Connect with us

ვიდეო

თუ კანის ასეთი პრობლემები გაქვთ, ჟოჟობას ზეთი გამოიყენეთ

ჟოჟობას ზეთი მცენარე ჟოჟობას (Simmondsia chinensis) თესლისგან მიიღება.

ჟოჟობას ზეთს ძალიან მდიდარი ისტორია აქვს. ჟოჟობას მნიშვნელობა და უნივერსალობა ადგილობრივმა ამერიკელებმა აღმოაჩინეს.

ორსული ქალები ჟოჟობას ზეთს ჭამდნენ და იმედოვნებდნენ, რომ ეს მშობიარობის გამარტივებაში დაეხმარებოდათ. მონადირეები და მეომრები ჟოჟობას ღეჭავდნენ, რომ შიმშილის გრძნობა დაეთრგუნათ.

1. ეს ზეთი კარგად ატენიანებს

ჟოჟობას ზეთი უნიკალურია იმით, რომ ძალიან ჰგავს კანის ცხიმს, რომელიც ჩვენს კანზე ბუნებრივი გზით იწარმოება. ამის წყალობით ეფექტური დამატენიანებელი საშუალებაა. შედეგად, კანი დიდი ხნით დატენიანებული რჩება. ამას სამეცნიერო კვლევებიც ადასტურებს.

2. მზის ზემოქმედებით დაზიანებულ კანს აღადგენს

მთელი დღე მზეზე გაატარეთ? ჟოჟობას ზეთი მზის ზემოქმედებით დაზიანებულ კანს აღდგენაში დაეხმარება.

„ჟოჟობას მზის მავნე ზემოქმედებისგან თავდაცვის ბუნებრივი მეთოდები გააჩნია… ჟოჟობა მსოფლიოში ერთადერთი მცენარეა, რომელიც თხევად ცილოვან ეთერს აწარმოებს. ეს მცენარე ამ დიდი მოლეკულებით საკუთარ ფოთლებს იცავს, რომ ფოთლებიდან ულტრაიისფერი სხივების შეღწევა თავიდან აიცილონ“ – ამბობს ვიკი ენგსალი, The Jojoba Company-ს თანადამფუძნებელი.

ამ მიზეზით ჟოჟობა მზისგან დამცავ ნატურალურ საშუალებებში პოპულარული ინგრედიენტია. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ როცა ჟოჟობას ზეთში შემავალი E ვიტამინი და ანტიოქსიდანტები ერთიანდებიან, შეუძლიათ თქვენი კანი მზის მავნე ზემოქმედებისგან დაიცვან.

3. ჟოჟობას ზეთი კანის ცხიმიანობას ამცირებს

როგორც უკვე ითქვა, ჟოჟობა ნამდვილად უნიკალური მცენარეა, რადგან ჩვენი კანის მიერ წარმოებულ ცხიმს ძალიან ჰგავს. თეორია იმის შესახებ, თუ კანის ცხიმიანობას როგორ ამცირებს, იმაში მდგომარეობს, რომ ჟოჟობა კანს „ატყუებს“ და აიძულებს იფიქროს, რომ საკმარისი რაოდენობის ცხიმი აწარმოა. შედეგად ნატურალური კანის ცხიმის დაბალანსებას ხელს უწყობს.

„ჟოჟობას ზეთი ნატურალური ცხიმებით მდიდარია, რომელიც ჩვენი კანის ცხიმს ძალიან ჰგავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის კანს დატენიანებასა და აღდგენაში ეხმარება“ – განმარტავს ჯოშუა ზეიჰნერი, სამედიცინო მეცნიერების პროფესორი და ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრის Mount Sinai კოსმეტიკური და კლინიკური კვლევების დირექტორი.

როცა კანის ზედა ფენიდან ბუნებრივი ცხიმის მოშორება ხდება (მაგალითად, თუ ძლიერ საპნიან საშუალებას იყენებთ, ან ზამთრის სეზონზე, როცა კანი გამომშრალია), ცხიმოვანი ჯირკვლები ამ პრობლემის მოგვარებას იწყებენ, შედეგად, კი ჭარბი რაოდენობით ცხიმის წარმოება ხდება. ეს კი თავის მხრივ აკნეს და სხვა პრობლემას იწვევს.

ჟოჟობას ზეთი კანის დატენიანებას აღადგენს და ამით კანის ცხიმიანობას აბალანსებს.

4. სხვა პროდუქტების ეფექტურობას ზრდის

თუ კანის მოვლის საშუალებების ეფექტურად გამოყენება გსურთ, თქვენ ჟოჟობას ზეთი დაგეხმარებათ. ჟოჟობას ზეთის გამოყენება სხვა სასარგებლო ინგრედიენტების კანში შეღწევას ხელს უწყობს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.