Connect with us

ყვავილები

კიტრის ფესვი რომ არ დალპეს და ფოთლები არ გაყვითლდეს! რჩევები დამწყებთათვის, თუ როგორ დარგოთ და გაზარდოთ კიტრი

ბაღში მუშაობის სეზონი უკვე დაიწყო. კარტოფილი უკვე ყველამ დარგო და დროა კვალებზეც გადავიდეთ. კიტრს ცალკე ყურადღება უნდა დაუთმოთ. თუ კიტრი სათბურში არ მოგყავთ, მიწაში თესლი სწორედ ახლა უნდა დარგოთ.

კიტრის დასარგავად საუკეთესო დრო მაისის შუა პერიოდია, როცა ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსს მიაღწევს. დარგვამდე ნიადაგი უნდა მოამზადოთ, გათხაროთ, გაანაყოფიეროთ, შემდეგ კი თესლი მოამზადოთ.

როგორ მოვუაროთ კიტრს

მარლაზე, ბინტზე ან უბრალო ქსოვილზე კიტრის თესლები დააწყვეთ. შემდეგ ქსოვილი ორად გაკეცეთ და თბილ წყალში დაასველეთ.

ამას თესლის გასაღვივებლად ვაკეთებთ. ყველა გაღვივებას არ დაიწყებს, ზოგიერთი ცარიელი აღმოჩნდება, ზოგი დალპება, ისინი უნდა მოაშოროთ.

პერიოდულად ტენიანობა შეამოწმეთ და განმეორებით დანამეთ, ოღონდ ძლიერად არა, რომ თესლი არ ცურავდეს. 3-5 დღის განმავლობაში შეინახეთ თბილ ადგილას, სადაც ტემპერატურა 20 გრადუსზე მეტი იქნება.

როგორ დავრგოთ კიტრის თესლი სწორად? კარგი თესლი მრგვალ ხვრელში ან გრძელ კვალში ირგვება. კვალი თოხით გააკეთეთ. კვალებს შორის დაშორება მინიმუმ 40 სმ უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ კიტრი მომავალში ძლიერად იზრდება და ერთმანეთში იხლართება.

თითოეული თესლი 5 სმ სიღრმეში და ერთმანეთისგან 20 სმ-ის დაშორებით დარგეთ. შემდეგ მიწა მოაყარეთ და მორწყეთ.

თუ მრგვალ ხვრელში რგავთ, მაშინ თითოეულში ორი თესლი მოათავსეთ. როცა თესლი ამოვა, შეამოწმეთ და მხოლოდ ერთი დატოვეთ. ხვრელის სიღრმე დაახლოებით 5 სმ უნდა იყოს, ხვრელებს შორის მანძილი 60 სმ.

კიტრი ერთსა და იმავე ადგილას 5 წელიწადში მხოლოდ ერთხელ გაზარდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ძლიერ დაავადდება. კარგი იქნება, თუ მათ დარგავთ იქ, სადაც გასულ წელს დარგული გქონდათ პომიდორი, სიმინდი, ბარდა და ადრეული კარტოფილი.

კიტრის კვალი ყოველთვის სარეველებისგან სუფთა უნდა იყოს. პირველი 3 კვირის განმავლობაში სანამ მცენარე მცირე ზომისაა, ნიადაგი 5 სმ სიღრმეზე ფრთხილად გააფხვიერეთ. მომავალში კვირაში ერთხელ გააფხვიერეთ. კვალიდან სარეველები საკუთარი ხელით მოაშორეთ.

ნაყოფის ზრდისა და ფორმირების დროს ბევრი წყალია საჭირო. შესაძლებლობის მიხედვით თბილი წყლით მორწყეთ. ყვავილობამდე ყოველ 6-8 დღეში, ნაყოფიერების დროს ყოველ 3-4 დღეში. მორწყვა არ გადააჭარბოთ, თუ წვიმა წამოვიდა, მორწყვა გამოტოვეთ.

კიტრის მოყვანის დროს სხვადასხვა მკვებავი ნივთიერებები, ორგანული კვება და მინერალური სასუქი რეგულარულად უნდა მიაწოდოთ.

პირველად კიტრი ყვავილობის პერიოდში უნდა გამოკვებოთ. 10 ლ წყალში 1 ს/კ შარდოვანა, სუპერფოსფატი, ნატრიუმის სულფატი და 1 ჭიქა ქერიფქლა აურიეთ. თითოეული მცენარე 1 ჭიქა ხსნარით მორწყეთ.

კიტრი კიდევ 4-ჯერ ნაყოფიერების პერიოდში მორწყეთ შემდეგი ხსნარით. 10 ლ წყალში 1 ს/კ ნიტროფოსკი და 1 ჭიქა ქათმის განავალი აურიეთ. თითოეული მცენარე 1 ლ ხსნარით მორწყეთ.

მთავარ ღეროზე 6-7 ფოთლის აღმოცენების შემდეგ კიტრი უნდა შეკრათ, რომ მცენარის განტოტებას სტიმულირება მისცეთ და მოსავლიანობა გაზარდოთ. მცენარის ფესვიდან 10 სმ დაშორებით მიწაში ჯოხი ჩაარჭვეთ და მასზე კიტრის ღერო მიამაგრეთ.

კიტრი სხვადასხვა სახის დაავადებისგან ხშირად იტანჯება. ყველაზე ხშირად აწუხებს ფესვის ლპობა და ნაადრევი ფოთლების გაყვითლება. ამ უსიამოვნებებს ხალხური საშუალების გამოყენებით გაუმკლავდებით.

ფესვების ლპობა მცენარის ცივი წყლით მორწყვის, ნიადაგის ჭარბი ტენიანობის და გაზრდილი ტემპერატურის მიზეზით ხდება. ბზარები, რომელიც დაავადების დროს ფორმირდება იოდის ხსნარით უნდა დაამუშაოთ. 1 ლ რძე, 20 გრ წვრილად დაჭრილი საპონი, 30 წვეთი იოდი და 10 ლ წყალი აურიეთ. მცენარე ამ ხსნარით 10 დღეში ერთხელ უნდა დაამუშაოთ.

დაავადების საწინააღმდეგოდ კიტრი რით უნდა დაამუშაოთ? გაყვითლებული ფოთლები რძის შრატის ან კეფირის ხსნარით (2 ლ 10 ლ წყალზე) უნდა მორწყათ. პარალელურად სუსტი მცენარე კალიუმის პერმანგანატის ხსნარით უნდა დაამუშაოთ.

მოსავლის დროულად აღება არ დაგავიწყდეთ. გადამწიფებული კიტრი მცენარეს ბევრ ძალას ართმევს და ახალ კიტრს განვითარების საშუალებას არ აძლევს. ის უზარმაზარ ზომამდე იზრდება და წყლიანი და უგემოვნო ხდება. ოპტიმალურია ახალგაზრდა კიტრი 4 დღეში აიღოთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
ტესტები46 mins ago

აირჩიეთ ერთ-ერთი მტრედი და მიიღეთ პერსონალური შეტყობინება

ჯანმრთელობა1 hour ago

7 ავადმყოფობა, რომელთაც შესანიშნავად უმკლავდება ოთახის ალოეს წვენი

ჯანმრთელობა23 hours ago

როგორ მოვიშოროთ ქუსლის ძვლის დეზი: 7 ნატურალური შინაურული რეცეპტი

თავის მოვლა24 hours ago

შეინარჩუნეთ კანის სილამაზე და ახალგაზრდობა ამ 4 ზეთის დახმარებით

ჯანმრთელობა1 day ago

პირშუშხა სისხლძარღვებს წმენდს, სტენოკარდიას, იშემიურ და ჰიპერტონიულ დაავადებას კურნავს

საკითხავი1 day ago

მობილურ ტელეფონში ამ ფუნქციის გამოყენებამ, შესაძლოა, ერთ დღეს სიკვდილისგან გიხსნათ

ჯანმრთელობა1 day ago

6 პროდუქტი, რომლებიც ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს

სახლი და დიზაინი1 day ago

ეს დიასახლისი ნაკვეთზე ნარგავებს ნამდვილ შედევრებად აქცევს!

კულინარია2 days ago

ერთადერთი სწორი რეცეპტი პიცის იდეალური ცომის მოსამზადებლად

ჯანმრთელობა2 days ago

მაისის ბოლოს შეგროვებული მწვანე კაკლის ნაყოფის 4 უძველესი სამკურნალო საშუალება

ყვავილები2 weeks ago

მცენარეებს საფუარის ნაყენით ვრწყავ. პომიდორსა და კიტრს არანაირი დაავადება არ ეკარებათ!

ყვავილები3 weeks ago

კიტრის ფესვი რომ არ დალპეს და ფოთლები არ გაყვითლდეს! რჩევები დამწყებთათვის, თუ როგორ დარგოთ და გაზარდოთ კიტრი

ტესტები2 weeks ago

აირჩიეთ კონვერტი და გაიგეთ საიდუმლო – რა გელით მომავალი 3 დღე

ჯანმრთელობა5 days ago

მაისსა და ივნისში ნიგვზის ფოთლებს ვაგროვებ და ამით ჯანმრთელობას ვაძლიერებ

ჯანმრთელობა1 week ago

სიმსივნის 17 ადრეული სიმპტომი, რომლის უგულვებელყოფა არ შეიძლება!

ჯანმრთელობა2 weeks ago

ვიტამინ В12-ის ნაკლებობის 15 სიმპტომი ქალბატონებში: ეს ძალიან საშიში შემთხვევაა!

ჯანმრთელობა6 days ago

ტვინის ანევრიზმის 5 სახიფათო სიმპტომი: ყურადღებით იყავით!

კულინარია2 weeks ago

პომიდვრის მწნილი ზამთრისთვის: ყოველ წელს სულ უფრო მეტს ვამზადებ და საკმარისი მაინც არაა

ტესტები6 days ago

რომელი მთვარე მოგწონთ ყველაზე მეტად? პასუხი თქვენი ხასიათის თვისებებს გამოავლენს

ყვავილები2 weeks ago

ნატურალური სასუქი კიტრის უხვი მოსავლის მისაღებად: მხოლოდ ნამდვილი მებაღეებისთვის

ტრენდული