Connect with us

ჯანმრთელობა

ინფარქტი, ინსულტი, დეპრესია: 9 დაავადება რომლითაც ქალები კაცებზე ხშირად ავადმყოფობენ

ქალბატონები და მამაკაცები სხვადასხვაგვარი სიმპტომებით ავადმყოფობენ. ერთსა და იმავე დაავადებას შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავებული გამოხატვა ქონდეს, ამიტომ ქალბატონების დაავადებების “უჩვეულო” სიმპტომატიკის გამო, მათი დახმარება უფრო აგვიანებს ხოლმე და ხშირია ქალების ინფარქტით გარდაცვალების ფაქტებიც. გარდა ამისა ზოგიერთი დაავადების განვითარების რისკი ქალებში გაცილებით მაღალია ვიდრე კაცების შემთხვევაში. ამიტომ მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ რომელი დაავადებებისა და მათი ადრეული სიმპტომების მიმართ უნდა იყოთ ყურადღებით.

ოსტეოართრიტი

ეს დაავადება რომელიც სახსრების “ცვეთის” შედეგად ჩნდება, ქალებში სამჯერ უფრო ხშირად გვხდება ვიდრე მამაკაცებში. ამის მიზეზად ექიმები ქალბატონების ხრტილების ელასტიურობას (ორსულობისა და მშობიარობის გაიოლებისთვის), შედარებით ფართო თეძოების განლაგებას (ამის გამო დატვირთა მუხლებს ადგება) და მენოპაუზის შემდეგ ესტროგენის მკვეთრ კლებას უკავშირებენ.

ალცჰეიმერის დაავადება

ამ დაავადების მქონე პაციენტების 2/3 ქალია, დიდი ხნის მანძილზე ფიქრობდნენ, რომ ამის მიზეზი სიცოცხლის ხანგრძლივობაა და მამაკაცები უბრალოდ ვერ აღწევენ ამ დაავადებამდე, თუმცა კვლევებმა აჩვენეს, რომ ამ დაავადების რისკებს გენეტიკა და ის ჰორმონალური ცვლილებები იწვევენ რომლებსაც ქალბატონები მენოპაუზის დროს გადიან.

დეპრესია

ქალები დეპრესიით მამაკაცებზე ორჯერ ხშირად იტანჯებიან. დეპრესიის მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ ქალბატონებში დეპრესიის მიზეზი მენსტრუალური ციკლისა და მენოპაუზის დროს ჰორმონების უფრო ხშირი ცვლილებებია. ბიოლოგიური და ის სოციალური ცვლილებები რომლებსაც ახალგაზრდა დედები ეჯახებიან, დეპრესიის რისკებს რამდენჯერმე ზრდის.

გულის დაავადებები

გულის დაავადებები ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის ნომერ პირველი მკვლელია, თუმცა ქალების შემთხვევაში გულის შეტევა უფრო ხშირად სრულდება სიკვდილით. ამის მიზეზი ალბათ ისიც გახლავთ, რომ ექიმები დიაგნოსტირებას “მამაკაცური” სიმპტომებით იწყებენ და ქალებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს აიგნორებენ. გარდა ამისა ქალების შემთხვევაში ინფარქტი სხვა დაავადებებს ერთვის (მაგალითად, დიაბეტი, მოციმციმე არითმია, ჰიპერტონია და ა.შ.)მამაკაცებს კი ინფარქტი უფრო ჯანმრთელ მდგომარეობაშიც ემართებათ.

უროლოგიური პრობლემები

საშარდე გზები ინფექციები, შარდის შეუკავებლობა და შარდის ბუშტის დაზიანებები ქალბატონებს უფრო ხშირად უვითარდებათ ვიდრე მამაკაცებს. ამაში დამნაშავე სხეულის წყობის განსაკუთრებულობებია. ურეტრა ქალბატონებს ვაგინასა და სწორ ნაწლავთან სიახლოვეს აქვთ განლაგებული, ეს კი ბაქტერიების შეგროვების მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს. ორსულობა და მშობიარობაც გავლენას ახდენს საზარდულის კუნთებზე, რასაც შარდის შეკავების პრობლემებთან მივყავართ.

მჭამელა

ეს სერიოზული ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც შეიძლება თითქმის “ქალის” დაავადებადაც ჩაითვალოს, მამაკაცები პაციენტთა მხოლოდ 10%-ს წარმაოდგენენ. სამწუხაროდ ეს დაავადება რთულად ექვემდებარება დიაგნოსტიკას, არდგან სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია. ერთ-ერთი მინიშნება შეიძლება ესტროგენის მატება იყოს: ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს ჰორმონალური ცვლილება შეიძლება გახდეს დაავადების მიზეზი.

ინსულტი

კიდევ ერთი საშიში დაავადება რომელბსაც ქალები უფრო ხშირად “ეჯახებიან”. რისკებს ჰორმონალური კონტრაცეპტივების მოხმარება, ორსულობა, მშობიარობა, ხშირი თავის ტკივილები და დეპრესია ზრდის. მნიშვნელოვანია აკონტროლოთ წნევა და არ დაუშვათ ჰიპერტონია. მნიშვნელოვანია შეისწავლოთ ინსულტის სიმპტომები და დროულად მიმართოთ ექიმს. შეტევის შემდეგ ექიმებს სულ რაღაც 3.5- 4 საათი აქვთ გართულებებისა და სიკვდილის აღმოსაფხვრელად.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

ქალების შემთვევაში ამ დაავადებების გაჩენის რისკი 5-8- ჯერ უფრო მაღალია ვიდრე მამაკაცებისთვის. სტატისტიკურად ამ პრობლემებს ცხოვრების მანძილზე ყოველი მერვე ქალბატონი უპირისპირდება. ქალებში ყველაზე გავრცელებული დაავადება – ჰიპერთირეოზია, რომლის დროსაც ნივთიერებათა ცვლისთვის საჭირო ჰორმონები არ გამოიყოფა. ასევე გავრცელებულია ხაშიმოტოს დაავადებაც. თუმცა თუ ექიმს დროულად მიმართავთ ეს დაავადებები წამლების მეშვეობით იკურნება.

გაფანტული სკლეროზი

კიდევ ერთი ავტოიმუნური დაავადება რომელიც ქალებში გაცილებით ხშირად ვითარდება ვიდრე მამაკაცებში. გაფანტული სკლეროზის დროს შეტევას თავისა და ზურგის ტვინის ნერვები იღებენ, რასაც ტკივილამდე, დაბუჟებასა და სისუსტემდე მივყავართ. მკვლევარების აზრით, დამნაშავე კანქვეშა ცხიმია, რომელიც ქალების როგანიზმში უფრო მეტია ვიდრე მამაკაცისაში. მიზეზად ჰორმონალური სხვაობაც შეიძლება ჩავთვალოთ.