ჯანმრთელობა
თუ ამ სავარჯიშოს ყოველდღე გააკეთებთ, ჭარბი წონისგან გათავისუფლდებით და კუნთებსაც გაიმაგრებთ
ლამაზი ფიგურის დასაყენებლად დიდი და მძიმე შრომაა საჭირო, ამიტომ ძლიერი და სპორტული ფიგურით ბევრი არ გახლავთ დაინტერესებული. ჩვენი ორგანიზმი ძალიან რთული სისტემაა, რომელიც ბევრ მოძრაობას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ჯანმრთელობა და სილამაზე რისკის ქვეშ დადგება. დღევანდელ სტატიაში გასწავლით ძალიან მარტივ სავარჯიშოებს, რომელთა შესრულება ცოტაოდენ დროსა და დისციპლინას მოითხოვს მაგრამ, ძალიან კარგ შედეგს მოგცემთ!
4 სავარჯიშო ცხიმის დაწვისთვის
სავარჯიშო 1
მიზანი: ეს სავარჯიშო მოძრაობას უფრო იოლს ხდის, კუნთების ტკივილსაც არ გამოიწვევს.
მოძრაობა:
დადექით, ფეხები მხრების სიგანეზე დადგით.
ოდნავ დაეყრდენით თეძოებს, პრესი მოჭიმული გქონდეთ.
გააკეთეთ მოძრაობა რომელიც სურათზეა ნაჩვენები და დაუბრუნდით საწყის პოზიციას. (თუ ჰანტელები არ გაქვთ, შეგიძლიათ წყლით სავსე ბოთლები გამოიყენოთ)
სავარჯიშო 2
მიზანი: მუცლის ცენტრალური ნაწილის და გვერდითი კუნთების ამოქმედება. ის ასევე დაგეხმარებათ წელის ტრამვების და ტკივილების მოცილებაში.
მოძრაობა:
დაჯექით როგორც სურათზეა ნაჩვენები, მოხარეთ მუხლები 45 გრადუსით. აიღეთ ხელში ბურთი ან ჰანტელები და დაიჭირეთ მკერდის წინ.
წელი აუცილებლად გამართულად უნდა გეჭიროთ. ოდნავ გადაიწიეთ უკან და ნელ ნელა შეაბრუნეთ ტანი ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ – როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
სავარჯიშო 3
დანიშნულება: ქვედა და ცენტრალური კუნთების ამოქმედება
მოძრაობა:
დადექით, ფეხები მხრების სიგანეზე დადგით, ხელში სიმძიმეები დაიჭირეთ, წელი გეჭიროთ სწორად და შეასრულედ მოძრაობა რომელიც სურათზეა გადმოცემული.
სავარჯიშო 4
პლანკა, საუკეთესო სავარჯიშოა მუცლის ცენტრალური კუნთების გასამაგრებლად. ის ასევე აძლიერებს ზურგის, მკერდის, ფეხების, მხრებისა და დუნდულა კუნთებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს საუკეთესო სავარჯიშოა.
როგორ გავაკეთოთ:
მიიღეთ პოზიცია რომელიც ფოტოზეა წარმოდგენილი. თქვენი სხეული სწორ ხაზს უნდა ქმნიდეს. იატაკს მხოლოდ ფეხის წვერებითა და იდაყვებით დაეყრდენით. ფეხები შეაერთეთ და დაჭიმეთ.
გააკეთეთ რამდენიმე მისვლა. დაისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ. დარწმუნდით, რომ სწორად სუნთაქვთ, შეისუნთქეთ ცხვირით და პირით ძლიერად გამოისუნთქუთ.