სახლი და დიზაინი
თვითნაკეთი თხევადი შპალერი: დაზოგეთ სამშენებლო მასალა ხარისხის დაკარგვის გარეშე

ჩემი მშობლები ნებისმიერ საქმეს თავად ასრულებენ, იქნება ეს აგარაკზე საქათმის აშენება თუ მამის სამუშაო ოფისის მოწყობა. ახლახანს ერთ–ერთი ოთახის რემონტი დაასრულეს. როცა დედას ვკითხე, სად იყიდეს თხევადი შპალერი, პასუხმა უბრალოდ გამაოგნა.
როგორც აღმოჩნდა, სამშენებლო მასალების დაზოგვა ხარისხის დაკარგვის გარეშე შესაძლებელია. ჩემმა მშობლებმაც საკუთარი ხელით მომზადებული თხევადი შპალერი გააკრეს. შედეგით გაოგნებულმა მეც ასე გაკეთება გადავწყვიტე და აივნის რემონტი დავიწყე.
თხევადი შპალერის მოსამზადებლად ბევრი მაკულატურა დაგჭირდებათ, იქნება ეს ძველი გაზეთები, ჟურნალები, საბეჭდი ქაღალდები თუ სხვა თხელი ქაღალდი. მთავარია, პრიალა ჟურნალები არ გამოიყენოთ. ასე კედლები უფრ ჩამუქებული გამოჩნდება. ქაღალდი ნაკუწებად აქციეთ ან ზოლებად დაჭერით.
თხევადი შპალერის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 1 კგ ქაღალდი
- 5 ლ წყალი
- 0,5 კგ შპალერის წებო
- 0,5 კგ თაბაშირ–მუყაო ან ალებასტრი
- წყლიანი საღებავი
- დეკორატიული დანამატი (ბზინავები)
ეს რაოდენობა 4-5 კვადრატულ მეტრ კედელზე გეყოფათ, თუმცა შპალერის ფენის სისქეც უნდა გაითვალისწინოთ. ალებასტრის გამოყენებისას გაითვალისწინეთ, რომ ის სწრაფად შრება. გამოდის, მასთან სწრაფად უნდა იმუშაოთ.
საღებავის და ბზინავების რაოდენობა თქვენ თვითონ დაარეგულირეთ. ქაღალდი საღებავს კარგად იწოვს, ამიტომ სასურველი ფერიდან 2–ჯერ მეტი საღებავი დაუმატეთ.
საჭირო ინსტრუმენტები
- ტაშტი ხსნარის მოსარევად
- ფითხი
- ლილვაკი
- ხელთათმანები
- ფუნჯი
- პულვერიზატორი
პულვერიზატორით წყალი გამშრალ თხევად შპალერს დაასხით. როცა დასველდება, ფითხით ფრთხილად მოაშორებთ. ეს ერთგვარი დაზღვევაა.
კედლის მომზადება თხევადი შპალერის წასასმელად
- კედლებს ძველი შპალერი და ფილები მოაშორეთ. თბილი წყლით დაასველეთ.
- კედლებს საფითხნი და ბათქაში მოაშორეთ.
- ზედაპირი თეთრი ფერის გრუნტით დაფარეთ. ასე შპალერის ქვეშ არ გამოჩნდება.
- როზეტის ნახვრეტები დაფარეთ, რომ შიგნით სისველე არ მოხვდეს.
- შპალერის წასმამდე კედლები ზუმფარას ქაღალდი გახეხეთ, რომ ხორკლიანი ზედაპირი მიიღოთ.
თხევადი შპალერი
- ლითონის ღრმა ტაშტში ან ვედროში ქაღალდი ჩაყარეთ, თბილი წყალი დაასხით და 3-5 საათით გააჩერეთ, ზოგჯერ ხელით აურიეთ.
- გასიებულ ქაღალდს აურიეთ. პორციებად საღებავი და შპალერის წებო დაუმატეთ. ნარევს მექანიკური მეთოდით აურიეთ.
- ხსნარი პოლიეთილენის პაკეტში გადაიტანეთ და 12 საათით გააჩერეთ.
- წასმამდე თაბაშირ–მუყაო და ცოტა თბილი წყალი დაუმატეთ. თქვენ ელასტიკური საფითხნი უნდა მიიღოთ.
თხევადი შპალერი კედელს წაუსვით
იდეალური იქნება, თუ თხევადი შპალერი კედელს ოდნავ მიეკვრება. ამისთვის ზედაპირზე ხელით წაუსვით ან ფითხი გამოიყენეთ. შპალერი კედელს თანაბრად რომ წაუსვათ, სველი ლილვაკი გადაატარეთ. ასე ზედმეტ ტენს გააქრობთ.
თუ კომპოზიციის შექმნა გსურთ, ჯერ კედელზე დახატეთ და ხაზები უფრო გამოკვეთეთ. მაგალითად, ორი პლინთუსი დაამაგრეთ, რომ ზოლებს შიგნით თხევადი შპალერი წაუსვათ.
თხევადი შპალერი თითქმის 1 დღე შრება. პროცესში, ფერს იცვლის. ასეთი შპალერი ვიზუალურად კედლებს ასწორებს, თუ ამაზე დროის დახარჯვა არ გსურთ.
ზოგიერთი ჩემი მეგობარი თვლის, რომ თხევადი შპალერი უკვე წარსულია. მათი აზრით, აივანზე სჯობს ფილები დავაგოთ, ასე უფრო სუფთა იქნება. თქვენ რას ფიქრობთ თხევად შპალერზე? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები!

-
ჰოროსკოპი4 weeks ago
2021 წლის ასტროპროგნოზი: რას უნდა ელოდოს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი
-
ჰოროსკოპი1 week ago
რას მოგიტანთ თეთრი ხარი: 2021 წლის დიდი აღმოსავლური ჰოროსკოპი
-
სახლი და დიზაინი1 week ago
ღობე მეზობლებს შორის: რატომ არ არსებობს ევროპაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს
-
ჰოროსკოპი3 weeks ago
რომელ ქალს ელოდება კორიდა პირად ცხოვრებაში 2021 წელს
-
ტესტები3 weeks ago
სწრაფი ტესტი: გაიგეთ, რით გაგახარებთ ბედი
-
ტესტები3 weeks ago
აირჩიეთ კრისტალი და გეტყვით, ცხოვრების რომელ ეტაპზე იმყოფებით ახლა
-
ჰოროსკოპი3 weeks ago
საიდუმლოებების ჰოროსკოპი: რას მალავენ ზოდიაქოს ნიშნები
-
ჯანმრთელობა2 weeks ago
რა გვჭირდება, რომ გულმა ნებისმიერ ასაკში უპრობლემოდ იმუშაოს