თავის მოვლა
კოსმოსური ეფექტი! ამ ნიღბის 2-ჯერ გამოყენების შემდეგ თმა 3-ჯერ უფრო სქელი და მოცულობითი გახდა
რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, დღესდღეობით ქალბატონების უმრავლესობას დალხინებული ცხოვრება ნამდვილად არ გვაქვს. სილამაზის სალონებში რეგულარულად ვიზიტი და თავის მოსავლელი, გამაახალგააზრდავებელი კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება ყველას ჰაერივით გვჭირდება, რათა შევინარჩუნოთ სილამაზე და სიმხნევე ღრმა სიბერემდეც კი. სამწუხაროდ, ცუდი ეკოლოგიური პირობების, ჭარბი სტრესის, უძილობის, არასწორი კვებისა და მავნე ჩვევების შედეგად ზიანდება არა მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობა, არამედ ვიზუალური მხარეც. თითოეულ ამ ფაქტორს უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენი თმის, კანისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე, რის გამოც აუცილებელია პერიოდულად შესაბამისი ზომების მიღება და სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. სამწუხაროდ, სილამაზის სალონში რეგულარულად ვიზიტი და პროფესიონალი კოსმეტოლოგისგან დახმარების მიღება ნაკლებად ბიუჯეტური საკითხია და საკმაოდ დიდ დროსაც მოითხოვს.
მიუხედავად ყოველივე ზემოთ თქმულისა, თითოეული ჩვენგანი უბრალოდ ვალდებულია, გამონახოს დრო საკუთარი თავისთვის და ყველა სხვა საქმიანობა გვერდზე გადადოს. რაც არ უნდა დაკავებული და მოუცლელი იყოთ, გახსოვდეთ, საკუთარ თავზე რეგულარულად ზრუნვა აუცილებელია თითოეული ადამიანისთვის! რაც შეეხება ფინანსების სიმწირეს, ამ შემთხვევაში სანერვიულო არაფერია, რადგან არსებობს არაერთი ალტერნატიული მეთოდი და საშუალება თავის მოსავლელად, რომლებიც საკუთარი ეფექტურობით ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროდუქტებსა და პროცედურებს არ ჩამოუვარდება. დროა, გადადოთ ყველა სხვა საქმე გვერდზე და ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე მაინც საკუთარი თავი სხვაზე მაღლა დააყენოთ!
დღევანდელ სტატიაში მინდა ვისაუბროთ თმის მოსავლელი ძალიან ეფექტური, არაჩვეულებრივი საშუალების შესახებ, რომელიც პირადად საკუთარ თავზე გამოვცადე. ჩემი თმის საფარი იმდენად შეთხელებული იყო, რომ სარკეში ჩახედვისაც კი თავს ვარიდებდი და ვგრძნობდი, თუ როგორ ნელ-ნელა, ეტაპობრივად ვითარდებოდა ჩემში არასრულფასოვნების კომპლექსი. მრავალი საშუალების გამოყენების მიუხედავად, მათ შორის იყო ძვირადღირებული კოსმეტიკური პროდუქტებიც, სასურველ შედეგს ვერაფრით ვაღწევდი: თმა მაინც მცვიოდა და საფარი ნელ-ნელა თხელდებოდა.
მოგვიანებით მეგობარმა დიმექსიდის შესახებ მომითხრო. როგორც გავიგე, კომსმეტოლოგები და ტრიქოლოგები საკმაოდ ხშირად უნიშნავენ დიმექსიდზე დაფუძნებულ კომპრესებს საკუთარ პაციენტებს. ეს ნივთიერება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რის შედეგადაც ჩვენი თავის კანი და თმის ფოლიკულები სისხლიდან იღებს საკმარისი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს.
თმის ნიღაბი დიმექსიდით
ინგრედიენტები:
- 3 ჩ.კ. დიმექსიდი
- 1 ჩ.კ. A ვიტამინი
- 1 ჩ.კ. E ვიტამინი
- 1 ჩ.კ. D ვიტამინი
- 1 ჩ.კ. ვიტამინ B6 ან B12
- 1 ჩ.კ. აბუსალათინის ზეთი
- 1 ჩ.კ. ბირკავას ზეთი
- ნახევარი ლიმონის წვენი
მომზადება და გამოყენება:
უბრალოდ შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში. შეგიძლიათ გამოყენებამდე შეათბოთ ეს მასა წყლის აბაზანაზე. პირველ რიგში, მზა საშუალება ნელი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანზე და შემდეგ გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. ვიტამინური ნარევით კარგად დამუშავებულ თმაზე დაიმაგრეთ ფოლგა ან სტრეჩი (საკვების პლიონკა) და ზემოდან შემოიხვიეთ პირსახოცი.
დაიტოვეთ ნარევი თმაზე სამოქმედოდ დაახლოებით 30 წუთით ან 1 საათით და შემდეგ კარგად დაიბანეთ თავი. პროცედურის დროს თქვენ შეიძლება იგრძნოთ ჩხვლეტის მსუბუქი შეგრძნება თავის კანზე, რაც სავსებით ნორმალურია – ეს ნიშნავს, რომ რეცეპტის ინგრედიენტები ღრმად აღწევს თავის კანში. თმის ასეთი ნიღაბი, სასურველი შედეგის მისაღწევად, კვრიაში 1-ხელ ან 2-ჯერ უნდა გაიკეთოთ.
დიმექსიდის ნიღაბი აჯერებს ჩვენს თმას აუცილებელი ვიტამინებით და სტიმულირებს მის ფოლიკულებს, რის შედეგადაც თმა აღარ გვცვივა და მისი ზრდის პროცესიც საგრძნობლად ჩქარდება. თუ მოცემულ საშუალებას რეგულარულად გამოიყენებთ, თქვენი თმა საოცრად მოცულობითი და ბზინვარე გახდება. როგორც უკვე გითხარით, დიმექსიდის ნიღაბი პირადად გამოვცადე საკუთარ თავზე და ეს ერთადერთი საშუალებაა, რომელმაც სასურველი შედეგი მართლაც მინიმალურ დროში მომცა. თუ თქვენც იგივე პრობლემა გაწუხებთ, აუცილებლად ისარგებლეთ ამ მარტივი ინსტრუქციით და პირობას გაძლევთ, იმედები არ გაგიცრუვდებათ.
გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ დიმექსიდის ნიღბის ეფექტურობის შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც ისეთივე სასარგებლო აღმოჩნდება, როგორც ჩემთვის. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!