Connect with us

ჯანმრთელობა

თუ კუჭქვეშა ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, დაუყონებლივ გამორიცხეთ ეს 5 პროდუქტი რაციონიდან

სიცოცხლის ხანგრძლივობა პირდაპირაა დამოკიდებული კუჭქვეშა ჯირკვალზე. ეს უმნიშვნელოვანესი ორგანო მთელი დღის მანძილზე გამოჰყოფს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, რომლებიც უზრუნველჰყოფს საკვების დაშლას და ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მიმოცვლას. რაც უფრო სწრაფად ცვთება ჯირკვალი, მით უფრო სწრაფად ბერდება და კვდება ორგანიზმი.

კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირების უმნიშვნელო დარღვევაც კი იწვევს სერიოზულ დაავადებებს: პანკრეატიტს, დიაბეტს, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს, მუკოვისციდოზს. ერთი მეორეზე უარესია! ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ყოველდღიურად, სისტემატურად და გაუაზრებლად ვღუპავთ ამ ძვირფას ორგანოს.

კუჭქვეშა ჯირკვალს ცვეთს ჭარბი და არაადეკვატური კვება, რომელიც გვერდს უვლის ფიზიოლოგიის კანონებს. მოდით, გავერკვეთ, რომელ პროდუქტს უნდა მოვერიდოთ, რათა ხელი შევუწყოთ აღნიშნული ჯირკვლის ნორმალურ და ხანგრძლივ ფუნქციონირებას.

რა ვნებს კუჭქვეშა ჯირკვალს

1. ალკოჰოლი

ნებისმიერი სახის, ხარისხისა და გრადუსის ალკოჰოლი იწვევს ქრონიკულ პანკრეატიტს. კუჭქვეშა ჯირკვალში არ არსებობს ფერმენტი, რომელიც ალკოჰოლს შლის, ამიტომ, მისი ტოქსიკური მოქმედება ამ ორგანოზე უშუალოა.

2. ტკბილი გაზიანი სასმელი საღებავებით

ამ სასმელის შემცველობაში არსებული შაქრის სასიკვდილო დოზა იწვევს არამხოლოდ ინსულინის მკვეთრ მომატებას. მსგავსი სასმლის მოხმარება დიდი რაოდენობით იწვევს ნაღველკენჭოვან დაავადებას, რომელიც პანკრეატიტის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება იქცეს.

3. მარგარინი

ეს ტრანსცხიმების წყაროა, რომელთა სიჭარბეც რაციონში, პირველ რიგში, გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და კუჭქვეშა ჯირკვალზე აისახება. პროდუქტი იწვევს ანთებით პროცესებს და შეიცავს კანცეროგენებს. წაიკითხეთ ეტიკეტები: მაღაზიაში შეძენილი ნამცხვრების 90% სწორედ მარგარინზეა მომზადებული.

4. მაიონეზი და მისი შემცველი სოუსები

მაღალი ცხიმიანობა, ძმარმჟავასთან და მდოგვთან კომბინაციაში, იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებასა და საკვები ფერმენტების ჭარბ გამოყოფას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებას. გარდა ამისა, სოუსებში უმატებენ გემოს გამაძლიერებლებს, შემდედებლებსა და კონსერვანტებს, რომლებიც უფრო მეტად ტვირთავს საჭმლის მონელების ორგანოებს.

5. ძეხვეული, შებოლილი ხორცპროდუქტი

ამ კატეგორიას მიეკუთვნება ყველა ნახევარფაბრიკატი, ასევე, ხორცის კონსერვები. ამოუცნობი ქიმიური შემადგენლობა, უდიდესი რაოდენობით ცხიმები, სანელებლები და მარილი უკიდურესად ტვირთავს კუჭქვეშა ჯირკვალს.

პრაქტიკულად ყველა სუფრა – ლატარიაა: მოხვდებით საავადმყოფოში პანკრეატიტის მწვავე შეტევით თუ არა. ცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი, მარილიანი, სოუსიანი, ალკოჰოლიანი და ტკბილი გაზიანი, ადრე თუ გვიან, ყველაზე ჯანმრთელ ორგანიზმსაც შეიწირავს.

კინოგმირი გრაფი კალიოსტრო ტყუილად არ ამბობდა: “ვინც ცოტას ჭამს, დიდხანს ცოცხლობს, ჩვენ ხომ დანითა და ჩანგლით ვთხრით საკუთარ საფლავებს.”

გისურვებთ ჯანმრთელობას!