Connect with us

თავის მოვლა

კურკუმა ეპილაციისთვის! არასასურველი თმა სახიდან სწრაფადვე გაქრება

სახეზე უსიამოვნო თმა გარეგნობას აფუჭებს, ხოლო გაუთავებელი პარსვა და დეპილაცია კანს აღიზიანებს და ტკივილს იწვევს. დროა, ყველაზე ნაზი კანის ტანჯვას შეეშვათ. სახე რომ მოვლილი იყოს, ხოლო არასასურველი თმა სამუდამოდ მოიშოროთ, გამოცდილ რეცეპტს გთავაზობთ.

დღეს გიამბობთ, როგორ მოიშოროთ ბუსუსები ერთხელ და სამუდამოდ. არანაირი გაღიზიანება არ შეგაწუხებთ.

თმა ქალის სახეზე

კურკუმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინდური სანელებელია, მას ბევრ კერძს გემოს მახასიათებლების გასაუმჯობესებლად უმატებენ. აიურვერდში ამ სანელებელს სამკურნალო მიზნით ფართოდ იყენებენ, ხოლო კოსმეტოლოგიაში სახლის ნიღბების ინგრედიენტის სახით გვხვდება. კურკუმა გამონაყარს ახმობს, კანს აგლუვებს, მის ფერს აუმჯობესებს და ფორებს ავიწროებს.

გარდა ამისა, კურკუმა შეგიძლიათ ჭარბ თმიანობასთან საბრძოლველად გამოიყენოთ. როგორც აღმოჩნდა, ინდური სანელებელი თმის ზრდას აფერხებს, ხოლო მისი რეგულარული მოხმარება ზედა ტუჩზე თმას სამუდამოდ მოგაშორებთ. კურკუმას ნიღაბი თმის მოსაშორებლად ძალიან მარტივად მზადდება.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ კურკუმა
  • 1 ჩ/კ ნაღები
  • 2 ჩ/კ ბრინჯის ფქვილი

მომზადება და გამოყენება

1. კურკუმა და ნაღები საშუალო სიღრმის თასში აურიეთ, ბრინჯის ფქვილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. სხვათა შორის, ბრინჯის ფქვილი შეგიძლიათ თავად მოამზადოთ. ამისთვის ნედლი ბრინჯი ბლენდერში ან ყავის საფქვავში დაფქვით.

2. მიღებული ნარევი კანის პრობლემურ ნაწილზე წაისვით და თანაბრად გადაინაწილეთ. 10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ ალერგიული რეაქცია არ გექნებათ, მისი გამოყენება შეგიძლიათ 20 წუთამდე გაზარდოთ.

3. კურკუმათი ეპილაცია შეგიძლიათ არასასურველი თმის მოსაშორებელ სხვა კომფორტულ მეთოდთან ერთად გამოიყენოთ. მაგალითად, ეპილაციის შემდეგ კურკუმას ნიღაბი გამოიყენეთ და ნახავთ, რომ კანი უფრო რბილი და სუფთა გახდება, თხელი ბუსუსები იმწამსვე გაქრა, ხოლო უხეში თმა 2-3 კვირიანი რეგულარული გამოყენების შემდეგ გაქრება.

4. დაჟინებით გირჩევთ კურკუმათი თმის მოშორების პროცედურა მნიშვნელოვანი მოვლენის წინ არ გაიკეთოთ, რადგან ღია ფერის სანელებელი კანზე მოყვითალო ნაკვალევს ტოვებს. არ ინერვიულოთ! ლაქების მოშორებას რძეში, კეფირში ან მაწონში დასველებული ბამბის დისკით შეძლებთ.

თუ კურკუმას სასწაულ მოქმედი ძალის არ გჯერათ, ამ ვიდეოს უყურეთ:

არასასურველი თმის მოსაშორებლად კიდევ რამდენიმე ეფექტური მეთოდი არსებობს, რომელთა გამოყენებას სახლის პირობებში მარტივად შეძლებთ.

როგორ მოვიშოროთ თმა სახიდან

1. ნიღაბი ჟელატინით

ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და სწრაფი მეთოდი სახიდან არასასურველი თმის მოსაშორებლად. 1 ს/კ ჟელატინი, 3 ს/კ რძე და 4 წვეთი ლიმონის წვენი აურიეთ. ნარევი მიკროტალღურ ღუმელში (15-20 წამით) გააცხელეთ და თმაზე წაისვით და სრულ გაშრობამდე დაიტოვეთ. მიღებული ფირფიტა მცირე ზეწოლით მოიშორეთ. პროცედურა ნაკლებად სასიამოვნო, მაგრამ ეფექტურია.

2. გარგარი და თაფლი

ნახევარი ჭიქა გარგარის ჩირი დააბლენდერეთ, 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ნარევი პრობლემურ ნაწილზე წაისვით და 7-8 წუთით გაიჩერეთ. საშუალება თბილი წყლით ჩამოიბანეთ. სახიდან თმის ეფექტურად მოსაშორებლად პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ ჩაიტარეთ.

3. ლავანდას და ჩაის ხის ზეთი

1 ჩ/კ ლავანდას ზეთი და 4-6 წვეთი ჩაის ხის ზეთი აურიეთ და კანის პრობლემურ ნაწილზე კვირაში 3-ჯერ წაისვით. 2-3 თვეში სახიდან თმა გაქრება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.