Connect with us

თავის მოვლა

იაფი კოსმეტიკა, რომელთაც ჩვენ ზედაც არ ვუყურებთ, უცხოელები კი ყიდულობენ

რატომღაც რუსულ კოსმეტიკას დიდად არ ვაფასებთ. ყოველთვის გვგონია, რომ სხვა ქვეყნის პროდუქტები უფრო ხარისხიანია, მაგრამ მათ ფასიც მაღალი აქვთ. თუ დაფიქრდებით, რუსულ პროდუქტებს შორისაც ღირსეულს იპოვით. ეს იაფი პროდუქტები ისეთივე ეფექტურია, როგორც სხვა ქვეყნის ნატურალური პროდუქტი. დღეს გიამბობთ იაფ რუსულ კოსმეტიკაზე, რომელთაც უცხოელები დიდ ფასად ყიდულობენ.

დიასახლისის საპონი

Ebay.com-ზე განსაკუთრებით მოთხოვნადია იაფი საპონი სახელწოდებით „სარეცხი დიასახლისის საპონი“. ის სასიამოვნო არომატით არ გამოირჩევა, მაგრამ ძვირადღირებულ ქიმიურ ლაქის ამომყვანებს მაინც კონკურენციას უწევს. პროდუქტი ეკოლოგიურია. ჩვენი ბებიები ამ საპნით თეთრეულსაც რეცხავდნენ, თავადაც იბანდნენ და თავსაც იბანდნენ. იმ დროს სხვა არაფერი იყო და თუ იყო, ძალიან დიდი თანხის გადახდა მოგიწევდათ. ახლა საპნით თავს არავინ იბანს, თმას ვერ დაშლით. აი, ჩინელები კი საპნის ნატეხს თითქმის 19 დოლარად ყიდულობენ. რა უნდა ვთქვათ, შეფუთვაზე დაწერეთ „ეკო“ და ის დიდ ფულზე გაიყიდება.

შამპუნი „ჟელტკოვი“

ბაბუაჩემი დღემდე თავს კვერცხის გულით იბანს და არანაირ ქიმიას არ იყენებს. უნდა ითქვას, რომ მას ლამაზი ქერა, ძალიან რბილი და ბზინვარე თმა აქვს. ამ მხრივ საბჭოური შამპუნი კვერცხს სჯობია. ოღონდ უნდა მიეჩვიოთ. ნატურალური საშუალება თავის კანს და თმას ჭუჭყისა და კოსმეტიკური საშუალებების ნარჩენებისგან წმენდს. შამპუნი კარგად ქაფდება, მაგრამ მასში დანამატები არ შედის, რომელიც თმას აბრეშუმივით ნაზს ხდის.

ისინი, ვისაც ერთხელ მაინც კვერცხის გულის შამპუნი გამოუყენებიათ, ამბობენ, რომ შემდეგ თმა უხეში და გადახლართული რჩება. საკმარისია კონდიციონერ–სავლები გამოიყენოთ და ყველაფერი წესრიგში იქნება. თმა ჯანმრთელი გაიზრდება და ცვენას შეწყვეტს. სხვათა შორის, უცხოელები შამპუნს „ჟელტკოვი“ 23 დოლარად ყიდულობენ.

ქარხანა „სვობოდას“ კრემები

მათი კრემები ჩვენთანაც მოთხოვნადი და საკმაოდ იაფია (3 ლარამდე), თავის საქმეს ასი პროცენტით ასრულებს. ფეხის კრემი ნაძვის ზეთით „ეფექტი“, საბავშვო კრემი სასიამოვნო შემადგენლობით მზრუნველ დედას ნამდვილად გაახარებს. ზოგი კრემ „ვეჩერის“ სხვა შემადგენლობას გმობს.

და მაინც, ის ბოლო ადგილს არ იკავებს. ინტერნეტ მაღაზიებში გვხვდება კრემი „ზოდიაქო“ და ანტიასაკობრივი კრემი „ექსტელი“. ამ კრემებს საიტზე საშუალოდ 14 დოლარად ყიდიან.

იქნებ, დროა მათ გამოყენებაზე დავფიქრდეთ, რადგან ჩვენთან ძალიან იაფად იყიდება. ახლა ისეთი ტენდენციაა, რომ ბუნებრივი შემადგენლობა ძალიან ფასობს. შესაძლოა, მათი ფასიც გაიზარდოს. თქვენ რას ფიქრობთ ამ საშუალებების შესახებ?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.