Connect with us

თავის მოვლა

კვირაში ერთხელ ამ საშუალებით ტერფის მასაჟს ვიკეთებ. შეშუპება, სიმშრალე და ბზარები აღარ მაწუხებს

კვირაში ერთხელ ამ საშუალებით ტერფის მასაჟს ვიკეთებ და არანაირი შეშუპება, სიმშრალე და ბზარები აღარ მაწუხებს. გირჩევთ!

ზამთარში, როდესაც თბილი ფეხსაცმლის, წინდებისა და კოლგოტების ტარება გვიწევს, ფეხებს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, რადგან ისინი ყოველთვის შენიღბულია და ყურადღებას არ იქცევს.

ეს საკმაოდ დიდი შეცდომაა, რადგან სწორედ მჭიდრო ფეხსაცმელი და და მუდმივად თბილი გარემო ჩვენი ტერფების კანს აუხეშებს, აშრობს და პროვოცირებს ბზარების გაჩენასაც კი. ფეხებში მუდმივად დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნება გვეუფლება.

ამ ყველაფრის თავიდან აცილებას მარტივი და ხელმისაწვდომი პროცედურის, სკრაბირების, დახმარებით შეძლებთ. ნახეთ, როგორ უნდა მოამზადოთ ეფექტური სკრაბი სახლის პირობებში, რომელიც ფეხებს სინაზეს და ჯანმრთელობას მიანიჭებს.

მოცემული საშუალება მინიმალურ დროში შესამჩნევ შედეგს მოგცემთ. თქვენი ქუსლების კანი ჩვილი ბავშვის კანივით დარბილდება და გაგლუვდება. გარქოვანებული, გაუხეშებული და დაბზარული კანი წარსულში დარჩება!

ფეხის სკრაბი

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ს/კ თაფლი
  • 1 ჩ/კ ჟოჟობას ზეთი
  • რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი

მომზადება:

1. თასში შაქარი და ზეითუნის ზეთი აურიეთ. შაქარი შესანიშნავი ამქერცლავი საშუალებაა, რომელიც კანის უხეშ ზედაპირს მოგაშორებთ, ხოლო ზეითუნის ზეთი მას დაატენიანებს.

2. შემდეგ სოდა დაუმატეთ. ის კანს გაწმენდს და მავნე ბაქტერიებს მოგაშორებთ. მიღებულ მასას თაფლი დაუმატეთ. თაფლი კანს გამოკვებავს და დაარბილებს. თაფლი ცოტა ხნით წყლის ორთქლზე გააჩერეთ, რომ უფრო თხევადი გახდეს. შემდეგ ჟოჟობას ზეთი და ნებისმიერი ეთერზეთი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ.

შხაპის მიღების შემდეგ, სუფთა ფეხზე სკრაბი წაისვით. ტერფები 3-5 წუთით დაიმასაჟეთ. სუფთა წყლით ჩამოიბანეთ. საუკეთესო ეფექტის მისაღებად პროცედურის შემდეგ მკვებავი კრემი წაისვით. პროცედურა კვირაში 1-2-ჯერ გაიკეთეთ. ეს იაფი, ნატურალური საშუალება თქვენს ტერფებს სინაზეს მიანიჭებს. ასევე სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება და ბევრ უსიამოვნებას თავიდან აგაცილებთ.

საშუალება ტანის სკრაბად შეგიძლიათ გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, ასეთი სკრაბი მინის ქილაში მაქსიმუმ 2 კვირა შეინახეთ. შემდეგ ახალი მოამზადეთ.

რედაქციის რჩევა

სკრაბი უფრო ეფექტური გამოვა, თუ შაქრის ნაცვლად მკვდარი ზღვის მარილს გამოიყენებთ. იმის გარდა, რომ მარილი კანს შესანიშნავად ამასაჟებს და უხეშ კანს მოგაშორებთ, ის რეგენერაციის პროცესს გაუშვებს. მკვდარი ზღვის მარილი, ჩვეულებრივი ზღვის მარილისგან განსხვავებით, კანს არ აშრობს.

ზღვის მარილის სკრაბის გაკეთება ან აბაზანის მიღება კარგია მათთვის, ვისაც კანის პრობლემები და სოკოვანი ინფექციები აწუხებთ. სკრაბში შეგიძლიათ ყავა ან დარიჩინი დაუმატოთ.

დარწმუნებული ვარ, ამ სკრაბის გამოყენება სასურველ შედეგს ხანმოკლე დროში მოგცემთ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

 

Advertisement