Connect with us

ჯანმრთელობა

თუ 40 წელს გადააბიჯეთ და წონას ვერ იკლებთ, იხელმძღვანელეთ ელენა მალიშევის რჩევებით

მალიშევის დიეტა 40 წლის ქალებისთვის. „45 წლის ვარ, მეტაბოლიზმი შემიმცირდა, გვერდებზე ცხიმი დამიგროვდა...“

40 წლის შემდეგ წონაში სწრაფად მომატებას ობიექტური მიზეზები აქვს. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ასაკთან ერთად ორგანიზმი ბერდება და მასში ყველა პროცესი ნელა მიმდინარეობს.

ჰორმონალური ფონი არასტაბილური ხდება, მენოპაუზის პირველი ნიშნები ჩნდება, კუნთების და ძვლების მასა მცირდება, ნივთიერებათა ცვლის პროცესი ნელდება.

შენელებული მეტაბოლიზმის გამო, ორგანიზმი ბევრი პროდუქტის ისე აქტიურად გადამუშავებას ვერ ახერხებს, როგორც ადრე და შესაბიმად, ცხიმები სხეულის პრობლემურ მონაკვეთებში იწყებს დაგროვებას. რა უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ შემთხვევაში?

საკმაოდ ცნობილი ელენა მალიშევი გვიზიარებს რჩევებს, თუ როგორ შევძლოთ შუახნის ასაკშიც კი სხეულის ლამაზი და მოხდენილი ფორმების შენარჩუნება.

მსუბუქი დიეტა

1. გამოიკვლიეთ თავი ენდოკრინოლოგთან

აუცილებლად შეამოწმეთ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა. მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელი ამ ჯირკვლის მუშაობა ასაკის მატების პარალელურად უარესდება, რამაც შეიძლება ჰორმონალური ფონის დარღვევაც კი გამოიწვიოს.

2. შეიმოწმეთ ჰორმონალური ფონი

თუ დიეტაზე ხართ, მაგრამ წონაში ვერ იკლებთ, შესაძლოა საქმე ჰორმონალური ფონის დარღვევასთან გქონდეთ. კლიმაქტერულმა ცვლილებებმა, ესტროგენის ჭარბი გათავისუფლების ხარჯზე, შეიძლება პროგესტერონის დონე შეამციროს. ასეთი დარღვევა ინსულინის მიმართ მდგრადობას არღვევს და სისხლში გლუკოზის დონის რეგულირება რთულდება.

3. იზრუნეთ ნაწლავებზე

მიიღეთ საჭირო ზომები ნაწლავებიდან დაგროვებული ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად. წონის კლების პროცესის შეფერხება სწორედ ამ უსიამოვნო მოვლენით შეიძლება იყოს განპირობებული. გახსოვდეთ, ნაწლავების ჯანმრთელობაზე მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაა დამოკიდებული.

4. შეცვალეთ კვების სქემა

სწორ კვებაზე არა მხოლოდ ჩვენი ფიგურა, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაა დამოკიდებული. თუ წონსი დაკლება გსურთ, მკაცრი დიეტების დაცვის ნაცვლად, შეამცირედ დღიურად მისაღები კალორების რაოდენობა 30%-ით, მინიმუმამდე დაიყვანეთ კვების რაციონში ცხოველური წარმოშობის ცხიმებისა და სწრაფი ნახშირწყლების მიღება. საერთოდ თქვით უარი რაფინირებულ შაქარზე და შეამცირეთ მარილის მოხმარება, რათა თავიდან აირიდოთ ქსოვილებში ჭარბი რაოდენობით სითხის დაგროვება და შეშუპება. ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა წონის დასაკლებად, მცირე ულუფებითა და მაქსიმალური სიხშირით კვებაა. იკვებეთ დღეში 4-ჯერ ან 6-ჯერ მკაცრად განსაზღრვული ულუფებით, რათა დაიკლოთ წონა და ამის პარალელურად, არ შეგაწუხოთ შიმშილის გაუსაძლისმა შეგრძნებამ. გახსოვდეთ, საუზმე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ის რთავს მრავალ პროცესს ორგანიზმში გაღვიძების შემდეგ.

წახემსება მსუბუქი სალათის ან ცილოვანი კოქტეილისგან უნდა შედგებოდეს. ხილი და ტკბილეული დღის პირველ ნახევარში მიირთვით, ნახშირწყლების მთავარი პორცია სადილზე, საღამოს კი ცხიმიანი საკვების მოხმარებას თავი აარიდეთ.

ხილი და ტკბილეული (აუცილებლად ძალიან პატარა ულუფით) მხოლოდ დილის საათებში, დრის პირველ ნახევარში მიირთვით. მკაცრი დიეტები, რომელთაც ხშირად გვთავაზობენ, უკუჩვენებითია. გარდა ჯანმრთელობის დაზიანებისა, მკაცრი დიეტა არღვევს მეტაბოლიზმს, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და მისი დაცვის შედეგად დაკლებული კილოგრამები უკან ყოველთვის ბუმერანგის პრინციპით გვიბრუნდება.

მშიერ კუჭზე დაძინება არ შეიძლება. თუ საკვები დიდი ხნის წინ მიიღეთ, შეგიძლია ღამე 1 ჭიქა ცხელი რძე დალიოთ. ის ნერვულ სისტემას ამშვიდებს და შიმშილის გრძნობას აქრობს.

 

5. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი

წყალი არა მხოლოდ ნივთიერებათა სწრაფი ცვლისთვის, არამედ კანისთვისაც აუცილებელია.  კანი ასაკთან ერთად კარგავს ტენის შენარცუნების უნარს, რის გამოც რეგულარულად უნდა ვიზრუნოთ მის სათანადოდ დატენიანებაზე. მიიღეთ დღეში საშუალოდ 2 ლიტრი წყალი, თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი სხეულის მასაც. სხეულის მასის ყოველ 1 კილოგრამზე 30 მილილიტრი წყლის მიღებაა რეკომენდებული.

6. დაიცავით ძილის რეჟიმი

40 წლის შემდეგ სხეული დღის რეჟიმის დარღვევაზე ცუდად რეაგირებს. უძილობა ორგანიზმში წყლის შეკავებას, პროცესების დარღვევას და თვალის ქვეშ შავი ბალიშების, ტომრების გაჩენას იწვევს. დაიცავით ძილის რეჟიმი, რათა შეძლოთ სასურველი მიზნის ხანმოკლე დროში მიღწევა.

არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის ფიზიკურად დატვირთვა. ისეირნეთ მაქსიმალურად ბევრი, დაკავდით სპორტით, ცურვით და რეგულარულად აკეთეთ მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშები. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

Advertisement