Connect with us

ჯანმრთელობა

თუ შუახნის ასაკს გადააბიჯეთ, ისაუზმეთ მხოლოდ ასე, რათა ზედმეტი კილოგრამები მოიშოროთ

დღეს თქვენთვის რაღაც განსაკუთრებული მოვამზადეთ! ჩვენი რედაქცია საუზმეს გთავაზობთ. ჩვენ შევარჩიეთ შუა ხნის ქალბატონებისთვის ყველაზე კარგი, ყველაზე სასარგებლო და გემრიელი საუზმის ვარიანტები, რომელთა დამსახურებითაც, თქვენ სიგამხდრესა და ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ.

ხალხური სიბრძნე ირწმუნება, რომ საუზმე აუცილებლად უნდა მივირთვათ. თუმცა, ყველას როდი გამოსდის ამ წესის დაცვა: ვიღაც ძალიან ადრე დგება, ვიღაც კი მუდმივად აგვიანებს, ვიღაცას უბრალოდ ერთი ლუკმის ჩადებაც არ შეუძლია დილაობით.

ამავდროულად, დაბალანსებული საუზმე – ენერგიისა და ცხოვრებისეული ძალების შენარჩუნების ერთ-ერთი უმთავრესი მომენტია. ჯერ კიდევ ძველ ინდურ ტრაქტატებში წერდნენ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დილაობით “საჭმლის მონელების ცეცხლის დანთება”.

დიეტოლოგთა უმრავლესობის აზრით, საუზმე ნატურალური და მსუბუქი უნდა იყოს, ამასთან კი სიმხნევესა და ენერგიას უნდა გაძლევდეთ მთელი დღისათვის. უნივერსალური საუზმე, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მოუხდება, არ არსებობს, რამდენადაც საჭმლის მომნელებელი სისტემები ინდივიდუალური, თავისებურია.

თუმცა, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დღის სწორად დაწყება იდეალური საუზმის შერჩევით. ამაში ჩვენ დაგეხმარებით.

სასარგებლო საუზმე 

სპეციალისტები გვირჩევენ, საუზმისას საკვების დღიური ნორმის 25-40%-ის მირთმევას. ოპტიმალურია ხილი, ბოსტნეული, სრულმარცვლოვანი ფაფები, რძის პროდუქტები, კვერცხი და ხორცის უცხიმო სახეობები. ექსპერტები გვირჩევენ საუზმეზე დაკონსერვებულ, ცხიმიან და შემწვარ პროდუქტზე უარის თქმასაც.

სკოლების, უნივერსიტეტების მოსწავლეებმა და გონებრივი სამსახურის მქონე ადამიანებმა უნდა შეარჩიონ ნახშირწყლებით მდიდარი საუზმე, რომელიც გლუკოზის წყარო იქნება.

ფიზიკურად მომუშავე ადამიანებს კი ენერგიით უზრუნველყოფს ცილოვანი საკვები. რძე, კვერცხი, ხორცი – მათი რაციონის აუცილებელი პროდუქტია.

ცელულოზა, რომელსაც სრულმარცვლოვანი ფაფები, პურები და პარკოსანი მცენარეები შეიცავს, დაგანაყრებთ დიდი ხნით, ამიტომაცაა მათი მიღება რეკომენდებული საუზმეზე.

უნდა აღინიშნოს, რომ პოპულარული მუსლები და მშრალი, დაპაკეტებული საუზმეები, სამწუხაროდ, სასარგებლოდ ვერ ჩაითვლება გემოს გამაძლიერებლების, საკვები დანამატებისა და შაქრის შემცველობის გამო.

საუზმობას ვერ ახერხებთ, რადგან დილით საკვებზე გული გერევათ? მორჩით გვიან ღამით ვახშმობას, ადექით ადრე და საუზმემდე 10 წუთით ადრე მიირთვით 1 ჭიქა თბილი წყალი ლიმონითა და თაფლით.

ტოპ-10 ყველაზე ჯანსაღი საუზმის ვარიანტი

1. შინ მომზადებული მუსლი

მზა მუსლი სასარგებლო არაა, თუმცა, მისი მომზადება ნატურალური პროდუქტისგან შეგიძლიათ. ამისთვის ჩაალბეთ შვრიის ფანტელები წყალში ან რძეში, როგორც კი გასივდება, დაუმატეთ კენკრა, ხილი, თხილი, 1 კოვზი თაფლი ან მურაბა.

2. ავოკადო და კვერცხი-პაშოტი

კვერცხი-პაშოტი იდეალური კერძია საუზმეზე. საკმარისია ერთი ნაჭერი გემრიელი, სრულმარცვლოვანი პური და ავოკადოს პასტა დაუმატოთ, და საუზმე მზად იქნება.

3. ბრინჯის პუდინგი ფისტით

საუზმის ეს შესანიშნავი ვარიანტი მათთვისაა, ვინც ჯანმრთელობასა და ფიგურას უფრთხილდება. ფისტი საკმაოდ კალორიული პროდუქტია, თუმცა, მასში არსებული ცხიმები მხოლოდ სასარგებლოა, ვიტამინები კი – საჭიროზე მეტი!

4. სტაფილოს ალადები

სტაფილოს ალადი მსუყე, გემრიელი და სასარგებლო საუზმეა, რომელიც ბავშვებს უყვართ გემოსა და უჩვეულო ფერის გამო.

5. წიწიბურის ფაფა რძით

წიწიბურა ერთ-ერთ საუკეთესო დიეტურ პროდუქტად ითვლება. იგი გვეხმარება ჭარბ წონასთან გამკლავებაში, წმენდს ორგანიზმს, ავსებს მას სასარგებლო ნივთიერებებით.

რძე – კალციუმის წყაროა, რომელიც სასარგებლოა ბავშვებისა და ხანში შესულთათვის, რამდენადაც ძვლებს აძლიერებს. ამ ორი პროდუქტის გაერთიანებით ვიღებთ გემრიელ და სასარგებლო საუზმეს მთელი ოჯახისთვის.

6. ბუტერბროდები მწვანილითა და ხაჭოთი

როგორც არ უნდა ატრიალოთ, ბუტერბროდი მაინც ყველაზე სწრაფი საუზმეა. მისი მოქცევა სასარგებლოდ შესაძლებელია, თუ თეთრ პურს შავით ჩაანაცვლებთ. დაჭერით მწვანილი, შეურიეთ უცხიმო აჭოს და წაუსვით მასა პურს, ზემოდან კი დაადეთ მოხარშული ქათმის ან ინდაურის ხორცი.

7. ომლეტი ავოკადოში

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ორმაგი ულუფის საუზმეზე მისაღებად, გამოაცხვეთ კვერცხი ავოკადოში. ეს კერძი ძალიან სასარგებლოა გულისთვის ცილების, ცელულოზისა და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველობის ხარჯზე.

8. მაწონი ქატოთა და კენკრით

ყველა მაწონი კალციუმის, მაგნიუმის, ცილის, თუთიისა და В6 და В12 ვიტამინების წყაროა. თუ მაწონს ხილთან და კენკრასთან ერთად მიირთმევთ, ის უფრო გემრიელი და სასარგებლო გახდება.

9. ტოსტი ლორითა და ყველით

სწრაფი და მსუყე საუზმე, რომლის შიგთავსიც გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ.

10. ბოსტნეულის ომლეტი

ომლეტი ბოსტნეულით ღუმელში – სწრაფი და სასარგებლო საუზმე მთელი ოჯახისათვის. ცნობილია, რომ ცხობის პროცესში ვიტამინები და მიკროელემენტები უფრო ნაკლებად ნადგურდება, ვიდრე ხარშვის ან შეწვის დროს.

გემრიელად მიირთვით!

თქვენ როგორ საუზმეს ანიჭებთ უპირატესობას? რატომ? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement