Connect with us

ჯანმრთელობა

კარდიოქირურგი ნიკოლაი ამოსოვი: გეშინოდეთ ექიმების ხელში ჩავარდნის!

ამ დიდებულ ადამიანზე ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ. მან მედიცინის განვითარებაში უბრალოდ შეუფასებელი წვლილი შეიტანა. ნიკოლაი ამოსოვი არა მხოლოდ ცნობილი ექიმი, კარდიოქირურგიის სფეროს პიონერი, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ უამრავი წიგნის ავტორია.

რთული ოპერაციის შემდეგ მან ხელი არ ჩაიქნია, სიბერეს და დაავადებას დაუპირისპირდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის საკუთარი სისტემა შექმნა. ამ სისტემით ათასობით ადამიანი მოიხიბლა. დღეს გიზიარებთ ამ დიდებული ადამიანის ფიქრებს ჯანმრთელობის, ხანგრძლივი ცხოვრების და მედიცინის შესახებ.

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა

„ჯანმრთელი რომ გახდეთ, აუცილებელია საკუთარი მუდმივი და მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაღება. ამის ჩანაცვლება შეუძლებელია. საბედნიეროდ, ადამიანი იმდენად სრულყოფილია, რომ ჯანმრთელობის დაბრუნება თითქმის ყველას შეუძლია. ამასთან, ძალისხმევა სიბერის და დაავადების გართულების გამო იზრდება“ – ამბობს ნიკოლაი ამოსოვი. ის თვლიდა, რომ ხანგრძლივი დროით ჯანმრთელობის შენარჩუნება მხოლოდ ძალისხმევის და საკუთარ თავზე მუშაობით შეიძლება.

ის ამბობდა, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ოთხი მთავარი პირობა არსებობს: ფიზიკური დატვირთვა, შეზღუდვა და კვება, გამკვრივება, დრო და დასვენების უნარი. თუ ყველა ამ პირობას ოსტატურად შეასრულებთ – ხანგრძლივი ცხოვრება და ჯანმრთელობა ღრმა სიბერემდე გარანტირებული გექნებათ.

მისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის სისტემის შექმნის ერთ-ერთი მთავარი სტიმული საკუთარი ჯანმრთელობა იყო. ერთ-ერთ საკუთარ წიგნში ის ამბობს: „რადიკულიტის შეტევა პირველად ომის დროს მქონდა, შემდეგ ის ხშირად მეორდებოდა, შესაძლოა ხანგრძლივი ოპერაციების გამო. 1954 წელს მდგომარეობა გამიუარესდა: რენტგენზე ხერხემლის ცვლილებების დაფიქსირდა. სწორედ მაშინ ტანვარჯიშის 1000 მოძრაობა მოვიფიქრე: 10 ვარჯიში თითოეული 100-ზე. ეს დამეხმარა“.

„ვარჯიში ჩემთვის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია“ – ამბობდა ამოსოვი. ის ირწმუნებოდა, რომ სხეულის ტონუსის შესანარჩუნებლად დღეში მინიმუმ 20-30 წუთი ვარჯიში საკმარისია.

ამოსოვი სისტემაში განსაკუთრებულ ადგილს კვებას უთმობდა. ის ამბობდა, რომ სწორი კვების არსი იმაში მდგომარეობს, თუ რას და რამდენს ჭამთ. ასევე ხაზს უსვამდა ვიტამინების და მიკროელემენტების როლს, რომელთა მიღება მხოლოდ ახალი ხილიდან და ბოსტნეულიდან შეიძლება. სწორედ ამიტომ, ექიმი არ გირჩევთ ნედლი ბოსტნეული მოხარშულით ჩაანაცვლოთ, რადგან თერმული დამუშავება ვიტამინებს ანადგურებს.

ყველა საკვების საფუძველს ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები წარმოადგენს. ამოსოვი ამბობდა, რომ ცხიმები სუფთა სახით ორგანიზმს საერთოდ არ სჭირდება. სწორედ ამიტომ კარაქსა და სალაზე უარი თავისუფლად თქვით. ორგანიზმს ცილებიდან და ნახშირწყლებიდან ცხიმების მიღება შეუძლია.

მტკიცებულებას, რომ ადამიანი სრულყოფილი ცილების გარეშე ვერ გადარჩება, მითად თვლიდა. ორგანიზმს ცილები სჭირდება, მაგრამ მათი გადაჭარბებით მიღება არ შეიძლება. ასევე მცდარია მტკიცებულება, რომ ჯანმრთელობისთვის ნახშირწყლებზე უარი უნდა თქვათ. ის ორგანიზმს სჭირდება, ოღონდ არა სუფთა სახის შაქარი, არამედ მარცვლეულის ფაფები და ტკბილი ხილი.

ის თვლიდა, რომ თუ ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობს, ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავს და ვარჯიშობს, დაავადება მას არ დაემუქრება. ის ამბობდა „ექიმი დაავადებას კურნავს, ხოლო ჯანმრთელობა თავად უნდა მოიპოვოთ“.

თავი კარგად რომ იგრძნოთ, წნევამ რომ არ შეგაწუხოთ და პულსი ყოველთვის ნორმაში იყოს, ვარჯიში არის საჭირო. ფიზიკური ვარჯიში, სიცივე, შიმშილი – აუცილებელი პირობებია, რომლის დახმარებით სხეული და იმუნური სისტემა ძლიერდება. ვარჯიშზე დახარჯული ძალისხმევა ერთი ორად დაგიბრუნდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ექიმი იყო, მედიცინის შესახებ საკუთარი მოსაზრება ჰქონდა: „მედიცინის იმედი არ უნდა გქონდეთ: ექიმის ხელში მოხვედრის გეშინოდეთ. ის ბევრ დაავადებას კურნავს. მაგრამ ადამიანს ჯანმრთელს ვერ გახდის. ადამიანს ვერც იმას ასწავლის, თუ როგორ გახდეს ჯანმრთელი“. სამწუხაროდ, ის მართალია, რადგან დაავადების განკურნება და ჯანმრთელობის მიღება ერთი და იგივე არაა.

მთელი ცხოვრების განმავლობაში მან ათასობით ადამიანი გადაარჩინა და მედიცინა შეცვალა. ამასთან ის არ ამბობს, რომ მედიცინა არ არის პანაცეა, პირიქით, ის ირწმუნება, რომ ნამდვილი ჯანმრთელობის გარანტია მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობით და ძალისხმევით, სწორი კვებით და ფიზიკური ვარჯიშით მიიღწევა. მან ოპერაციების გაკეთება მხოლოდ 79 წელს შეწყვიტა და 89 წელი იცხოვრა. განა ეს იმის მტკიცებულება არაა, რომ მისი სისტემა მუშაობს?

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
ვიდეო49 mins ago

ნატურალური საშუალება ოსტეოართრიტის, სახსრების ტკივილის და შეშუპების დროს: 3 რეცეპტი

ვიდეო49 mins ago

რამდენი პომიდორი უნდა დარგოთ ბოსტანში

ჯანმრთელობა23 hours ago

ესპანელმა ონკოლოგმა სიმსივნის მეტასტაზირების მკურნალობის მეთოდი აღმოაჩინა

სხვა23 hours ago

33 პოზიტიური ციტატა ბედნიერების შესახებ. დაუფიქრდით!

ყვავილები1 day ago

ჟოლოს რომელი სახეობა ავარჩიოთ აგარაკისთვის

ვიდეო1 day ago

აი, როგორ შევამციროთ დამწვრობით გამოწვეული ტკივილი 5 ბუნებრივი საშუალების დახმარებით

ჯანმრთელობა2 days ago

პომიდორის 10 სამკურნალო თვისება რომლის შესახებ ცოტამ თუ იცის

სხვა2 days ago

რა განსხვავებაა ჭკვიან და ბრძენ ქალს შორის?

თავის მოვლა2 days ago

როგორ ავარჩიოთ შუგარინგის პასტა

ჯანმრთელობა2 days ago

რისი თქმა შეუძლია ფეხების მდგომარეობას ჩვენს ჯანმრთელობაზე?

ჯანმრთელობა3 days ago

შეჩერდით 2 წუთით და წაიკითხეთ, ოდესმე ამ რჩევებმა შეიძლება სიცოცხლე იხსნან

თავის მოვლა1 week ago

ეს ქალი 51 წლის ასაკში 20 წლის გოგოსავით გამოიყურება – ანტი სიბერის საიდუმლო ერთ ნატურალური ინგრედიენტშია

ჯანმრთელობა5 days ago

5 პროდუქტი, რომელიც სიბერის დაჩქარებას ხელს უწყობს

ვიდეო2 weeks ago

ჩაი, რომელიც ესტროგენის დონეს და წნევას არეგულირებს, 45 წელს ზემოთ ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

თავის მოვლა1 week ago

63 წლის ვარ და ფეხის გულები ისე მაქვს როგორც ახალგაზრდა გოგოს

ჯანმრთელობა4 weeks ago

როგორ მოვიშოროთ ხველა მხოლოდ ერთ ღამეში? რეცეპტი, რომელსაც უკვე 20 წელზე მეტია ვიყენებ

ჯანმრთელობა5 days ago

გასაპვნა შეწყვიტეთ! ინტიმური ორგანოების მოვლის 9 წესი

თავის მოვლა1 week ago

საუკეთესო ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ – 100%-ით ეფექტურია

მოდა და სტილი1 week ago

ვარცხნილობის 10 იდეალური ვარიანტი სახის სხვადასხვა ფორმებისთვის

ჯანმრთელობა4 weeks ago

ჩემი დაქალი შვილს ბალიშის ქვეშ ნიორს უდებს. ახლა მეც ასე ვაკეთებ!

ტრენდული