Connect with us

ჯანმრთელობა

კარის სარგებელი ჯანმრთელობისთვის, როგორ დავიკლოთ წონაში მისი მეშვეობით

კვლევის თანახმად, ეს ინგრედიენტი ჯამრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. მისი ძირითადი ინგრედიენტი კურკუმაა! რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ კურკუმა და მისი ძირითადი აქტიური კომპონენტი კურკუმინი, დაგეხმარებათ ბევრი დაავადების დამარცხებაში, მაგალითად, ალცჰეიმერის ან სიმსივნის. თუმცა ახლა საუბარი პროფილაქტიკაზეა და არა მკურნალობაზე.

კურკუმის შეძენა არა მხოლოს სანელებლის სახით არამედ დანამატის სახითაც შეგიძლიათ. თუმცა აჯობებს სპეციალისტთანაც გაიაროთ კონსულტაცია.

ეხლა მოგითხრობთ კარის სარგებლეზე წონის დასაკლებად

ჩვენი კერძების ვარსკვლავური ინგრედიენტები სანელებლები არიან.

კარი – ეს არის ნარევი რომელიც კოჭას, წიწაკს, ქინძს, ილს და კურკუმას შეიცავს. ამსთანავე, არაერთმა კვლევამ დაადასტურა მისი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ისინი შაქრის დონესაც აკონტროლებენ მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში.

კურკუმა პოლიფენოლებს შეიცავს, რომლებსაც ჩვენს ორგანიზმში ცხიმის განადგურება და მუცლის არეში სისხლძარღვების ზრდის შემცირება შეუძლიათ.

კვლევებში იხსენიება, რომ კურკუმა აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და თერმოგენეზის პროცესს ააქტიურებს, ეს ნიშნავს რომ სხეული ცხიმს უფრო სწრაფად დაწვავს. ის დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტებსაც შეიცავს და ჩვენი ნაწლავების ანტისეპტიკია. თუმცა საუკეთესო ეფექტისთვის აჯობებს თქვენი ცხოვრების გრაფიკში ზოგიერთი ვარჯიში ჩართოთ, მუდმივი ვარჯიში და კარგი კვება გახდომას უწყობს ხელს.

კარის სხვა უპირატესობები

კარი წლების მანძილზე ნატურალურ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებად გამოიყენება, ის სახსრებისა და კუნთების ტკივილს ამცირებს. კვლევების თანახმად, კურკუმისა და კურკუმინის ეთერზეთები დაგიცავთ სახსრების მდგომარეობისა და ანთების გაუარესებისგან, რომლებიც რევმატოზული ართრიტის დროს ხდება.

ასევე აღმოჩნდა, რომ კურკუმას იგივე ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს როგორიც იბუპროფენს.