Connect with us

სხვა

ინდოელი ბერები ყოველ დილას მხოლოდ ცხელ ანადუღარ წყალს მიირთმევენ. ეს არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ სილამაზის საწინდარია

ის დრო გავიდა, როცა ყველა სამზარეულოში იდგა ადუღებული წყლით სავსე დოქი სასმელად. ბავშვებს მკაცრად ეკრძალებოდათ ონკანის წყლის დალევა.

თუმცა, დღეს, ექიმები არ გვირჩევენ წყლის ადუღებას, პირიქით, მისი “უმად” დალევისკენ მოგვიწოდებენ. რა თქმა უნდა, წლებთან ერთად, ჩვენ სულ უფრო გვიუარესდება ჯანმრთელობა, თუმცა, დამეთანხმებით, რომ ბავშვობაში ჩვენ უფრო ნაკლებად ვხდებოდით ავად, ვიდრე ახალი თაობა. იქნებ საქმე წყალშია?

უზმოზე მიღებული წყლის სარგებელი

ძველი ტიბეტური მედიცინა ამტკიცებს, რომ ადამიანის პირველი დაავადება იყო მოუნელებლობა, პირველი წამალი კი – ადუღებული წყალი. დიახ, სწორედ ადუღებული წყალი ითვლება ყველაზე იაფ და ეფექტურ წამლად აიუვერდულ მედიცინაში. ამის დამამტკიცებელია ცალკეული მიმდინარეობა წყლით მკურნალობის შესახებ.

დღეს ჩვენ მოგიყვებით, თუ რატომაა სასარგებლო უზმოზე ადუღებული წყლის დალევა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. გაიგებთ, თუ რა მოუვა თქვენს სხეულ, თუ ასეთ წყალს ყოველდღე დალევთ.

საუბარი იქნება არა სასმელ რეჟიმსა და წყლის საკვებ ღირებულებაზე. აიუვერდა გვიყვება ცოცხალი წყლის სხვადასხვა სახეობის შესახებ, თუმცა, ადუღებული წყლის სასარგბლო თვისებებს ცალკე თავი ეთმობა. იგი საუკეთესო საშუალებად ითვლება დაღლილობასთან, სიმსუქნესთან და სხვა დაავადებებთან საბრძოლველად. თუმცა, როგორც ნებისმიერი წამალი, მისი მიღებაც არ შეიძლება დიდი რაოდენობით.

ყოველდღიური მოხმარებისთვის არ გამოგადგებათ გაფილტრული და ბოთლის წყლები. იდეალურია – წყაროს, ტბის, მდინარისა და წვიმის წყლები. მხოლოდ ასეთი სითხე ითვლება ცოცხლად.

ცხელი ადუღებული წყალი ძალიან მსუბუქია, კარგად ანაყრებს წყურვილს და მთლიანად აითვისება ორგანიზმის მიერ 24 წუთში. ცივი მინერალური(სუფრის) წყალი – 72 წუთში, თბილი – 48 წუთში. იმისათვის, რომ ორგანიზმი გაღვიძებისთანავე არ გადატვირთოთ, მიღებული წყალი ცხელი ან თბილი მაინც უნდა იყოს(35-45გრადუსი).

აიუვერდის თანახმად, წყლის სამკურნალო თვისებების გასახსნელად, იგი კონკრეტულ დროს უნდა აადუღოთ. ადუღების დროზეა დამოკიდებული წყლის სასარგებლო თვისებები. ამასთან, მიღებული სითხის მოცულობას ერთ ჯერზე არ აქვს მნიშვნელობა, ყველაფერი ინდივიდუალურია. უნდა ორიენტირდეთ წყურვილზე.

წყალს, რომელიც ადუღებისას თავისი მოცულობის 1/4-მდე შემცირდა, “აროგიამბუ” – სამკურნალო წყალი ეწოდება. იგი ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, კურნავს სიმსუქნეს, შარდისა და ნაღვლის ბუშტებს, აცხრობს მეტეორიზმს, კოლიტებს, ანემიას, შეშუპებას, ბუასილს, ფილტვების ანთებას.

ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული აროგიამბუ “შრიტა სიტას” სახელითაა ცნობილი. ასეთი წყალი გაშორებთ გულისრევას, დიარეას, თავბრუსხვევას, სისუსტეს, საკვებ და ალკოჰოლურ მოწამლვას.

ცხელ წყალს, 1/2-მდე დადუღებულს, “უშნადაკა” ეწოდება. იგი კურნავს ასთმას, ბრონქიტს და ამცირებს ტემპერატურას. მოუნელებლობის მოსაშორებლად, ასეთი წყალი რეკომენდებულია ძილის წინ მისაღებად.

იმისათვის, რომ ადუღებული წყალი წამლად იქცეს და ორგანიზმის გაწმენდა შეძლოს, გარკვეული წესების დაცვით უნდა დალიოთ.

როგორ დავლიოთ წყალი სწორად

1. დაიწყეთ დილა ცხელი, ადუღებული წყლით. ეს საუკეთესოა, რისი გაკეთებაც ორგანიზმისთვის შეგიძლიათ. დალევის შემდეგ შეგიძლიათ 1 მწიკვი მარილი დაწუწნოთ.

2. მიირთვით წყალი ნელა, მცირე ყლუპებად.

3. აადუღეთ წყალი მხოლოდ ერთხელ. გააგრილეთ კომფორტულ ტემპერატურამდე, ისევ ცხელი რომ იყოს, ოღონდ არ გწვავდეთ. მიირთვით საუზმემდე 30 წუთით ადრე. საკვების თითოეული მიღების წინ აადუღეთ წყლის ახალი ულუფა.

4. ადუღებული წყლის გაგრილების საუკეთესო გზაა მისი ორთქლთან ერთად გაგრილება – თავსახურის ქვეშ.

5. წყალი, რომელიც უშუალოდ საკვების მიღებამდე დალიეთ, იწვევს სასუნთქი ორგანოების დაავადებებს. ჭამის დროს მიღებული – აჩქარებს მეტაბოლიზმს და ასტიმულირებს საჭმლის მონელებას. ჭამის შემდეგ – აძლიერებს ფერმენტირებას ნაწლავებში, ანელებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს წონაში მატებას.

6. გაგრილებული მდუღარე წყალი, რომელიც 6 საათზე მეტხანს გააჩერეთ, მძიმე ხდება. იგი მავნეა ორგანიზმისთვის და იწვევს პრობლემას ნაწლავებთან. ასევე, მძიმდება წყალი, რომელიც გააგრილეთ ერთი ჭურჭლიდან მეორეში მრავალჯერ გადასხმის შედეგად.

7. ორჰერ ადუღებული წყალი მოწამლულად ითვლება. მისი დალევა არ შეიძლება.

8. არაა რეკომენდებული ცხელი წყლის ცივთან შერევა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.