Connect with us

ჰოროსკოპი

კვირის ჰოროსკოპი ქალებისთვის 2020 წლის 6-12 აპრილის პერიოდში

კვირის ჰოროსკოპი საქმეებში შესანიშნავი დამხმარეა. ასტროლოგები გიამბობენ, თუ ვარსკვლავებმა ამ კვირაში როგორი დაბრკოლებები მოგიმზადეს, მათ გვერდი როგორ აუაროთ და ამით ცხოვრების სფეროები როგორ გააუმჯობესოთ.

საქმიან სფეროში საკმაოდ წარმატებული კვირა გველოდება. რაც უფრო აქტიური იქნებით, მით უფრო კარგ შედეგებს მიიღებთ. განსაკუთრებით ხელსაყრელი კვირის პირველი ოთხი დღე იქნება: ამ დროს პლანეტარული ასპექტები ოპტიმიზს და გამბედაობას შეგმატებთ, უფრო მეტად შრომისმოყვარე და შეუპოვარი გახდებით. ერთადერთი დაბრკოლება – ზედმეტი თავდაჯერებულობა. ენთუზიაზმის მტვერში საკუთარი თავის გადაჭარბებულად შეფასების რისკი არსებობს. სწორედ ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ,რ ომ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ, სანამ ინიციატივას საკუთარ ხელში აიღებთ.

ქალი ვერძი

მისთვის ეს კვირა როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში ბობოქარი იქნება. თქვენ რაიმე ცვლილების სურვილი გექნებათ, თუმცა 6-დან 12 აპრილის პერიოდში სჯობს ცვლილებებისგან თავი შეიკავოთ. მთავარი რჩევა: მოთმინება. საღი გონება შეინარჩუნეთ და მკვეთრი მოძრაობისგან თავი შეიკავეთ. თქვენი ძალები სამომავლო გეგმების განსაზღვრაზე მიმართეთ. მიზნის დასახვა გამარჯვების გზაზე პირველი ნაბიჯი იქნება. ეს განსაკუთრებით ფინანსურ სფეროს ეხება.

ქალი კურო

კუროს მშვიდი, მოზომილი კვირა ელოდებათ, რაც ბევრი საქმის ბოლომდე მიყვანის შესანიშნავი დროა. ასტროლოგები გირჩევთ, რომ საყიდლებზე არ იძუნწოთ და გარეგნობით, ჯანმრთელობით და ოჯახური საქმეებით დაკავდეთ, რადგან მომავალი კვირა ნამდვილ სიურპრიზებს მოგიტანთ. ძალისხმევის გაწევა წარმოუდგენელ სარგებელს მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში არც თუ ისე კარგი პროგნოზია: მოსალოდნელია კრიზისული სიტუაციები, სადაც ცალმხრივად შეყვარებული კურო სხვა ვარიანტზე უნდა დაფიქრდეს.

ქალი ტყუპები

აპრილის შუა რიცხვებში ასტროლოგები კარგ გამონათქვამს შეგახსენებთ: „ნაკლები სიტყვები – უფრო მეტი საქმე“. ამ კვირაში დაფიქრდით, თუ რა არის თქვენთვის ყველაზე ღირებული, პრიორიტეტები დასახეთ. უაზრო შეხვედრებზე, ტოქსიკურ კავშირებზე, ნეგატიურ ურთიერთობებსა და უსარგებლო საუბრებზე დროის დახარჯვა შეწყვიტეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ: არ დაუჯეროთ მას, ვინც თავი საიმედო პიროვნებად არ წარმოაჩინა. დრო მოვიდა გაიხსენოთ, რომ წარმატება შრომისმოყვარეობით და საკუთარ თავზე მუშაობით მიიღწევა და არა ქაოსით და ოცნებით.

ქალი კირჩხიბი

კირჩხიბისთვის საკმაოდ სადავო პერიოდია. ვარსკვლავების თქმით, დროა შინაგან მეზე ყურადღება გაამახვილოთ. მთელი ძალა მუშაობაზე და პრობლემის გადაჭრას არ დაუთმოთ – თქვენს მსხვერპლს არავინ დააფასებს. პირველ რიგში, საკუთარ შინაგან დემონებს გაუმკლავდით და გააცნობიერეთ, რომ ბედნიერების და უსიამოვნებების ფესვები შიგნითაა და არა გარეთ. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობის განკურნების ძალებს შეგმატებთ. მხარდაჭერის წყალობით მოიშორებთ იმას, რაც ბედნიერებაში ხელს გიშლით.

ქალი ლომი

ლომს ამ პერიოდში დიდი წარმატება ელოდება. ძალიან ბევრი პლანეტა მის მიმართ კარგ განწყობაშია. ციური სხეულების ასეთი მდგომარეობა იშვიათობაა, ამიტომ ექსპერტები გირჩევენ, რომ მთელი ძალა თვითრეალიზაციას დაუთმოთ. სამყაროში საკუთარი თავი მაქსიმალურად ნათლად გამოხატეთ, რომ როგორც პირად ფრონტზე, ასევე საქმეში წარმატებას მიაღწიოთ. ახლა ძლიერი ურთიერთობის და ბედნიერების ცვლილებების საფუძველი იყრება, ხოლო შეცდომების რისკი ნულს უტოლდება.

ქალი ქალწული

აპრილის დასაწყისში ქალწულს ყველა მიმართულებით წარმატება ელოდება, რადგან ამ ზოდიაქოს ნიშნის მიმართ ბევრი პლანეტად განსაკუთრებით კეთილგანწყობილია. ეს იმას ნიშნავს, რომ პლანეტები დაგეხმარებათ მიაღწიოთ ყველაფერს, რასაც დაგეგმავთ. ასტროლოგების თქმით, ქალწულს შეუძლია კეთილშობილური რისკიც გაწიოს: მომგებიანი შემოთავაზების მიღების მაღალი შანსები არსებობს. ყურადღების კონცენტრაციით ნებისმიერი ოცნების ასრულებას შეძლებთ. მთავარია, ზედმეტი თავდაჯერებულობით ან ბედზე წუწუნით იღბალი არ შეაშინოთ.

ქალი სასწორი

წარმატება ამ კვირაში სასწორის მხარეს იქნება. თუ გეგმაში სერიოზული საქმეები ან გადამწყვეტი ნაბიჯები (სამსახურის შეცვლა, ახალი პროექტი) გაქვთ, დრო არ დაკარგოთ და მათ რეალიზაციას შეუდექით. ასტროლოგების ბედის გაღიმებას გპირდებიან. ფულად სფეროში, მნიშვნელოვან წამოწყებებსა და სასიყვარულო საკითხებში – ამის არ შეგეშინდეთ.

ქალი მორიელი

ამ კვირაში მორიელს დისციპლინის დაცვა მოუწევს. ვარსკვლავები შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევთ, რომ ფარული მანიპულაციების გამოყენებით სასურველის მიღწევა შეძლოთ, თუმცა სრული წარმატებისთვის ეს საკმარისი არ იქნება. თვითგანვითარებაზე აუცილებლად იმუშავეთ. სასწრაფო საქმეების სიაში ეს პრიორიტეტული უნდა იყოს, რადგან დამოკიდებულების შეცვლა ნებისმიერ პრობლემას მოგიგვარებთ.

ქალი მშვილდოსანი

ამ კვირაში მშვილდოსნის მხიარული ბუნება მარტივი არ იქნება, რადგან ახლა ემოციური თავშეკავების დროა. ანტაგონისტური პლანეტები ბევრ საქმეში ხელს შეგიშლიან. სწორედ ამიტომ, მსხვილ ხარჯებს, კრედიტებს და კონფლიქტებს მოერიდეთ. ყველაფერი მოგვიანებით მოხდება. იმპულსურმა ქცევამ და კამათმა შეიძლება მნიშვნელოვანი გეგმა ჩაგიშალოთ, მათ შორის ინტერესის სხვა სფეროში. ურთიერთობის გაფუჭებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ.

ქალი თხის რქა

აპრილის დასაწყისში შეგიძლიათ გრანდიოზულ პროექტებზე ხელი თამამად მოკიდოთ. თქვენ გაგიმართლათ: ვარსკვლავები არა მხოლოდ ამ კვირაში, არამედ უახლოეს თვეში თქვენს მხარეს იქნებიან. თხის რქის მიზანდასახულობაზე ლეგენდები დადის, მაგრამ სწორედ აპრილში შეიძლება ერთადერთი ნიშანი იყოს, ვისაც შეუძლია ნებისმიერი შეუსრელებელი პირობა დაისახოს და მაინც მისი შესრულება შეძლოს. ერთადერთი გაფრთხილება: სახიფათო მოგზაურობაზე და ექსტრემალურ თავგადასავლებზე უარი თქვით.

ქალი მერწყული

მერწყული, რომელიც ისედაც ბედის მოყვარულია, ამ კვირაში წარმატების და დიდების სხივებში გაეხვევა. ასტროლოგების თქმით, ყველაფერი კარგად იქნება როგორც ბიზნესში, ასევე შემოქმედებით და პირად სფეროებში. დროა, არაჩვეულებრივი შესაძლებლობები გამოავლინოთ და თქვენი ნიჭი მთელ მსოფლიოს აჩვენოთ. მცირე გაფრთხილება: ავანტიურულ პროექტებზე უარი თქვით, რომელიც შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს.

ქალი თევზები

ამ ნიშნის ქალს მშვიდი და ჰარმონიული კვირა ელოდება. სასიყვარულო საქმეები გაიხსენეთ. ამ კვირაში პლანეტების მდგომარეობა თქვენთვის ნებისმიერი სასიყვარულო და სათავგადასავლო შემთხვევებისთვის ნამდვილი კარტ-ბლანში იქნება. თქვენ ყველაფრის მიღწევას შეძლებთ, რასაც ისურვებთ: რომანი, ინტრიგა, სერიოზული გრძნობა. ვარსკვლავები საქმეების დავიწყებას და პირადი ცხოვრების დალაგებას გირჩევთ. თუ გაწუხებთ ურთიერთობა, რომელმაც საკუთარი თავი უკვე დიდი ხანია ამოწურა, შეგიძლიათ წერტილი თამამად დაუსვათ და ენერგეტიკული კავშირი გაწყვიტოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.