Connect with us

ჯანმრთელობა

კამის ჩაი უნიკალური საშუალებაა რომელიც გახდომაში და ნაწლავში გაზების წარმოქმნისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ

კამის ჩაი უნიკალური საშუალებაა რომელიც გახდომაში და ნაწლავში გაზების წარმოქმნისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ

კამა განსაკუთრებული ბალახია რომელსაც უამრავი დადებითი თვისება აქვს, ის დაგეხმარებათ გახდეთ და საკვების მომნელებელი პროცესებიც აღიდგინოთ.

კამის სარგებელი

კამის ჩაი ხელს უშლის ნაწლავში გაზების წარმოქმნას, ამცირებს თკივილსა და მუცლის შებერილობას. მისი თესლი გახდომისთვისაც სასარგებლოა.

კამის ჩაის მოზადების რეცეფტი

კამის თესლს უფრო ხშირად გასახდომად იყენებენ. ამასთანავე ის ცერეცოსთან, ანისულსა და კვლიავთან ერთადაც გამოიყენება.

მაშ ასე, მოამზადეთ კამის ჩაი – დაჭყლიტეთ თესლი, ეს მათგან აქტიური ინგრედიენტების მიღებაში დაგეხმარებათ. ეს შეგიუძლიათ წინასწარაც გააკეთოთ და მომზადებული თესლი მჭიდროდ თავდახურულ ქილაში შეინახოთ – რამდენიმე კვირის განმავლობაში.

1 ან 2 ჩაის კოვზი დაფხვნილი დაფხვნილი თესლი წყლიან ჭიქაში ჩაყარეთ და 10-20 წუთი დააყენეთ. დალიეთ სადილის შემდეგ 1 ჭიქა.

ასევე შეგიძლიათ ის მეორენაირადაც მოამზადოთ:

მოხარშეთ 5-დან 10 გრამამდე კამის თესლი ერთ ლიტრ წყალში, ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში ან კამის თესლს ახალადუღებული მდუღარე წყალი დაასხით და 10 წუთით გააჩერეთ. დალიეთ 1 ჭიქა – ყოველდღე.

კამის თესლის სარგებელი გახდომისთვის

წონის ეფექტურად კლება ჯანმრთელი საკვების მომნელებელი სისტემით იწყება. კამის თესლი კი ნაწლავის გაწმენდას უწყობს ხელს, ამასთანავე ის საკვების მიღების შემდეგ გაჩენილ დაღლილობასაც მოგიხსნით. მაგრამ გაითვალისწინეთ – დაბალი წნევის წონის დროს კამის მიღება რეკომენდებული არ არის!!!