ. უკვე პირველივე დღეს გაუმჯობესებას შეამჩნევთ: სიმჟავე ნორმაში მოვა, გულისრევის შეგრძნება ნაკლებად გექნებათ, მტკივნეული შეგრძნება გაქრება.

თუ ნაყენი არ გაქვთ, შეგიძლიათ მყარი პროპოლისი გამოიყენეთ. ამისთვის 20 გრ პროპოლისი გახეხეთ და 1 ჭიქა სპირტი დაასხით. ბნელ ადგილას დააყენეთ. ყოველდღე, რამდენჯერმე შენჯღრევა არ დაგავიწყდეთ. ნაყენი გადაწურეთ და ჭამის წინ მიიღეთ.

2. გასტრიტის დროს

30 %-იანი პროპოლისის ნაყენის 30 – 40 წვეთი ერთ ჭიქა მდუღარე წყალში ან თბილ რძეში გახსენით. დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე. გაუმჯობესებას უკვე მეორე კვირაში დაინახავთ.

Advertisement

შეგიძლიათ ბალახების ნაყენი მოამზადოთ. ამისთვის აიღეთ 1 ს/კ დიდი კამის ნაყოფი, პიტნა, ცაცხვის ყვავილები და ძირტკბილას ფესვები. ყველაფერი აურიეთ და 3 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ნარევი ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და დაახლოებით 20 წუთით დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. გააგრილეთ, შემდეგ 3 კოვზი თაფლი და 20 – 30 წვეთი პროპოლისის ექსტრაქტი დაუმატეთ. ყოველდღე, ჭამამდე 1 საათით ადრე ნახევარი ჭიქა ბალახების ნაყენი დალიეთ.

3. გასტროდუოდენიტის დროს

თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის ანთებით დაავადებებს პროპოლისის გამოყენების იმავე მეთოდით მკურნალობენ, როგორც გასტრიტის დროს. ასევე ექიმები გირჩევენ დილა-საღამოს 1 ჩ/კ პროპოლისის თაფლი მიიღოთ, ამასთან რეკომენდებული კურსის ხანგრძლივობა 1-2 თვეა.

ასევე გასტროდუოდენიტის დროს რეკომენდებულია შემდეგი კაკალი-პროპოლისის ნარევი: 10 გრ დაქუცმაცებულ ნიგოზს 1 ჭიქა რძე დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და გადაწურეთ. უკვე გადაწურულ რძეს 1 ჩ/კ თაფლი და 10 წვეთი პროპოლისი დაუმატეთ. მიღებული ნარევი 1 დღე გეყოფათ. უბრალოდ ყოველი საკვების მიღების წინ დალიეთ. უკვე პირველი დღეებში სამკურნალო ეფექტი შესამჩნევი იქნება.

მკურნალობის დაწყებამდე ექიმთან კონსულტანციის გავლა ინდივიდუალური უკუჩვენების ან ალერგიის შესახებ აუცილებელია.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.