Connect with us

ჯანმრთელობა

კარაქი კბილების ჯანმრთელობისთვის: რატომ უნდა მივირთვათ ეს პროდუქტი

ბოლო წლებში, სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს ცხოვრების ჯანსაღი წესი. ჩვენ სულ უფრო მეტად ვცდილობთ, მივირთვათ ჯანსაღი საკვები, ყურადღებით ვკითხულობთ პროდუქტის შემადგენლობას, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენს დროში ყველაზე მავნე საკვები ნივთიერებების მიღების რაოდენობა. ვიღებთ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს, თუმცა, სტომატოლოგთა შემოსავალი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, რადგან თანამედროვე ადამიანებს კბილების მდგომარეობა ჯერ კიდევ მანამდე უფუჭდებათ, სანამ ზრდასრულ ასაკს მიაღწევენ.

კბილების პრობლემას თანამედროვე ქალაქების მოსახლეობაში იკვლევდა ამერიკელი სტომატოლოგი ვესტონ პრაისი, რომელიც ჩვენი პლანეტის ცივილიზაციას ყველაზე მოწყვეტილ კუთხეებში მოგზაურობდა, რათა შეესწავლა იქაური, ადგილობრივი მოსახლეობის კბილების მდგომარეობა. ველური ადამიანების კვებას იგი 10 წლის მანძილზე აკვირდებოდა.

წინასწარ გეტყვით, რომ მართალია, აბორიგენებს კბილები შესანიშნავ მდგომარეობაში აქვთ, თუმცა, ამავდროულად, მემკვიდრული წინასწარგანწყობილება და ტკბილეული არაფერ შუაშია თანამედროვე ქალაქების მაცხოვრებელთა კბილების პრობლემასთან.

კბილების ჯანმრთელობა

აღმოჩნდა, რომ კარიესი თანამედროვე დაავადებაა და არ არსებობს არავითარი დამამტკიცებელი წყარო იმისა, რომ იგი ჩვენამდე არსებობდა. თავის კვლევაში, პროფესორი პრაისი აღწერს ტრადიციულად მცხოვრებ ესკიმოსებს, ინდიელ ტომებს, ავსტრალიელ აბორიგენებს, ახალზელანდიელ მავრებს, ძირეულ აფრიკელ ტომებსა და შვეიცარიის ლეჩენტალის ველზე მცხოვრებლებს.

ველურთა თითოეულ რეგიონში, რომელშიც სტომატოლოგი იმყოფებოდა, იგი პოულობდა სოფლებს, სადაც ყველა მაცხოვრებელი, ჯანმრთელობის მხრივ, პრაქტიკულად, სრულყოფილნი იყვნენ.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მათ არ აწუხებდათ კბილის კარიესი, ხოლო ძალიან დაახლოებული და გამრუდებული კბილების პრობლემები, რომლებიც ორთოდონტებს ამდიდრებს, საერთოდ არ არსებობდა. მოხუც ადამიანებსაც კი, ემალის სრულად მოცვეთის შემდეგ, პულპა სრულად ენახებოდათ – ეს ხელს უშლიდა ორგანიზმში ბაქტერიების მოხვედრას. პროფესორმა აღმოაჩინა პირდაპირი კავშირი კბილების მდგომარეობასა და ყოველდღიურ რაციონს შორის.

ექიმმა შენიშნა, რომ ყველაზე ჯანმრთელი ის ხალხი იყო, რომელიც ცხიმხსნად აქტივატორებს რძის სხვადასხვა პროდუქტისგან იღებდა. ასეთები იყვნენ შვეიცარიის ალპების, არაბეთისა და აზიის აბორიგენები, რომლებიც ცხვირს, აქლემებისა და ძროხების რძით იკვებებოდნენ. მეორე ადგილას კი იმყოფებოდნენ ისინი, ვინც ცხოველების შინაგანი ორგანოებით, შინაური და გარეული ფრინველების კვერცხებით იკვებებოდნენ.

მათ მოსდევთ ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ზღვისპროდუქტს, წვრილ ცხოველებსა და მწერებს მიირთმევენ. ასევე, ექიმმა პრაისმა აღნიშნა, რომ კვლევების მანძილზე ის არასდროს შეხვედრია ისეთ ადამიანს, რომელიც ჯანმრთელი კბილებითა და ორგანიზმით გამოირჩეოდა და მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებებოდა.

ყველა აბორიგენი მოიხმარდა დიდი რაოდენობით ფერმენტირებულ პროდუქტსა და სანელებელს: თესლები, მარცვლები და თხილეული აუცილებლად ლბებოდა, ამოცენდებოდა, მჟავდებოდა ან იხარშებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენებოდა საკვებად.

თანამედროვე ადამიანების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შიმშილს გრძნობენ არა ვიტამინებისა და მინერალების მიმართ, არამედ სითბოსა და ენერგიის მხრივ. ეს დაკავშირებულია ნიადაგის ხარისხთან, პროდუქტის დამუშავებასთან და სინთეტიკურ ვიტამინებთან. ექიმმა პრაისმა ახსნა, რომ ცივილიზაციას მოწყვეტილი ხალხის რაციონში ოთხჯერ უფრო მეტი წყალხსნადი ვიტამინი, კალციუმი  და ათჯერ უფრო მეტი ცხიმხსნარი მინერალია.

მათი მიღება მხოლოდ ცხოველური წარმომავლობის პროდუქტისგან(კარაქი, ხიზილალა, მოლუსკები, ხორცის სუბპროდუქტი, კვერცხი და ცხიმები) შეიძლება. ეს ქოლესტერინით მდიდარი პროდუქტია, რომელთაც მავნედ მივიჩნევდით. რეალურად, ისინი სასარგებლოა! ვეგეტარიანელთა უმრავლესობას В12-ის მუდმივი დეფიციტი აქვთ, ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება კი დღეში ერთი ულუფა ხორცით ან თვეში ერთი ულუფა მოლუსკებით შეიძლება.

ვესტონი თვლის, რომ საუკეთესო პროდუქტი ვიტამინებისა და მინერალების ასათვისებლად – ნატურალური ნაღების კარაქია. საუკეთესო ეფექტის მისაღებად, შეურიეთ იგი თანაბარი რაოდენობით ვირთევზას ღვიძლს. ამასთან, ეს არ მოგცემთ თევზის ქონის ჭარბად მოხმარების საშუალებას, რაც თქვენი ჯანმრთელობისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს.

არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომლებიც მდიდარია ვიტამინებით, თუმცა მინერალების დეფიციტს განიცდის. ყველა ეს ფაქტორი სწორი რაციონის შედგენისას უნდა გაითვალისწინოთ.

მაგალითად, ფოსფორის დღიური ნორმის მისაღებად უნდა შეჭამოთ 30 კგ ვაშლი ან 15 ც ფორთოხალი, როცა იმავე დოზას 450 გ წიწიბურასგანაც მიიღებთ. ყველაზე სასარგებლო კვება – მრავალფეროვანი კვებაა.

Advertisement
თავის მოვლა38 mins ago

როგორ მოვიშოროთ კბილის ნადები და გავითეთროთ კბილები ძვირადღირებული პროცედურების გარეშე

ჯანმრთელობა54 mins ago

ყველაზე ძლიერი საშუალება, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას 80%-ით, ადნობს ცხიმებს, აღადგენს მხედველობასა და სმენას

ჯანმრთელობა58 mins ago

9 აუცილებელი ვიტამინი მეძუძური დედებისთვის

ვიდეო1 hour ago

აი, როგორ უნდა გაწელოთ ფეხსაცმელი, რომელიც გიჭერთ და კანს გიხეხავთ

ჯანმრთელობა1 hour ago

7 პროდუქტი, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას ხელს უწყობენ

ჯანმრთელობა22 hours ago

აი, რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ ყოველდღე პომიდვრის წვენს დალევთ

საკითხავი22 hours ago

6 რჩევა, როგორ შევარჩიოთ წვნიანი და მწიფე ნესვი

კულინარია2 days ago

კრემი, როგორც აბრეშუმი. შოკოლადის თაფლიანი ტორტი „სპარტაკი“ სუფრიდან წამებში ქრება

საკითხავი2 days ago

როგორ მოვიშოროთ ჩრჩილი ბინიდან

საკითხავი2 days ago

როგორ შევარჩიოთ ეგზოტიკური ხილი: შეიძინეთ მხოლოდ გემრიელი და მწიფე ნაყოფი

საკითხავი1 week ago

ხრიკები, რომლებიც ყველამ არ იცის: როგორ გავასუფთავოთ ბალიშები

საკითხავი2 weeks ago

ძველისძველი ტაფებიც კი იპრიალებს, თუ ამ საშუალებით გარეცხავთ

თავის მოვლა2 weeks ago

5 ხალხური საშუალება ცხიმგროვის მოსაშორებლად

საკითხავი3 weeks ago

„თხევადი შპალერი“ თავად გააკეთეთ – მილიონად შეფასებული იდეა

ყვავილები1 week ago

პომიდვრები დიდი ზომის რომ გაიზარდოს და არ დასკდეს, აი როგორ უნდა მოიქცეთ

ჯანმრთელობა1 week ago

47 წლის ასაკში მოვიშორე 12 ჭარბი კგ, დღეში მხოლოდ 1 ჭიქა სასმლის მიღების ხარჯზე

ვიდეო4 weeks ago

ქერქს ყოველთვის ნაგავში ვყრიდი, სანამ სიმართლე არ გავიგე! საზამთროს ყველაზე მკვებავი ნაწილი

ჯანმრთელობა3 weeks ago

წყალბადის ზეჟანგი და სიმსივნე: აი, რა იცის მეცნიერებამ უკვე 50 წელია და თქვენც უნდა იცოდეთ

თავის მოვლა6 days ago

წაისვით ეს მასა თვალქვეშ და დილით არც ერთი ნაოჭი აღარ დაგხვდებათ

ვიდეო3 weeks ago

მსოფლიოში № 1 პროდუქტი ქოლესტერინის, გულის შეტევის, ჰიპერტონიისა და ინსულტის საწინააღმდეგოდ

ტრენდული