Connect with us

თავის მოვლა

კუპრის საპონი გროშებად: არანაირი ოფლი, გამონაყარი, ქერტლი და თმის ცვენა

თუ მიგაჩნიათ, რომ გამონაყარისა და ქერტლის მოსაშორებლად, კანისა და თმის გასაჯანსაღებლად, ჭარბოფლიანობის დასამარცხებლად და  კოსმეტიკური პრობლემებისგან გასათავისუფლებლად რეგულარულად საკმაოდ სოლიდური თანხის დახარჯვაა აუცილებელი სხვადასხვა პროდუქტებში და პროცედურებში, დიდი ალბათობით, თქვენ კუპრის საპონისა და მისი სასარგებლო თვისებების შესახებ არ გსმენიათ.

ეს აბსოლიტურად ნატურალური საპონი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის საღებავები და კონსერვანტები, ცნობილია საკუთარი სამკურნალო თვისებებით და ის ხშირად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში სხვადასხვა პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად. მეტიც, გამოცდილი ექიმები საკმაოდ ხშირად უნიშნავენ კუპრის საპონს საკუთარ პაციენტებს სხვადასხვა დაავადებების დროს.

კუპრი – ნატურალური სამკურნალო საშუალება, რომელიც მიიღება არყის ხის ქერქისგან და ის ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში არაერთი დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად. კუპრის სამკურნალო თივსებების შესახებ ცნობებს ჩვენი შორეული წინაპრებიც ფლობდნენ და საკმაოდ ხშირად წარმატებით იყენებდნენ მას.

კუპრის საპნის თვისებები

1. ამარცხებს აკნეს

თუ დაიღალეთ გამონაყარით და ხშირად გიწევთ კანის ანთების მკურნალობა, ჩაანაცვლეთ თავის მოსავლელი საშუალებები კუპრის საპნით. ეს საშუალება მარტივად გაგათავისუფლებთ აკნესგან, ეფექტურად გაწმენდს თქვენს კანს, დააჩქარებს პატარა ჭრილობებისა და წყლულების შეხორცების პროცესს. კუპრის საპონი არაჩვეულებრივი მადეზინფიცირებელი საშუალებაა, რომელიც არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

2. გვაშორებს ქერტლს

უნიკალური ბუნებრივი კომპონენტების მაღალი შემცველობის ხარჯზე, კუპრის საპონს დადებითი გავლენა აქვს თავის კანზე. ის ძალზედ ეფექტური საშუალებაა ქერტლის დასამარცხებლად და თმის ცვენის შესაჩერებლად. თუ რეგულარულად თავს კუპრის საპნით დაიბანთ, მარტივად შეძლებთ მოცემული პრობლემებისგან გათავისუფლებას.

კარგად დაისველეთ თმა, დაიმუშავეთ ფესვები კუპრის საპნით და შემდეგ გაინაწილეთ ის თმის მთელ სიგრძეზე. დაიტოვეთ სამოქმედოდ ორიოდე წუთით და შემდეგ კარგად დაიბანეთ თავი თბილი წყლით. ამ საშუალების გამოყენების შემდეგ ისარგებლეთ თმის ბალზამით ან გაიკეთეთ სპეციალური მკვებავი ნიღაბი. რეგულარული გამოყენებიდან დაახლოებით 2 კვირაში ქერტლი გაქრება და თქვენი თმა გაცილებით ჯანსაღ იერს შეიძენს.

3. დაგიცავთ კანის დაავადებებისგან

დერმატიტი, ეგზემა, ფსორიაზი, სებორეა და კანის სხვა დაავადებები წარსულში დარჩება, თუ რეგულარულად კუპრის საპონს გამოიყენებთ. მოცემული საშუალება აჩქარებს კანის უჯრედების აღდგენა-რეგენერაციის პროცესს და აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას კანის ზედა ფენებისთვის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია კოსმეტიკური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

4. არაჩვეულებრივია ინტიმური ჰიგიენისთვის

კუპრის საპონი ეფექტურად გვიცავს სხვადასხვა ინფექციებისგან, ვირუსებისგან და სოკოებისგან. დაიცავით ინტიმური ზონების ჰიგიენა ამ საშუალებით, რათა საიმედოდ დაიზღვიოთ თავი სხვადასხვა უსიამოვნო პრობლემების განვითარებისგან.

5. არაჩვეულებრივია ჭრილობების დასამუშავებლად

კუპრის საპონი არაჩვეულებრივი მადეზინფიცირებელი საშუალებაა, რომელიც ანადგურებს ბაქტერიებს, სოკოებსა და ვირუსებს. დაიმუშავეთ ჭრილობები მოცემული საშუალებით, რათა დაიცვათ თავი ინფექციების შეჭრისგან, ანთების განვითარებისგან და რამდენჯერმე დააჩქაროთ მათი შეხორცების პროცესი.

6. გვიცავს ჭარბოფლიანობისგან

წელიწადის ცხელ დროს, როდესაც ჩვენი სხეული გადახურების ფონზე დიდი რაოდენობით ოფლს გამოჰყოფს, რეკომენდებულია იღლიებისა და ფეხების დამუშავება კუპრის საპნით. ეს საშუალება ნებისმიერ დეოდორანტზე უკეთ მუშაობს. ის არა მხოლოდ აქრობს უსიამოვნო სუნს, არამედ საგრძნობლად ამცირებს ოფლის გამოყოფას და საიმედოდ გვიცავს უხერხული სიტუაციებისგან.

7. ებრძვის პარაზიტებს

თუ თქვენი შვილი ტილებმა შეაწუხეს, დახმარებისთვის ამ შემთხვევაშიც კუპრის საპონს მიმართეთ. მართალია, ტილების ბოლომდე გასანადგურებლად შედარებით დიდი დრო დაგჭირდებათ, თუმცა საიმედოდ დაიზღვევთ თავს იმ უკუჩვენებებისგან და გვერდითი მოვლენებისგან, რომლებიც სხვა ანტიპარაზიტული საშუალებებისთვისაა დამახასიათებელი.

8. ებრძვის ფრჩხილის სოკოს

თუ ფრჩხილის სოკომ შეგაწუხათ, მდგომარეობის შესამსუბუქებლად აუცილებლად გამოიყენეთ კუპრის საპონი. თუ ფეხებს ამ საშუალებით რეგულარულად დაიბანთ საგრძნობლად დააჩქარებთ მკურნალობის პროცესს.

ერთადერთი მინუსი, რომელიც კუპრის საპნისთვისაა დამახასიათებელი, მისი სუნია. სხეულიდან და ხელებიდან ეს სუნი მყისიერად ქრება, თუმცა მას საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით ინარჩუნებს თმა.

როგორც თავად მიხვდით, კუპრის საპონი მართლაც ძალიან სასარგებლო და ეფექტური საშუალებაა სხვადასხვა პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!