Connect with us

ჯანმრთელობა

თეთრებად ღირებული ეს საშუალება მრავალი პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლისას 100%-იან შედეგს იძლევა.

იოდინოლი – თეთრებად ღირებული საშუალება, რომელიც იძლევა 100%-იან შედეგს მრავალი დაავადებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. მის შეძენას მარტივად შეძლებთ უახლოეს აფთიაქში. მოცემულ საშუალებას პირადად უკვე დაახლოებით 10 წელია ვიყენებ და მინდა გითხრათ, რომ მას ნამდვილად შეუზღუდავი შესაძლებლობები აქვს.

ლურჯი იოდი

ძირითადი მოქმედი ნივთიერებია: მოლეკულური იოდი, რომელიც მოქმედებს ძლიერი ანტისეპტიკის სახით, და პოლივინილის სპირტი – შენაერთი, რომელიც აფერხებს ორგანიზმიდან იოდის დაკარგვის პროცესს და ამცირებს ამ ნივთიერების გამაღიზიანებელ ზეგავლენას ქსოვილებზე.

ძირითადად იოდინოლი გამოყენება გარეგნულად და ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის დამარცხებაში გვეხმარება, რის შესახებაც დღეს ჩვენი რედაქცია გიამბობთ. სანამ უშუალოდ იოდინოლის სამკურნალო თვისებებზე ვისაუბრებთ, მინდა გითხრათ, რომ ამ საშუალებას გამოყენების ძალიან დიდი ისტორია აქვს და თითოეული მისი დადებითი თვისება დროით არის დამტკიცებული.

იოდინოლი ნაკლებად ტოქსიკურია. ანტისეპტიკის სახით მას აქვს ბაქტერიციდული ქმედება სტრეპტოკოკულ ფლორაზე, ნაწლავის ჩხირზე და პათოგენურ სოკოებზე. სტაფილოკოკი, რომელიც იწვევს ჩირქოვან ინფექციებს, უბრალოდ ქრება იოდინოლის გამოყენების შემდეგ 80% შემთხვევაში. იოდინოლის რეგულარული გამოყენების ერთადერთი უკუჩვენებაა მგრძნობიარობის მომატება იოდის პრეპარატების მიმართ.

იოდინოლის ქმედების პრინციპი დაფუძნებულია რთული შენაერთებიდან ელემენტარული იოდის გამოთავისუფლებაზე. ასეთი ტიპის პირველი პრეპარატი იყო ლურჯი იოდი, რომელმაც დადებითი შედეგი გამოიღო დიზენტერიის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს 1940 წელს. ეს იყო პირველი იოდური ანტისეპტიკი, რომელიც მზადდებოდა იოდის სპირტხსნარისგან და კარტოფილის კანისგან მიღებული სახამებლით.

დღეს ინტერნეტ სივრცეში ჩვენ შეგვიძლია მივაგნოთ ლურჯი იოდის დამზადების მრავალ მეთოდს, თუმცა ეს დროის ტყუილი კარგვაა, რადგან იოდინოლი სულ რაღაც თეთრებად იყიდება აფთიაქებში. დაავადებების სპექტრი, რომელთაც იოდინოლი კურნავს, საკმაოდ ფართოა.

იოდინოლის გამოყენება

1. ანგინა და ტონზილიტი

დაავადების პირველივე სიმპტომების დროს რეკომენდებულია პირის ღრუში წყლით განზავებული იოდინოლის გამოვლება (პროპორციებით 1 : 1). ეს პროცედურა უნდა ჩიტაროთ დღეში 4-ჯერ ან 5-ჯერ 5 დღის განმავლობაში. ნუშისებრი ჯირკვლების ქრონიკული ტონზილიტის დროს იოდინოლის განუზავებელ ხსნარს იშხურებენ ყოველ 2-3 დღეში 1-ხელ.

2. ჩირქოვანი ოტიტი

ყოველდღიურად 2 ან 4 კვირის განმავლობაში თითოეულ ყურში იწვეთებენ 5 წვეთ იოდინოლს. ამ დაავადების დროს თვითმკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

3. ჩირქოვანი ჭრილობები

იოდინოლით გაჟღენთილი მარლა დაიფინეთ სხეულის დაზიანებულ მონაკვეთზე და დაიფიქსირეთ დოლბანდით, შეიცვალეთ სახვევი დღეში 2-ჯერ. მოიქეცით ასე ყოველდღიურად სრულ გამოჯანმრთელებამდე.

4. ტროფიკული ან ვარიკოზული წყლულები

თუ ისეთი უსიამოვნო მოვლენისგან იტანჯებით, როგორიც კანზე წყლულების გაჩენაა, პრობლემის გადაჭრაში იოდინოლი დაგეხმარებათ. სხეულის დაზიანებული მონაკვეთი და მის გარშემო არსებული კანი კარგად დაიბანეთ ცხელი წყლითა და საპნით. წყლილის გარშემო აუცილებლად წაისვით თუთიის მალამო, მოითმინეთ 10 წუთი და შემდეგ დაიფინეთ იოდინოლში დალბობილი სამ ფენად გადაკეცილი მარლა და დაიფიქსირეთ დოლბანდით. მოიქეცით ასე ყოველდღიურად წყლულის სრულ მოშორებამდე. სახვევი აუცილებლად უნდა გამოიცვალოთ დღეში 2-ჯერ.

5. ჩირქოვანი ძირმაგარა

ძირმაგარის მოსაშორებლად განუზავებული იოდინოლით კარგად უნდა დაიმუშავოთ კანის შესაბამისი მონაკვეთი და გადაიხვიოთ დოლბანდი. მოიექცით ასე დღის განმავლობაში რამდენჯერმე ძირმაგარის სრულ გაქრობამდე.

6. ხანგრძლივი სურდო

თუ გამონადენი ცხვირიდან მომწვანო-მოყვითალო შეფერილობას იძენს და მისთვის უარყოფითი სუნია დამახასიათებელი, ზედა სასუნთქი გზების ინჰალაციის დროა. 5 წვეთი იოდინილი ჩაამატეთ ცხელ წყალში და შეუდექით ორთქლის შესუნთქვას. თუ ცხვირის ფორები გაჭედილი გაქვთ, პროცედურის დაწყებამდე აუცილებლად ჩაიწვეთეთ ცხვირის გამხსნელი წვეთები.

7. სტომატიტი და ღრძილების ანთება

თუ სტომატიტი ან ღრძილების ანთება გაწუხებთ, დახმარებისთვის იოდინოლს მიმართეთ, რომელსაც წინასწარ ანადუღარი წყლით განაზავებთ (პროპორციები 1 : 2). გამოივლეთ ასეთ ხსნარი ყოველ 2-3 საათში ერთხელ სრულ გამოჯანმრთელებამდე. ეს მეთოდი მოგაშორებთ უსიამოვნო ნადებსაც კბილის ემალიდან.

8. კანდიდოზი

კანდიდოზის მკურნალობაში გამოსავლები ხსნარი დაგეხმარებათ: 1 ჭიქა ანადუღარ წყალში ჩაამატეთ 50 მლ იოდინოლი და ჩაიტარეთ პროცედურა დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს, დაძინების წინ.

9. საკვებით მოწამვლა

1 ჭიქა ანადუღარ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი იოდინოლი და მიიღეთ ის შინაგანად ჭაბიდან 30 წუთის შემდეგ. მეთოდი გამოდგება მხოლოდ ზრდასრული პაციენტებისთვის.

10. კონიუქტივიტი

20 მილილიტრი იოდინოლი გახსენით 1 ჭიქა წყალში. მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ ბამბის დისკები და დაიფინეთ ის თვალებზე 15-20 წუთით. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 3-ჯერ.

11. სოკო და ბზარები ქუსლებზე

სოკოს დამარცხებაში და ქუსლებიდან ბზარების მოშორებაში შემდეგი აბაზანა დაგეხმარებათ: 50 მლ იოდინოლი და 2 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა გახსენით თბილ წყალში და მოათავსეთ მასში ფეხები 30 წუთით. პროცედურის შემდეგ იოდინოლში დასველებული ბამბით კარგად დაიმუშავეთ მთელი ფეხები, მათ შორის ფრჩხილებიც, ქუსლებზე კი გაიკეთეთ კომპრესი და დაიტოვეთ სამოქმედოდ მთელი ღამით. რეგულარული პროცედურების შედეგად სასურველ მიზანს მინიმალურ ვადაში მიაღწევთ.

ნამდვილად გასაოცარია, თუ რამხელა ძალას ფლობს ერთი უბრალო და ძალიან იაფი საშუალება, არა? ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement