Connect with us

სხვა

თეთრებად ღირებული ფოლიუმის მჟავა დაგიცავთ გონებრივი ჩამორჩენისგან, კიბოს უჯრედების ზრდისგან, ნაადრევი ჭაღარისგან და არა მხოლოდ

ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) მიეკუთვნება წყალში ხსნადი ვიტამინების ჯგუფს. მეცნიერებმა და ექიმებმა დიდი ხნის წინ აღიარეს, რომ ეს ნივთიერება ადამიანის ორგანიზმისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვიტამინი B9, ნაწილობრივ, ნაწლავებში სინთეზირდება, თუმცა, მისი ძირითადი ნაწილი ორგანიზმში საკვებით ხვდება.
ფოლიუმის მჟავა ჩართულია სისხლის უჯრედების (ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების), ამინომჟავებისა და რნმ-ის სინთეზში, არეგულირებს ახალი უჯრედების განვითარებას, ორგანიზმში ქიმიური პროცესების მიმდინარეობასა და ფერმენტების აქტივობას.

მოცემული ვიტამინით მდიდარია საფუარები(მშრალი და ნედლი), ძროხისა და ქათმის ღვიძლი, მიწისთხილი, ისპანახი, ნიახური, ოხრახუში, ხახვი, პიტნა, ჟოლოს ფოთლები… თუმცა, თერმული გადამუშავების პროცესში,  ამ სასარგებლო ნივთიერების მნიშვნელოვანი ნაწილი იკარგება, ამიტომ აუცილებელია ორგანიზმის დროული მომარაგება.

ფოლიუმის მჟავის აბები

ფოლიუმის მჟავის აბები აფთიაქში ძალიან იაფია, სამაგიეროდ, მიღებული სარგებელია ფასდაუდეველი! ვიტამინ B9-ის ნაკლებობა ხომ გავლენას ახდენს ორგანიზმის ნებისმიერ სისტემაზე. პირველ რიგში, ეს ვიტამინი არეგულირებს სასარგებლო უჯრედების ზრდას, ამიტომ ორგანიზმში მისი ნაკლებობისას კიბოს უჯრედები უკონტროლოდ ვითარდება.

გონებრივი ჩამორჩენა ბავშვებში, ცენტრალური ნერვული სისტემისა და სისხლის შედედების პროცესის დარღვევები – ეს იმ გართულებების მცირე ნაწილია, რომელიც ორგანიზმში ფოლიუმის მჟავის დეფიციტს ახლავს თან. უმიზეზო შფოთვა, მეხსიერების პრობლემები, ანემია, სტომატიტი, ნაადრევი ჭაღარა, პარანოიდური მდგომარეობა, ნაადრევი კლიმაქსი, ძლიერი შაკიკი, ინფარქტი, ინსულტი… წარმოიდგინეთ!

ვიტამინ B9-ის დღიური ნორმა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის ცხოვრების წესზე, რამდენადაც ფოლიუმის მჟავა უფრო სწრაფად იხარჯება მათ ორგანიზმში, ვინც სპორტითაა დაკავებული, ასევე მათშიც, ვისაც პლაჟზე გარუჯვა უყვარს. მწეველები, ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები და ქალები, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებენ, ასევე, ავტომატურად ხვდებიან ამ კატეგორიაში.

ზრდასრულთათვის ფოლიუმის მჟავის ოპტიმალური დღიური დოზა 200-500 მკგ-ს შეადგენს, მისი რეგულარული მიღების შემთხვევაში. ნივთიერების  მინიმალური დოზა უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას. თუმცა, მზარდი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის, გაციების ან სტრესის შემთხვევაში, ფოლიუმის მჟავის დოზა აუცილებლად უნდა გაზარდოთ.

ფეხმძიმობისა და ლაქტაციის დროსაც აუცილებელია ვიტამინის დოზის გაზრდა, თუმცა, უმჯობესია ექიმთან კონსულტაციის გარეშე ეს არ გააკეთოთ. ზოგადად, ორსული ქალებისთვის ვიტამინი B9 ყველაზე აუცილებელი ვიტამინია! მის გარეშე ნაყოფის ნორმალური ზრდა უბრალოდ შეუძლებელია.

ჰიპერვიტამინოზი, ფოლიუმის მჟავას შემთხვევაში, ძალიან იშვიათია. ვიტამინ B9-ის გადამეტებული დოზით მიღება შეუძლებელია, ხოლო აფთიაქის პრეპარატით ამ ზღვრის მისაღწევად თველობითა და მუჭებით უნდა მიიღოთ იგი… შედეგები თავს იჩენს ჭარბი გაღიზიანებადობის, ძილის დარღვევისა და დიარეის სახით.

მნიშვნელოვანია!  B9 ორგანიზმის მიერ სრულყოფილად მხოლოდ B12-თან და B ჯგუფის სხვა ვიტამინებთან კომბინაციაში აითვისება. აბები მიიღეთ ჭამის შემდეგ და აუცილებლად დააყოლეთ წყალი. სხვათა შორის, მისი მიღებიდან ერთ კვირაში სარკეში ცვლილებებს შეამჩნევთ: თმა დაიბრუნებს ელასტიურობასა და ბზინვარებას, ხოლო თქვენი სახის კანის თანაბარი ფერისა და ელასტიურობისა 20 წლის გოგონებსაც შეშურდებათ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.